მეორე ლექცია ვიდეო გაკვეთილი: https://www.youtube.com/watch?v=NxhPn61vSQw დამხმარე ლიტერატურა: http://www.gcflearnfree.org/word2013/getting-to-know-word/1/ შესასრულებელი დავალება ტექსტური რედაქტორი MS Word 2013 Microsofr Office 2013 აერთიანებს რამოდენიმე რედაქტორს, რომელთა შორის არის ტექსტური რედაქტორი MS Word 2013. Word 2013 გამოიყენება ტექსტზე სხვადასხვა ტიპის მოქმედებების შესასრულებლად: შექმნა, რედაქტირება, ფორმატირება, შენახვა, დამუშავება და ინფორმაციის გამოტანა დასაბეჭდად. მის ჩასართავად გამოიყენება შემდეგი ბრძანებათა თანმიმდევრობა: Start -> All Programs -> Microsoft Office 2013 -> Microsoft Office Word 2013 ან სამუშაო მაგიდაზე განთავსებული იარლიყის (shortcut) საშუალებით. გახსნილი ფანჯრიდან შეგვიძლია ავირჩიოთ ცარიელი დოკუმენტი ან გამოვიყენოთ მზა შაბლონები და დავიწყოთ მუშაობა. არსებობს სამუშაო ინტერფეისის ფერების მოწყობის სამი ვარიანტი: თეთრი(white), ღია ნაცრისფერი(Light Gray) და მუქი ნაცრისფერი Dark Gray). ფერის შეცვლა შესაძლებელია ბრძანებათა თანმიმდევრობით: FILE ->Options -> General-> Office Theme 1 კომპიუტერული უნარ-ჩვევები ვორდის ინტერფეისის ელემენტებია: სწრაფი წვდომის პანელი; ლენტა; ფაილ მენიუ; ძირითადი სამუშაო არე; სტატუსის ზოლი. Word 2013 -ში ბრძანებები და შესაძლო ვარიანტთა გალერეები გაერთიანებულია ლოგიკურ ჯგუფებად. MS Word 2013-ის მომხმარებლის ზოგადი ინტერფეისი და მისი ძირითადი ელემენტები. 2 MS Word 2013 - მოკლე კურსი ლენტა შედგება შემდეგი ძირითადი ელემენტებისაგან: ჩანართები; ჯგუფები; მმართველი ელემენტები; დიალოგური ფანჯრის ღილაკი. ლენტა ყოველთვის მოთავსებულია ფანჯრის ზედა ნაწილში. მისი გამოჩენა/დამალვა შესაძლებელია: მის აქტიურ ჩანართზე ორჯერადი დაწკაპუნებით; სწრაფი წვდომის პანელიდან ბრძანება Minimize the Ribbon გააქტიურებით; ლენტის ზოლზე კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით Collapse the Ribbon; კლავიატურიდან - CTRL+F1. ლენტის დამალვის ოპერაცია ძირითადად გამოიყენება სამუშაო არის გაფართოებისათვის. ლენტა(Ribbon) შეიცავს სტანდარტულ ჩანართებს, რომლებშიც მართვის ელემენტები გაერთიანებულია ჯგუფებად. ჩანართების შემადგენლობის შეცვლა შესაძლებელია. შეიძლება მათი ვიზუალური ზომების შეცვლა ფანჯრის დაპატარავებით ან გაზრდით. ჩანართის ქვედა სტრიქონზე ჯგუფის დასახელებაა მოცემული. ლენტის რომელიმე ჩანართის გასააქტიურებლად საკმარისია ამ ჩანართზე ერთხელ დაწკაპუნება. ლენტა შეიცავს ჩანართების სამ კატეგორიას: აუცილებელი(სტანდარტული): ისინი ლენტაზე მუდმივად არიან. ასეთი ჩანართებია: Home, Insert, Design, Page Layout, References, Mailings, Review და View. ტექსტურ რედაქტორში ჩაშენებულია დამატებითი: Developer ჩანართი, რომელიც გამოიყენება დაპროგრამების გარემო Visual Basic (VBA)-ში ამოცანების ამოსახსნელად. კონტექსტური - ისინი მოიცავენ ბრძანებებს, რომლებიც საჭიროა დოკუმენტის კონკრეტულ ობიექტებთან სამუშაოდ და ავტომატურად ჩნდებიან ამ ობიექტის მონიშვნის შემთხვევაში. მაგალითად, გრაფიკული გამოსახულების მონიშვნისას ავტომატურად ჩნდება ჩანართი Format თავისი მმართველი ღილაკებით; ცხრილის მონიშვნის შემთხვევაში - Layout და Design ჩანართები; ობიექტის გარე არეზე დაწკაპუნების შემთხვევაში ხდება ამ ჩანართების დამალვა. ჩანართებში მოთავსებულია სხვადასხვა მმართველი ელემენტები. გადამრთველი ღილაკი - მათი საშუალებით შესაძლებელია რეჟიმებს შორის გადართვა. ჩამოსაშლელი სიის ღილაკი - ასეთ ღილაკებზე არის პატარა სამკუთხა ისრები, რომლებიც ახდენენ შიგთავსის ჩამოშლას. თუ სია დიდია, ჩნდება სამოძრაო ზოლი. სია ან გალერეა - მისი საშუალებით ხდება სიის ან გალერეის გამოტანა. მაგალითად, Home ჩანართში Styles ჯგუფი მოცემულია სტილების სია, გალერეის გამოტანა ხდება სამოძრაო ზოლის ქვედა სამკუთხა ისარზე დაწკაპუნებით. მთვლელები - მაგალითად, Page Layout ჩანართის Paragraph ჯგუფში აბზაცის მინდვრების დაყენებისათვის გამოიყენება მთვლელები. ალმები - მაგალითად, View-ში Show/Hide ჯგუფში შესაძლებელია ფანჯრის დამატებითი ელემენტების (Ruler, Gridlines და ა.შ.) გამოჩენა ან დამალვა. ჯგუფის სახელწოდების მარჯვნივ ქვედა კუთხეში მოთავსებული ისრიანი ღილაკით შესაძლებელია დიალოგური ფანჯრის გამოტანა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება არა დიალოგური ფანჯრის, არამედ ამოცანათა არეების გამოტანა. მაგალითად, Home ჩანართში Clipboard და Styles. Word 2013-ში ლენტა არის დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხამერებელს შეუძლია ლენტაზე დაამატოს ჩანართი, ჯგუფი, ჯგუფებში ელემენტები. ლენტის მოდიფიცირებისათვის უნდა გამოვიძახოთ მისი კონტექსტური მენიუ მის ცარიელ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპებით. 3 კომპიუტერული უნარ-ჩვევები კონტექსტური მენიუდან ვირჩევთ Customize the Ribbon ბრძანებას. ამის შემდეგ გამოდის დიალოგურ ფანჯარა: გააჩნია დახმარების გამარტივებული სისტემა, რომელიც მოკარნახე ფანჯრის სახით გამოდის თვითოეულ ღილაკთან მაუსის მაჩვენებლის მიტანის დროს. დახმარებისთვის ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება <F1> ღილაკი. ახალი ჩანართის შექმნა ახალი ჯგუფის შექმნა სახელის გადარქმევა ამ დიალოგურ ფანჯარაში ჩანართის წინ ალმის ამორთვა/ჩართვა გამოიწვევს ლენტზე ჩანართის დამალვა/გამოჩენას. მარტივად შეიძლება ჩანართების თანმიმდევრობაც შევცვალოთ, თუ მაუსის მარცხენა ღილაკით ჩავავლებთ, რომელიმე ჩანართს და გადავაადგილებთ ზევით ან ქვევით. ახალი ჩანართის დასამატებლად უნდა გამოვიყენოთ ღილაკი: New Tab. ახალი ჯგუფის დასამატებლად New Group ღილაკი, ხოლო სახელის შესაცვლელად Rename ღილაკი. ჯგუფში საბრძანებო ღილაკების დასამატებლად მარცხენა სვეტში მოცემული ბრძანება უნდა მოინიშნოს და გამოვიყენოთ Add ღილაკი, ხოლო ჯგუფიდან ბრძანების წასაშლელად ვიყენებთ Remove ღილაკს. 4 MS Word 2013 - მოკლე კურსი ჯგუფში მოთავსებული საბრძანებო ღილაკების თანმიმდევრობის შესაცვლელად გამოიყენება ფარჯრის მარჯვენა მხარეს განთავსებული ზევით/ქვევით მიმართული შავი ისრები. დამატება წაშლა Word 2013 -ის ბრძანებები შეიძლება შევასრულოთ კლავიატურის ღილაკების საშუალებითაც. თვითოეული ბრძანების შესაბამისი კლავიშის გამოსატანად გამოიყენება <Alt> ან <F10> ღილაკი. მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე ჩნდება ბრძანებების შესაბამისი ღილაკები: სამუშაო ინტერფეისზე ლენტის გარდა, მოთავსებულია სწრაფი წვდომის პანელი (Quick Access Toolbar), რომელიც შეიძლება განთავსდეს ლენტის ზედა ან ქვედა მხარეს. 5 კომპიუტერული უნარ-ჩვევები მისი მდებარეობის არჩევა ხდება პანელის მენიუდან ბრძანებებით: Show Above the Ribbon ან Show Belowe the Ribbon, აგრეთვე ლენტის კონტექსტური მენიუდან. პანელზე სტანდარტულად არის სამი ღილაკი: შენახვა, მოქმედების გაუქმება და გაუქმებული მოქმედების დაბრუნება, თუმცა შეიძლება ღილაკების წაშლა ან დამატება სურვილისამებრ. ელემენტის დამატება ხდება ჩამოსაშლელ ისარზე დაწკაპუნებით და შესაბამისი ელემენტის გააქტიურებით. წაშლის შემთხვევაში უნდა ამოირთოს არასასურველი ელემენტი. თუ ელემენტი არ არის სტანდარტულ ჩამონათვალში, მაშინ მისი დამატება შესაძლებელია More Commands ბრძანებით, აქედანვე შესაძლებელია არასასურველი ელემენტის წაშლა. 6 MS Word 2013 - მოკლე კურსი MS Word 2013-ს აქვს ფაილ მენიუ (FILE). იგი მოთავსებულია ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში და მისი მენიუ შეიცავს ყველა იმ სტანდარტულ ბრძანებას, რომელიც საჭიროა ნებისმიერ დოკუმენტთან სამუშაოდ. 7 კომპიუტერული უნარ-ჩვევები Word 2013-ში არის ფორმატირების ელემენტი - ინსტრუმენტების მინი პანელი, რომელიც ჩნდება ტექსტის მონიშვნისა და მაუსის მაჩვენებლის ოდნავ ზევით გაცურების შემთხვევაში, ხოლო ქრება ტექსტის გარეთ მაუსის მაჩვენებლის დაწკაპუნებით. იგი ჩნდება აგრეთვე ობიექტის კონტექსტურ მენიუსთან ერთად და შეიცავს ფორმატირების ხშირად გამოყენებად ბრძანებებს. სტატუსის ზოლი (მდგომარეობის სტრიქონი) სტანდარტულად MS Word 2013-ის სამუშაო ფანჯრის ქვედა მხარეს მოთავსებულია სტატუსის ზოლი. სტატუსის ზოლის მარცხენა კიდეში არის სხვადასხვა ინფორმაციის მაჩვენებელი: დოკუმენტის ფურცლების რაოდენობა და მიმდინარე გვერდის ნომერი ; სიტყვების რაოდენობა დოკუმენტში ანუ დოკუმენტის სტატისტიკა; შეტანილი ტექსტის ენა. 1 2 3 მარჯვენა მხარეს: დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმები; მასშტაბირების შკალა და Zoom ღილაკი. სტატუსის ზოლზე განთავსებული ინფორმაციული ელემენტების დამალვა/გამოჩენისთვის აუცილებელია სტატუსის ზოლზე მარჯვენა ღილაკით გამოტანილ აქტიურ მენიუში სხვადასხვა ელემენტების ალმების ჩართვა-მოხსნა. 8 MS Word 2013 - მოკლე კურსი ფაილური სისტემა Word 2013-ს აქვს ფაილის შენახვის ორი საკუთარი ფორმატი: docx და docm. x - ნიშნავს რომ ეს არის ჩვეულებრივი ტექსტის ფაილი. m - ნიშნავს რომ ფაილი შეიცავს მაკროსებს. ფაილის გახსნა ხდება FILE/Open ბრძანების გააქტიურებით და სასურველი ფაილის არჩევით. Word 2013 მუშაობს არა მხოლოდ თავისი საკუთარი ფორმატის ფაილებთან, არამედ სხვა ვერსიებში და სხვა რედაქტორებში შექმნილ ფაილებთანაც. ძველ ვერსიებში შექმნილი ფაილების გახსნისას, Word 2013-ში სათაურის ზოლზე ჩნდება წარწერა - Compatibility mode, რაც იმას ნიშნავს, ამ დოკუმენტში Word 2013-ის ახალი შესაძლებლობები არ გამოიყენება. ამ ფუნქციების გასააქტიურებლად საჭიროა ფაილის კონვერტაცია Word 2013-ის ფორმატში. rtf და txt ფორმატის ფაილების გახსნის შემთხვევაში გამოდის ფაილის კონვერტაციის დიალოგური ფანჯარა. 9 კომპიუტერული უნარ-ჩვევები ფაილის პირველადი შენახვის ან დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში გამოიყენება სწრაფად წვდომის პანელის Save ღილაკი ან FILE მენიუს Save ბრძანება. ხოლო უკვე არსებული ფაილის სხვა სახელით, სხვა მისამართზე ან სხვა ფორმატით შესანახად გამოყენება FILE მენიუს Save As ბრძნება. Save as type ველში მითითებულია შენახვის სხვადასხვა ტიპები: Word Document - ფაილი შეინახება Word 2013-ის ფორმატით. ( *.docx) Word Template - ფაილი შეინახება შაბლონად. ( * .dotx) Word 97-2003 Document - ფაილი შეინახება Word 2003-ის ფორმატის ფაილად, რის შედეგადაც უკვე შესაძლებელია მისი გახსნა Word 2003-ში. ( *.doc) Word 2013-ში არსებობს Word-ის წინა ვერსიებში შექმნილი ფაილის შენახვის ორი ვარიანტი: 1. შენახვისას ფაილი შესაძლებელია დარჩეს ძველი ფორმატით და ამავე დროს შეიქმნას იგივე სახელის და ახალი ფორმატის ფაილი (FILE/ Save As); 2. ძველი ფორმატის ფაილი გარდაიქმნას Word 2013-ის ფაილად. ამ შემთხვევაში ძველი ფორმატის ფაილი აღარ იქნება (FILE/Convert). იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კორექტულად იქნა გარდაქმნილი ძველი ფორმატის ფაილი Word 2013-ის ფაილად, გამოიყენება FILE მენიუს Info/check for Issues/Check Compatibility ბრძანება. ახალი დოკუმენტის შექმნა ახალი ცარიელი დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია FILE მენიუდან New/Blank document ბრძანებით, კლავიატურიდან Ctrl+N კლავიშთა კომბინაციით, აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იქნას სტანდარტული შაბლონები, რომლებიც მოყვება MS Word 2013-ს ან აირჩეს ისინი Microsoft-ის კორპორაციის საიტიდან . 10 MS Word 2013 - მოკლე კურსი დოკუმენტთან მუშაობის რეჟიმები Word 2013 -ის დოკუმენტებთან სამუშაოდ გამოიყენება რამდენიმე რეჟიმი. ამ რეჟიმების შეცვლა შესაძლებელია View ჩანართის Views ჯგუფის ღილაკებით ან სტატუსის ზოლის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული რეჟიმებს შორის გადართვის ღილაკებით. მათ შორის უპირატესობა ენიჭება Print Layout რეჟიმს. მასში დოკუმენტი ჩანს იმ სახით, რა სახითაც დაიბეჭდება ქაღალდზე. 11 კომპიუტერული უნარ-ჩვევები Read Mode რეჟიმი - ეს არის ელექტრონული სახით კითხვის რეჟიმი, რომელშიც შესაძლებელია მარტივი ცვლილებების შეტანა. ამ რეჟიმში დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას სხვადასხვა სახით: ერთი ან ორი გვერდით, გადიდებული ან შემცირებული შრიფტით.(შრიფტის ზომა არ იცვლება ძირითად ფაილში). Web Layout რეჟიმში დოკუმენტი ჩანს იმ სახით, რა სახეც ექნებოდა მას Web გვერდად ატვირთვის შემთხვევაში. დიდ დოკუმენტებთან სამუშაოდ გამოიყენება Outline რეჟიმი, სადაც ჩანს სხვადასხვა დონის სათაურები ანუ დოკუმენტის სტრუქტურა, რაც იძლევა მასში სწრაფად გადაადგილების საშუალებას. ყველაზე გამარტივებული რეჟიმია Draft, რომელიც იძლევა მხოლოდ ტექსტთან მუშაობის საშუალებას. დოკუმენტის მასშტაბირება დოკუმენტის მასშტაბის შეცვლა შეიძლება: მდგომარეობის სტრიქონის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული მასშტაბირების ზოლიდან “მცოცავას” საშუალებით; “+” ან “-“ ღილაკებზე დაჭერით, ფურცლის ზომა შესაბამისად იცვლება 10%-ით. View ჩანართის Zoom ჯგუფის მმართველი ელემენტებით. დოკუმენტის მასშტაბირების მაქსიმალური ზომა არის 500%, მინიმალური - 10%. გადაადგილება დოკუმენტში დოკუმენტში გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურის ღილაკების საშუალებით. () – შემდეგი (წინა) სიმბოლო. () – ერთი სტრიქონით ქვევით (ზევით) იმავე სვეტში. Home (End )– სტრიქონის დასაწყისი (ბოლო). Page Down (Page Up)– კურსორის გადაადგილება ერთი ეკრანული გვერდით ქვევით (ზევით). Enter – კურსორის გადაადგილება შემდეგ სტრიქონში და ამასთან ახალი აბზაცის დაწყება. Shift+Enter – ტექსტის ახალი სტრიქონის დაწყება ახალი აბზაცის დაწყების გარეშე. Tab – კურსორისა და მის შემდეგ მოთავსებული ტექსტის გადაადგილება ტაბულაციის პოზიციაზე (რამდენიმე ჰარით). Ctrl+ – შემდეგი სიტყვის დასაწყისი (თუ სიტყვის ბოლოს სასვენი ნიშანია, მაშინ გადადის სასვენი ნიშნის წინ). Ctrl+ – თუ კურსორი დგას სიტყვის შიგნით, მაშინ იგი გადადის ამ სიტყვის დასაწყისში, ხოლო თუ კურსორი დგას ჰარზე, მაშინ იგი გადადის წინა სიტყვის დასაწყისში (თუ წინა სიტყვის ბოლოს სასვენი ნიშანია, მაშინ გადადის სასვენი ნიშნის წინ). Ctrl+Page Up (Page Down)– წინა (მომდევნო) გვერდის დასაწყისი. Ctrl+ (Ctrl+)- მიმდინარე (შემდეგი) აბზაცის დასაწყისი. Ctrl+Home (End) - დოკუმენტის დასაწყისი (ბოლო). 12 MS Word 2013 - მოკლე კურსი მონიშვნები არსებობს ფრაგმენტის მონიშვნის რამდენიმე გზა: მონიშვნა მაუსით და კლავიატურით. მონიშვნა მაუსის საშუალებით: ფრაგმენტის მონიშვნა – კურსორის დაწკაპუნებით მოსანიშნი ფრაგმენტის დასაწყისში და შემდეგ Shift ღილაკთან ერთად მაუსის დაწკაპუნება ფრაგმენტის ბოლო პოზიციაზე. მონიშვნა ასევე შესაძლებელია მაუსის მაჩვენებლის გადატარებით ფრაგმენტის დასაწყისიდან ბოლოსაკენ ან პირიქით. სიტყვის მონიშვნა - სიტყვის არეზე ორჯერადი დაწკაპუნება; სტრიქონის მონიშვნა - სტრიქონის გასწვრივ მინდორზე მაუსის ერთჯერადი დაწკაპუნება; აბზაცის მონიშვნა - აბზაცის გასწვრივ ნებისმიერ ადგილზე მაუსის ორჯერადი დაწკაპუნება; მთლიანი დოკუმენტის მონიშვნა - მინდორზე სამჯერადი დაწკაპუნება ან Home ჩანართის Editing ჯგუფის Select All ბრძანებით. მონიშვნის ზოლის გამოყენება: მონიშვნის ზოლი არის უხილავი სვეტი, რომელიც მდებარეობს დოკუმენტის ფანჯრის მარცხენა კიდის გასწვრივ. მაუსის მარკერის მასში მოთავსებისას იგი ღებულობს ზევით და მარჯვნივ მიმართული ისრის სახეს. ერთი დაწკაპუნება მონიშვნის ზოლში – სტრიქონის მონიშვნა, ორი დაწკაპუნება მონიშვნის ზოლში – აბზაცის მონიშვნა, სამი დაწკაპუნება მონიშვნის ზოლში – მთლიანი ტექსტის მონიშვნა. მონიშვნა კლავიატურით: Shift+ – კურსორის მარჯვნივ მდგომი სიმბოლოს მონიშვნა. Shift+ – კურსორის მარცხნივ მდგომი სიმბოლოს მონიშვნა. Shift+ – ტექსტის მონიშვნა კურსორის პოზიციიდან მის ზედა სტრიქონში ანალოგიურ პოზიციამდე. Shift+ – ტექსტის მონიშვნა კურსორის პოზიციიდან მის ქვედა სტრიქონში ანალოგიურ პოზიციამდე. Shift+Ctrl+ – მონიშვნა მომდევნო სიტყვის დასაწყისამდე. Shift+Ctrl+– მონიშვნა წინა ჰარამდე. Shift+End– მონიშვნა კურსორიდან სტრიქონის ბოლომდე. Shift+Ctrl+End მონიშვნა კურსორიდან ტექსტის ბოლომდე. Shift+ Home - მონიშვნა სტრიქონის დასაწყისიდან კურსორამდე. Shift+Ctrl+Home– მონიშვნა ტექსტის დასაწყისიდან კურსორამდე. Shift+Page Down– მონიშვნა ერთი ეკრანით ქვემოთ. Shift+Page Up– მონიშვნა ერთი ეკრანით ზემოთ. Ctrl+A – მთელი ტექსტის მონიშვნა. მონიშვნის გაუქმება ხდება მოუნიშნავ ადგილზე მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპუნებით. ტექსტის შექმნის მარტივი წესები: სიტყვებს შორის არ არის სასურველი ერთზე მეტი ჰარის ჩასმა. სტრიქონის დამთავრებისას ტექსტი ავტომატურად გადადის შემდეგ სტრიქონზე. Enter ღილაკი გამოიყენება, როდესაც მთავრდება აბზაცი და გადასვლა ხდება ახალ სტრიქონზე. სასვენი ნიშნების წინ ჰარი არ ჩაისმება, მის შემდეგ კი ერთი ჰარის ჩასმა აუცილებელია. დოკუმენტის ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა , კოპირება, ჩასმა 13 კომპიუტერული უნარ-ჩვევები ამ დოკუმენტის მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა(გადაადგილება) და კოპირება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის Cut ან Copy ბრძანებით, ხოლო ამოჭრილი ან დაკოპირებული ტექსტის ფრაგმენტის ჩასმა ხორციელდება Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის Paste ბრძანებით. ბრძანებებს ბუფერთან სამუშაო ბრძანებები ეწოდებათ. ტექსტის ფრაგმენტის კოპირებისთვის გამოიყენება Copy ამოჭრისთვის Cut , ჩასმისათვის Paste , , ხოლო ფორმატირების კოპირებისთვის Format Painter (ფორმატირების ფუნჯი) . ტექსტის ფრაგმენტის კოპირების ან ამოჭრისთვის საჭიროა ტექსტის მონიშვნა და შესაბამისი ბრძანების გააქტიურება, ამის შემდეგ ამოჭრილი ან კოპირებული ტექსტის ფრაგმენტი შესაძლებელია ჩაისვას სასურველ ადგილას. დოკუმენტში მონიშნული ტექსტის ამოჭრა და კოპირება შესაძლებელია მაუსის მარჯვენა და მარცხენა ღილაკების საშუალებითაც. განსხვავება იმაშია, რომ მონიშნული ტექსტის მაუსის მარცხენა ღილაკით გადატანისას ხდება მონიშნული ტექსტის ამოჭრა(გადაადგილება), ხოლო მაუსის მარჯვენა ღილაკით მონიშნული ტექსტის გადატანის შემთხვევაში გამოსულ მენიუში შეიძლება არჩეულ იქნას ერთერთი პუნქტი, რომელიც უფრო მისაღებია მოცემულ სიტუაციაში. Cut, Copy და Paste ბრძანებების შესრულება შესაძლებელია მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდანაც. სტანდარტულად ბუფერი მუშაობს ერთ ფრაგმენტთან, მაგრამ გაცვლის ბუფერის(Clipboard) გამოყენებით შესაძლებელია ერთდროულად მასში ოცდაოთხამდე სხვადასხვა ტიპის ობიექტი მოთავსდეს. გაცვლის ბუფერის გააქტიურება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის დიალოგური ფანჯრის ღილაკით. . ფორმატის კოპირება დოკუმენტში ტექსტის დაფორმატებისას ხშირად გამოიყენება ფორმატირების ფუნჯი (Format Painter), რომლის საშუალებითაც ხდება ფორმატის კოპირება. Format Painter-ს გადააქვს ფორმატირების პარამეტრები მონიშნული ობიექტიდან გამოყოფილ ფრაგმენტზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთნაირი ფორმატის მიცემა ტექსტის სხვადასხვა ფრაგმენტისთვის (ასევე ობიექტებისთვის, ცხრილებისთვის). ამ მოქმედების შესრულება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის Format Painter ბრძანებით. ტექსტის ფრაგმენტის (ცხრილის, ობიექტის) ფორმატირების გავრცელებაა საჭირო, კურსორი უნდა ჩადგეს ამ ტექსტის ფრაგმენტში (ცხრილში ან ობიექტში), შემდეგ უნდა გააქტიურდეს Format 14 MS Word 2013 - მოკლე კურსი Painter ღილაკი, რის შედეგადაც ისარი შეიცვლის ფორმას და იგი უნდა გადატარდეს ტექსტის იმ ფრაგმენტზე (ცხრილზე თუ ობიექტზე), რომლის ფორმატის შეცვლაც არის საჭირო. Format Painter-ი არის მინი პანელის ერთერთი ელემენტიც. Format Painter-ის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში მაუსის მაჩვენებელი ორჯერ ზედიზედ უნდა დაწკაპუნდეს მასზე. ტექსტის წაშლა მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ან სიმბოლოს წასაშლელად გამოიყენება Delete და Backspace კლავიშები. ტექსტის დიდი ფრაგმენტის წასაშლელად უმჯობესია მოინიშნოს ტექსტი და წაიშალოს Delete კლავიშის საშუალებით. კლავიშა Delete შლის კურსორის მარჯვნივ მდგომ სიმბოლოებს, ხოლო Backspace -კურსორის მარცხნივ მდგომ სიმბოლოებს. მოქმედების გაუქმება და აღდგენა დოკუმენტში ტექსტთან მუშაობისას ზოგჯერ საჭირო ხდება ბოლო შესრულებული მოქმედების გაუქმება ანუ ამ მოქმედებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება. ამისთვის გამოიყენება ბრძანება- Undo(Ctrl+Z). როცა ერთდროულად რამდენიმე მოქმედების გაუქმებაა საჭიროა, უნდა მოხდეს ამ ბრძანების გვერდით პატარა ისარზე დაწკაპუნება , შედეგად გამოსულ სიაში აირჩევა ყველა ის ბრძანება, რომლის გაუქმებაცაა საჭირო. Undo-თი გაუქმებული მოქმედების აღდგენა შესაძლებელია ბრძანებით Redo(Ctrl+Y). Undo & Redo ბრძანებები სტანდარტულად მოთავსებულია სწრაფი წვდომის პანელზე . ტექსტთან მუშაობა Home ჩანართში არის სპეციალური ჯგუფი Font, რომელშიც მოთავსებულია სიმბოლოს ფორმატირებისათვის საჭირო მმართველი ელემენტები. ტექსტთან მუშაობისას შრიფტების შესაცვლელად გამოიყენება Home ჩანართის, Font ჯგუფის, Font ჩამოსაშლელი სია და ამ სიიდან აირჩევა სასურველი შრიფტი, ხოლო ზომის შერჩევა ხდება Home ჩანართის, Font ჯგუფის, Font Size-ის მმართველი ელემენტიდან. 15 კომპიუტერული უნარ-ჩვევები a ი b ზ b g დ v თ b e შრიფტის ზომის გადიდება-დაპატარავება შესაძლებელია შესაბამისად Font ჯგუფის Increase Font size და Decrease Font size მმართველი ელემენტებით (a). შრიფტის ფერის შეცვლა ხდება Font Color მმართველი ელემენტით (b). ტექსტისთვის შეიძლება სხვადასხვა ეფექტების მიცემა, მაგალითად, შრიფტის დამუქება, დახრა და ა.შ. (g). ზემოაღწერილი ყველა ეფექტი შეიძლება შესრულდეს მინი პანელიდანაც ტექსტის მონიშნული ფრაგმენტისათვის. ანბანური ასოების რეგისტრების შესაცვლელად გამოიყენება ღილაკი Cange Case (ი) ტექსტის ფრაგმენტზე ხაზის გასასმელად ფრაგმენტი უნდა მოინიშნოს და Underline ჩამოსაშლელი სიიდან შეირჩეს ხაზგასმის სასურველი სტილი და ფერი. თუ გახსნილ სიაში არაა სასურველი ხაზის სტილი, შეიძლება მისი არჩევა Underline ჩამოსაშლელ სიაში არსებულ More Underline ბრძანებაზე დაწკაპუნების შედეგად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში. 16 MS Word 2013 - მოკლე კურსი სიმბოლოსათვის ზედა და ქვედა ინდექსის ეფექტის მისაცემად საჭიროა სიმბოლოს ან ფრაგმენტის მონიშვნა და შესაბამისად Font ჯგუფის Subscript და Superscript მმართველი ელემენტების გააქტიურება (v). მონიშნულ ფრაგმენტზე გადახაზული ტექსტის ეფექტის მისაცემად გამოიყენება Strikethrough ელემენტი (d). ეფექტის მოხსნა შესაძლებელია მაუსის კიდევ ერთხელ დაწკაპუნებით შესაბამის ელემენტზე. ზოგჯერ ტექსტთან მუშაობისას საჭიროა რაიმე ფრაგმენტზე ყურადღების გამახვილება, რისთვისაც გამოიყენება ღილაკი (e) - ტექსტის გამოყოფა ფერით - Text Highlinght Color. ტექსტისთვის მიცემული ფორმატის წასაშლელად გამოიყენება Clear Formatting ბრძანება (z). ტექსტის ეფექტებისთვის Text Effects (თ). შრიფტების დიალოგური ფანჯრის გამოტანა ხდება Font ჯგუფის ქვედა მარჯვენა კიდეში მოთავსებული პატარა ისრიანი ღილაკის საშუალებით, ან მონიშნულ ფრაგმენტზე მარჯვენა ღილაკით გამოტანილი მენიუდან Font ბრძანების არჩევით. ამ ფანჯრის Font ჩანართი გამოიყენება შრიფტების გარეგნული სახის შესაცვლელად, ხოლო ჩანართი - Advansed – 1) სიმბოლოების სიგანის (Scale), 2) სიმბოლოებს შორის ინტერვალის (Spacing), და მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ან სიმბოლოს მდებარეობის 3)(Position) შესაცვლელად ბაზურ სტრიქონთან მიმართებაში (აწევა ან ჩამოწევა). 17 კომპიუტერული უნარ-ჩვევები ტექსტში ფრაგმენტის მოძიება და შეცვლა ტექსტთან მუშაობის დროს ზოგჯერ საჭიროა გარკვეული ფრაგმენტის მოძიება და მისი შეცვლა. ამ მოქმედების შესრულება ხდება - Home/Editing ჯგუფის Find - მმართველი ელემენტით; ფანჯრის Find what ველში ჩაიწერება საძიებელი ფრაგმენტი და Find Next ღილაკზე დაჭერის შემდგომ ტექსტში ერთმანეთის მიმდევრობით მოინიშნება და გამოიყოფა ამ ფრაგმენტის ყველა ვარიანტი. ტექსტში რომელიმე ფრაგმენტის სხვა ფრაგმენტით შესაცვლელად გამოიყენება Editing ჯგუფის Replace მმართველი ელემენტი. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში - Find what ველში ჩაისმება შესაცვლელი ფრაგმენტი, ხოლო Replace with ველში მისი ახალი ვარიანტი. ტექსტში ყველა საჭირო ფრაგმენტის (სიმბოლოს) მოძებნა და შეცვლა ერთდროულად შესაძლებელია Replace All ბრძანებებით. აბზაცები აბზაცების ფორმატირების ინსტრუმენტები აბზაცი, არის ტექსტის მონაკვეთი Enter-იდან Enter-ამდე და მისი პარამეტრების მართვა შესაძლებელია Home ჩანართის Paragraph ჯგუფის ელემენტებით, აგრეთვე Page Layout/ Paragraph დიალოგური ფანჯრიდან და მინი პანელიდან. შესაძლებელია აბზაცის პარამეტრების დაყენება სახაზავით. სახაზავის გამოჩენა-დამალვა ხდება View ჩანართის Show ჯგუფის Ruler ალმის ჩართვა/გამორთვით. ტექსტთან მუშაობის დროს ხშირად საჭიროა აბზაცების პარამეტრების გამოყენება. ეს პარამეტრებია: სააბზაცო შეწევები, აბზაცის სტრიქონებს შორის ინტერვალი. აბზაცის შეფერადება, აბზაცის ჩარჩო, აბზაცებს შორის დაცილება. აბზაცების გასწორება აბზაცის გასწორება ფურცლის კიდეებთან მიმართებაში ხდება ჯგუფის ელემენტებით. Align Text Left -ტექსტის გასწორება მარცხენა კიდესთან ; Center--ტექსტის გასწორება ცენტრში; Align Text Right ს -ტექსტის გასწორება მარჯვენა; Justify- ორმხრივი გასწორება. 18 Home ჩანართის Paragraph MS Word 2013 - მოკლე კურსი სააბზაცო შეწევები სააბზაცო შეწევა განსაზღვრავს მის დაშორებას ფურცლის კიდედან. შეწევის პარამეტრების დაყენება შესაძლებელია Paragraph ჯგუფის დიალოგური ფანჯრიდან. Decrease Indent და Increase Indent მმართველი ელემენტებით ხდება მთლიანი აბზაცის შეწევა მარჯვნიდან და პირიქით. აბზაცის პირველი სტრიქონისათვის მინდვრის დასაყენებლად გამოიყენება სახაზავის ზედა სამკუთხედი (First line Indent); აბზაცის დანარჩენი სტრიქონებისათვის მინდვრის დასაფიქსირებლად გამოიყენება სახაზავის ქვედა სამკუთხედი (Hanging Indent). მთლიანი აბზაცის შეწევისთვის გამოიყენება სახაზავის მართკუთხედი. First line Indent Hanging Indent Right Indent Indent Left Indent Paragraph ჯგუფის დიალოგური ფანჯრიდან შესაძლებელია აბზაცებისათვის შემდეგი პარამეტრების მომართვა: განყოფილება General: Alignment -მთლიანი ტექსტის გასწორება ფურცლის კიდეებთან. განყოფილება Indentation: 19 კომპიუტერული უნარ-ჩვევები Left -აბზაცის შეწევა მარცხნიდან; Right -აბზაცის შეწევა მარჯვნიდან. ველი Special : First Line -მინდორი აბზაცის პირველი სტრიქონისათვის; Hanging-მინდორი დანარჩენი სტრიქონებისათვის (By-ველში მიეთითება შეწევის ზომა). განყოფილება Spacing: Before -დაშორება ზედა აბზაციდან. After -დაშორება ქვედა აბზაციდან. Line spacing- სტრიქონებს შორის ინტერვალი. სახაზავი გამოიყენება აბზაცის შეწევების, ტაბულაციის პოზიციის, ველებისა და სვეტების ზომის დასაყენებლად. სტანდარტულად სახაზავი არ ჩანს, მისი გამოტანა შესაძლებელია View ჩანართის, Show/Hide ჯგუფის, ალამის ჩართვით. ტექსტზე მუშაობისას ჩვენ ვიყენებთ კლავიატურის ღილაკებს, რომელიც ფურცელზე არ ტოვებს სიმბოლოს მაგალითად სფეისი, ტაბულაციის ღილაკი, ენტერი და ა.შ. ასეთი დამალული სიმბოლოებს გამოსაჩენად გამოიყენება Show/Hide ღილაკი. აბზაცის ჩარჩოები დოკუმენტთან მუშაობის დროს რომელიმე ფრაგმენტზე ყურადღების გამახვილების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აბზაცის ჩარჩოები და შეფერადება (Borders and Shading). ჩარჩოების გასაკეთებლად უნდა მოინიშნოს ფრაგმენტი და Home/Paragraph/Bottom Border მმართველი ელემენტის ჩამოსაშლელ ისარზე დაჭერით გამოვა იმ ჩარჩოების ვარიანტები. 20 MS Word 2013 - მოკლე კურსი ჩარჩოების პარამეტრების მომართვისათვის გამოიყენება Borders and Shading დიალოგური ფანჯარა, რომელიც გამოდის Home/Paragraph/Bottom Border მმართველი ელემენტის ჩამოსაშლელი სიიდან Borders and Shading ბრძანების არჩევით. ამ დიალოგური ფანჯრიდან შესაძლებელია ჩარჩოს სტილის (Setting), ხაზის სტილის (Style), ფერის (Color) და სისქის (Width) არჩევა. Preview ველში ჩანს შექმნილი ჩარჩოს სახე ე.ი. შესაძლებელია ჩარჩოს წინასწარი დათვალიერება. Option ღილაკის საშუალებით ხდება ჩარჩოდან ტექსტამდე მანძილის განსაზღვრა. ჩარჩოს მოსახსნელად გამოიყენება Borders and Shading დიალოგური ფანჯრის Border ჩანართის None სტილი. შეფერადება აბზაცის ფონის გასაკეთებლად გამოიყენება - შეფერადება(Shading). გაჩუმების პრინციპით არჩეულია თეთრი ფონი. ფონის ფერის შესაცვლელად მოინიშნება აბზაცი და Home/Paragraph/Shadingის ჩამოსაშლელი ისრით გამოსულ ფერთა პალიტრიდან შეირჩევა სასურველი ფერი. შეფერადების მოხსნა შესაძლებელია Home/Paragraph/Shading-ის ჩამოსაშლელ ისარზე No Colorის არჩევით. მარკირებული და დანომრილი სიები ტექსტთან მუშაობისას ხშირად საჭირო ხდება მარკირებული(Bullets) და დანომრილი(Numbering) სიების შექმნა. სია არის აბზაცების ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია შესაბამისი ნუმერაციით ან მარკირებით. მრავალდონიანი დანომრვა დანომრვა მარკირება 21 კომპიუტერული უნარ-ჩვევები სიის ელემენტები შეიძლება იყოს მხოლოდ აბზაცები. ნუმერაციის დასაყენებლად უნდა მოინიშნოს ის ელემენტები, რომლებიც უნდა გადაინომროს და გააქტიურდეს Home /Paragraph/ Numbering ბრძანება. ნომერაციის ფორმატის ასარჩევად გამოიყენება Home/Paragraph/Numbering–ის ჩამოსაშლელი სია. ახალი სიის ფორმატის შესაქმნელად იგივე დიალოგიურ ფანჯარაში უნდა გააქტიურდეს Define New Number Format ბრძანება. ამ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელია ნომერაციის სტილის (Style), შრიფტის (Fonts), ნომერაციის წინ განმეორებადი ტექსტის ჩასმა - ( Number Format). შესაძლებელია არამარტო სიის პარამეტრების შეცვლა, არამედ ნომერაციის საწყისი მნიშვნელობის დაფიქსირებაც. ამისათვის Home/Paragraph/Numbering–ის ჩამოსაშლელი ისრით გამოსულ დიალოგიურ ფანჯარაში ხდება Set Numbering Value-ის გააქტიურება და Set value to ველში საწყისი ნომრის დაფიქსირება. 22 MS Word 2013 - მოკლე კურსი აბზაცებთან მუშაობისას გამოიყენება მარკირებული სიებიც, ამ შემთხვევაში ყოველი აბზაცის წინ ეწერება არა ციფრი, არამედ რაიმე სიმბოლო. მარკირების გაკეთება ხდება Home/Paragraph/Bullets ბრძანებით. მარკირების ახალი სტილის შექმნისათვის Home/Paragraph/Bullets–ის ჩამოსაშლელი სიიდან ხდება Define New Bullet არჩევა. შეირჩევა სასურველი სიმბოლო Symbol, Picture, Font ღილაკებით. შესაძლებელია არჩეული სიმბოლოს ან სურათის პარამეტრების ფორმირება (ზომაში გაზრდა, დაპატარავება, ფერის შეცვლა და ა.შ.) მარკირების დროსაც, ნომერაციის ანალოგიურად, შესაძლებელია დაშორების პარამეტრების დაყენება. ზემოაღწერილი ტიპის სიების გარდა, შესაძლებელია იერარქიული (მრავალდონიანი) სიების შექმნა Multilevel list ბრძანებით. 23 კომპიუტერული უნარ-ჩვევები დავალება 1. ლენტაზე დაამატეთ ახალი ჩანართი, დაარქვით თქვენი სახელი. ჩანართში განათავსეთ 3 ჯგუფი და თვითოეულში 5-5 მმართველი ელემენტი; 2. შეცვალეთ Word 2013-ის სამუშაო ინტერფაისის ფერი; 3. ტატუსის ზოლზე გამოაჩინეთ საინფორმაციო ღილაკი Overtype/Insert; 4. გაადიდეთ ძირითადი სამუშაო არე 110%-მდე; 5. დააფორმატეთ ტექსტი: a. სათაურს მიანიჭეთ პარამეტრები: Font: Times New Roman, 16 pt, Bold, Underline, Font color: red, Condensed by 1,2 pt, Centered b. სათაურში Word სიტყავა აწიეთ საბაზისო სტრიქონიდან 9 ერთეულით c. მოძებნეთ ტექსტში აბზაცები, პირველი აბზაცის ტექსტისთვის გამოიყენეთ Change Case> tOGGLE cASE ბრძანება d. მეორე აბზაცის დაშორება ზედა აბზაციდან 6 pt და ქვედა აბზაცებიდან 12 pt e. მესამე აბზაცის Font: Times New Roman, ზომა 14 pt, სტრიქონებს შორის დაშორება Line spacing: 2,0 lines f. მეოთხე აბზაცი მიანიჭეთ Justified ჩასვით ჩარჩოში და გაუკეთეთ ფონი What's new in Word 2013 (სათაური) Microsoft Word 2013 makes it easier to collaborate and to navigate through long documents. For more impact, new features focus on the polish of your finished document. With this new version, you can access the richness and familiarity of Word in your browser and on your mobile phone. In Word 2013, you can work together right within Word. You do not have to send with e-mail attachments or save draft documents with names such as TSP_final_2_FINAL.docx. Instead, just open your document, and start to work. You can see who else is working with you, and where they are editing. When you open a shared document, Word automatically caches it so that you can make changes to it offline, and then Word automatically syncs your changes when you come back online. When you must work away from the office, you no longer have to worry about saving local copies or manually merging your changes into the server document when you return to your office. In Word 2013, you have the power and familiarity of Word everywhere you need it. You can view, navigate, and edit your Word documents from the browser and from your mobile phone without compromising your document's richness. If you have Windows Phone 7, you can use Microsoft Office Mobile 2010 to work with your files from anywhere— whether you’re at work, at home, or on the go. Word Mobile 2010 is part of Office Mobile and already on your Windows Phone 7 in the Office hub, so you don't need to download or install anything else to get started 6. შექმენით სიები სურათზე მოცემული ფორმატის მიხედვით: 7. შექმენით სურათზე მოცემული მრავალდონიანი სიის მსგავსი სია ჩანაწერებით: 24 MS Word 2013 - მოკლე კურსი HOME Clipboard Font Paragraf Styles Editing INSERT Pages Tables DESIGN Document Formatting Page Background PAGE LAYOUT Page Setap Paragraph arrange 25
0
You can add this document to your study collection(s)
Sign in Available only to authorized usersYou can add this document to your saved list
Sign in Available only to authorized users(For complaints, use another form )