სხეული განიხილება, როგორც მედიუმი და ნიშნების მატარებელი, რომლის მნიშვნელობები დისკურსის წესებს ძალაუფლების, სექსუალობის, ჭეშმარიტებისა და ცოდნის წარმოქმნასთან დაკავშირებით ექვემდებარება, რითაც იქცევა ფუკოსეული დისკურსის წესრიგის პროდუქტად. კონსტრუქტი და რეზულტატი, როგორც კულტურული პროცესების სხეული ყოველთვის არის მეხსიერების საგანი (სფერო), რომელიც ინდივიდუალურ და კოლექტიურ გახსებას მოიცავს. დისკურსს მიშელ ფუკო ასე განმარტავს: დისკურსი - როგორც ამას ისტორია გვასწავლის - არ არის მხოლოდ ის მექანიზმი, რომელიც ძალაუფლებისათვის ბრძოლას ან მართვისა და კონტროლის სისტემებს ენობრივად აფორმებს, არამედ დისკურსი არის ის, რისთვისაც და რისი საშუალებითაც იბრძვიან [...] (Foucault 1977: 8). ცოდნა და რეალობა სწორედ დისკურსის სოციალური სტრუქტურირების შედეგად წარმოიქმნება. დისკურსი შესაძლებლობას იძლევა სააზროვნო ფორმებს ხორცი შეესხას ისე, რომ მათ მეტი დამაჯერებლობა შეიძინონ. 1970 წელს ფუკოს ირჩევენ პროფესორად ცნობილ Collége de France-ში. იმავე წლის დეკემბერში ის კითხულობს საინაუგურაციო ლექციას სათაურით „დისკურსის წესრიგი“ (L’ordre du discours), რომლის სრული ვერსიაც 1971 წელს გამოაქვეყნა პარიზის გამომცემლობა „გალიმარმა“. ფუკოს ეს ნაშრომი დაემთხვა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ახალი ორიენტაციის ძებნისა და გარდატეხის, კრიტიკული შეფასებისა და ახალი ფილოსოფიური პარადიგმის დაწყების პერიოდს, როცა განვითარდა, დაინერგა და დაიხვეწა ახალი ასპექტები, ცნებები და მოდელები. ნაშრომში საუბარია დისკურსის შემზღუდველ, მაკონტროლებელ სისტემებსა და იმ პროცედურებზე, რომელთა აღსრულებაც დისკურსს ეკისრება. ფუკო ასევე განიხილავს იმ მეთოდებს, რომლებიც არსებითია დისკურსისათვის და სისტემურ თეორიულ მიდგომას წარმოგვიდგენს. ფუკოს მიერ გაანალიზებული დისკურსის ცნება გულისხმობს როგორც შეზღუდვას, ასევე ამ შეზღუდვის საზღვრებსაც და ასევე ამ საზღვრების დარღვევის შესაძლებლობას. ამავე დროს ის გულისხმობს როგორც აკრძალვას, ასევე აკრძალვის დარღვევასაც. ამ მხრივ, საგულისხმოა ციტატა ფუკოს ნაშრომიდან „ცოდნის დესტრუქციულობის შესახებ“ (Von der Subversion des Wissens): მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში დისკურსის პროდუცირებისას იმავდროულად ხდება მისი კონტროლი, შერჩევა, ორგანიზება და მისთვის კონკრეტული მიმართულების შესაძლებელია კონკრეტული მიცემაც. კერძოდ პროცედურების კი, მისი მეშვეობით, განხორციელება რომელთა მიზანია დისკურსის ძალისა და რისკების განეიტრალება, დისკურსის, როგორც მოვლენის არაპროგნოზირებადობის ალაგმვა და მისი რთული მატერიალურობისათვის თავის არიდება (Seitter 2000: 10 – „მიშელ ფუკოსა და პაოლო კარუზოს დიალოგი“3). ნაშრომში „დისკურსის წესრიგი“ ფუკო ერთმანეთისაგან განასხვავებს დისკურსის ორ ძირითად სახეობას: ა)დისკურსი, რომელსაც ყოველდღიურობა წარმოქმნის და გამოთქმისთანავე ქრება და ბ)დისკურსი, რომლის წიაღშიც სხვა დანარჩენი სამეტყველო აქტები ყალიბდება. ისინი დისკურსს მუდმივად განაახლებენ, განმარტავენ, განიხილავენ და გარდაქმნიან. ეს ის დისკურსია, რომელიც მუდმივად არსებობს, როგორც გამონათქვამი, გამოთქმულად რჩება და მომავალშიც გამოითქმის (Foucault, 1977: 17). ფუკოს აზრით, ჩვენ ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ იმ საზღვრებში, რომლებსაც გვიწესებს დისკურსი, ხოლო დისკურსული შეზღუდვა ნებადართულია გარკვეული ინსტიტუციების მიერ. ფუკოსთვის ნაკლებად საინტერესოა ამ შეზღუდვების ინსტრუმენტი. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეზღუდვების ზეგავლენა ადამიანის ენობრივი გამოხატვის უნარზე. დისკურსის საზღვრებს ადგენს ის ტრადიციები და წესები, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ პირობებში ზღუდავს კონკრეტული აზრების გამოხატვას. ფუკოსეული დისკურსის ანალიზი ყურადღებას ამახვილებს იმ შეზღუდვაზე, რომელიც ამავე დროს კონკრეტული დისკურსის ფარგლებში ჩვენს მოქმედებასაც განაპირობებს. ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ნაშრომები, რომლებიც თავად ფუკოს აზრით არ არის არც იდეების სისტემა და არც რომელიმე განზოგადებული თეორია, მოიცავს თემატიკის ფართო სპექტრს და ფუკოს წარმოგვიდგენს, როგორც მკვლევარს, რომელიც ერთდროულად არის ისტორიკოსიც, ფილოსოფოსიც, ფსიქოლოგიც და თეორეტიკოსკრიტიკოსიც (მონაკვეთი მოხმობილია ნინო გოგელიას სადისერტაციო ნაშრომიდან). „სხეულის დაბრუნებაში“ (Die Wiederkehr des Körpers) Kamper/Wulf 1989 წელს გამოქვეყნებულ კრებულში „ სხეულის ტრანსფიგურაცია“ სხეული წარმოჩენილია, როგორც კულტურული გახსენების ნიშან-მატარებელი, როგორც მეხსიერების ისტორიული ჩანაწერები/ტრანსკრიფცია. სხეული, როგორც ობიექტი თავსდება ცვლილებების ჯაჭვში , ამ ცვლილებების მიზანი და არსი პერმანენტული ცვლაებადობის გამო არ არის ტრანსფერენტული. თუ სხეული კამპერთან და ვულფთან მასზე მიწერილი კულტურული ცოდნის მატარებელია, რომლისგანაც სამოსელის მსგავსად გათავისუფლება შეგიძლია, ჯუდიტ ბატლერთან სხეული რეგულირებადი, მნიშვნელობების მიმნიჭებელი მუდმივად გამეორებადი აქტების შედეგია, რომელშიც (ამ აქტებში) სხეული ყოველთვის ჩართულია. სხეული აღმოჩნდება კულტურული ნორმებისა და მოცემული/დადგენილი იდენტობის ნიმუშების გახსენების მუდმივ პროცესში , რომლის მიზანი სქესის იდენტიფიცირების მიღწევაა. ჯუდიტ ბატლერის „გენდერზე შფოთვა“ (Gender Trouble) პირველად გამოჩნდა 1990 წელს, ის არ არის ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტი, მასში გადმოცემულია სქესთა მოდელების კულტურული, იდეოლოგიური და ფილოსოფიური ანალიზი და კვლევები. ბატლერის არგუმენტაცია მკითხველისათვის ბუნდოვანი აღმოჩნდება, თუ მისთვის ფრანგული პოსტსტრუქტურალიზმი და ამერიკული დეკონსტრუქცია უცხოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუდიტ ბატლერი კვლევებში იყენებს ფროიდის, ლაკანის, ფუკოსა და ფრანგული ფემინიზმის შეხედულებებს მიმართებების დასადგენად. ბატლერის მიხედვით, სქესისა და გენდერის ბიოლოგიური სქესი (sex), ბიოლოგიური სხეული არასდროს არ არის ავთენტური, დასაბამიერი, ის სოციოკულტურული კონსტრუქციაა, შესაბამისად, სქესი და სქესობრივი იდენტობა ერთი და იგივეა. სქესის იდენტობა, ასევე სუბიექტის იდენტობა წარმოიქმნება არა მოცემული ინდივიდუალური და სქესობრივი ბუნების განვითარებით, არამედ პერფორმაციულად. სუბიექტი და გენდერი დისკურსულად არის კონსტრუირებული და დისკურსულადვე წარმოიქმნება ოპოზიცია ქალსა და კაცს შორის. გაბატონებული დისკურსი სქესის, გენდერისა და ლტოლვის სუბსტანციურ ურთიერთკავშირსა და ჰეტეროსექსუალობას წარმოაჩენს ნორმად, ე.ი. ანატომიური სქესი განსაზღვრავს, თუ ვის მიმართ ექნება ადამიანს ლტოლვა. გენდერული იდენტობები: ქალურობა და კაცურობა სოციო-კულტურული პრაქტიკების მუდმივი გამეორებების შედეგს წარმოადგენს. სოციო-კულტურული წესები, ჟესტები და ნორმები წარმოქმნიან სქესის იდენტობას ნაცვლად მათი ბუნებრიობისა. მაგალითად, როცა ამტკიცებენ, რომ ქალის ბუნებრივი როლია იყოს დედა და დიასახლისი, ეს უკანასკნელი მტკიცება სხვა არაფერია, თუ არა დამკვიდრებული კულტურული ნორმა. ბატლერი ინცესტსაც სოციო-კულტურულ ნორმად განიხილავს, რომელიც სქესთა განსხვავებულობის წარმოჩენას ემსახურება და ამით სექსუალურობის რეგულირებას აღწევს (Osinski 1998, 112-112). ბატლერის მიხედვით, ინცესტის აკრძალვა სხვა ნაყოფიერია, რადგან ის იქცევა როგორც ეფექტი, მაგალითზე მსჯელობს მკვლევარი იმაზე, ნორმების მსგავსად წნეხი. ინცესტის აკრძალვის რომ სქესთა დიფერენციაცია ამავდროულად იერარქიულ ძალაუფლებრივ ურთიერთმიმართებებს ამკვიდრებს და შესაბამის სქესთა იდენტობებს კაცებისა და ქალებისათვის აიძულებს. ბატლერისთვის გენდერი წარმოსახვაა (fantasy), რომელიც მხოლოდ სხეულებრივი რეპრეზენტაციით ხდება აღქმადი, სხვა შემთხვევაში ფაბრიკაციად და სტაბილური იდენტობის შესაქმნელად ჩამოყალიბებულ დისკურსულ წარმონაქმნად განიხილავს. ჯერ კიდევ 1900 წელს გამქოვეყნებულ „სიზმრების ახსნაში“ ფროიდი მსჯელობს იმაზე, რომ სხეულებრივი არტიკულაციები სხეულის სიმპტომური ენაა და არაცნობიერი ენის ნაწილს წარმოადგენს , მაშასადამე, ფროიდის მიხედვით, სხეული არის “Schauplatz” „სცენა“ , რომელზეც კულტურული პროცესები მანიფესტირდება. სხეული ამ შემთხვევაში ცოდნის მარტივი მატარებელი კი არ არის, არამედ ის წარმოქმნის საკუთარ თავს და მასთან დაკავშირებულ მოგონებას უშუალოდ მისი (სხეულის) რე-ციტირებული მატერიალიზაციის პროცესში. ადამიანური გახსენების შესაძლებლობები ფროიდმა Wunderblock-წასაშლელი დაფის მოდელზე წარმოაჩინა, რომელიც ორ მნიშვნელოვან ფუნქციას აღასრულებს:1. აგზნების უსაზღვრო აღბეჭდვა 2. ღრმა კვალის შენახვა. ფროდის მეხსიერების მოდელში ცნობიერი აღქმა და არაცნობიერი დამახსოვრება ერთმანეთს გამორიცხავს და მოქმედებს „ღრმა კვალისა“ და „ტაბულა რასას“ პრინციპით თანადროულად . წასაშლელი დაფა ორშრიანია და ცნობიერი აღქმის პრინციპით ყოველ ჯერზე ახლად იწერება და ღრმა კვალი ზედა ფენაზე გადაწერით იშლება. ფროიდის მიხედვით, გარედან მიღებული იმპულსების შედეგად არაცნობიერში ჩამახსოვრებული წარუშლელი კვალი სხეულებრივ აღელვებაში მანიფესტირდება და ცნობიერის აქტივიზაციას იწვევს, მაშასადამე, ცნობიერი მოგონების ნაკვალევის ადგილზე წარმოიქმნება, მეორე მხრივ, შედეგია ჩამახსოვრებული ნაკვალევის აქტივიზაციის, რომელიც გარე განსაზღვრული იმპულსების/აგზნებით აფექტებისა და მათთან დაკავშირებული სურათების გამეორებას იწვევს. „ორიგინალის გარეშე თარგმანში“ ჩნდება ძველი მოვლენა ან გამოცდილება , როგორც განსხვავება საწყისი მიუწვდომელი ადგილის (Ursprung). ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულებრივი ნიშნები, ჟესტები, სიმპტომები სხეულის მატერიალიზაციას იწვევს განსაზღვრება/განსაზღვრა არასოდეს არის შესაძლებელი. და მისი მყარი დასაწყისიდანვე ფემინისტურ დებატებში სივრცი საკითხი სხეულის თემასთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ფემინისტური კრიტიკა დასავლური ფილოსოფიასა და კულტურის ისტორიაში დამკვიდრებული გენდერულად მარკირებული ბინარული ოპოზიციების წინააღმდეგ იყო მიმართული. დასავლურ ტრადიციაში დამკვიდრებული შეხედულება სულზე/გონებაზე სხეულის მორჩილების შესახებ ქალებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ პლატონთან ქალური სხეულებრივთან ასოცირდებოდა. ქალი, როგორც ცარიელი სხეული, როგოც სუფთა ბუნება დაპირისპირებული აღმოჩნდა მამაკაცურად განსაზღვრულ, უსხეულო გონთან და იერარქიის საფუძველზე ნაკლულ არსებად განიმარტა. პასიური სხეულებრივი ქალი, როგორც ცარიელი მატერია და იმანენტურობა, გაემიჯნა ფორმას, იდეების სამყაროს, მამაკაცის სტატუსს, რადგან ეს უკანასკნელი გონებითდაჯილოვებულ სუბიექტს ენობრივ-სიმბოლურ და რეპრეზენტაციის სისტემებს უსხეულო და სივრცის გარეშე წარმოადგენდა. და დროის მიღმა შემეცენების ძიებით სხეული წარმოჩინდა დასავლურ აზროვნებაში უნივერსალურ სიკეთემდე, სილამაზემდე, ჭეშმარიტებამდე მისაღწევ დაბრკოლებად. იერარქიული პოლარიზების (სივრცით შემოსაზღვრული სხეული და სივრცის მიღმა მდგომი გონი/სული) შემობრუნება იწყება ფენომენოლოგიითა და ეგზისტენციალიზმით, ნიცშესა და ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფილოსოფიურ რეფლექსიებში მამაკაცი აღიქმებოდა, როგორც სტანდარტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სხეულთან იყო დაკავშირებული. გენდერულად განსხვავებული სხეულის საკითხი 1960-1970-იან წლებში მოექცა ფემინისტი აქტივისტების ყურადღების ცენტრში, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. განსახილველი თემები იყო: ქალის სხეულთან კავშირი, ქალის რეპროდუქციის უნარი, სექსუალობა, შრომის ბაზრის ექსპლუატაცია, საოჯახო საქმეები, ძალადობა და მედიაში კონსტრუირებული და წახალისებული სილამაზის იდეალი. ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ ტრადიციაში სივრცის ფემინისტური ანალიზის ყველაზე თვალსაჩინო ტექსტი 1980 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოსის აირის მარიონ იანგის (Iris Marion Young) “Throwing like a girl”, რომელშიც ავტორი გენდერულად განსხვავებულ სივრცითგამოცდილებებს ფენომენოლოგიური პერსპექტივით და აცხადებს, რომ მისი განზრახვა იყო, შეევსო ეგზისტენციალურ ფენომენლოგიასა და ფემინისტურ თეორიებში არსებული სიცარიელეები. მკვლევრის თანახმად, ქალებისათვის საკუთარ თავში ჩაკეტილი, სივრცით შემოსაზღვრული სხეულებრივი მოქმედებებია განსაზღვრული, ქალის სხეულისათვის ყოყმანი, თვითდაჯერებულობის ნაკლებობა კაცის სხეულისაგან განსხვავებით, მაგრამ ეს ბილოგიური განსხავვების ნიშანი კი არ არის, არამედ ქალური სოციალიზაციის რეზულტატი მამაკაცურ/დომინანტურ კულტურაში. 1980 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი აირის მარიონ იანგი (Iris Marion Young) ტექსტში “Throwing like a girl” მსჯელობს იმაზე, რომ ქალებისათვის საკუთარ თავში ჩაკეტილი, სივრცით შემოსაზღვრული სხეულებრივი მოქმედებებია განსაზღვრული, ქალის სხეულისათვის ყოყმანი, თვითდაჯერებულობის ნაკლებობა კაცის სხეულისაგან განსხვავებით, მაგრამ ეს ბილოგიური განსხავვების ნიშანი კი არ არის, არამედ ქალური სოციალიზაციის რეზულტატი მამაკაცურ/დომინანტურ კულტურაში. აირის მარიონ იანგი გამოყოფს ქალური სხეულებრივი ქცევის სამ მდგომარეობას: 1. (ტრანსცენდენტურობა მრავალმნიშვვნელოვანი , რომელიც იმანენტურობით ტრანსცედენტურობა არის დატვირთლი), 2. დათრგუნული ინტენციონალურობა (მიზანმიმართულობა) (მუდმივი ცვალებადობა „მე შემიძლია“ და „მე ეს არ შემიძლია“ შორის- გერმანელი ფილოსოფოსის ედმუნდ ჰუსერლის შემოღებული განსხვავება საკუთარი თავისთვის დასახული მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით) 3. არაუწყვეტი ერთიანობა (სხეულის ნაწილებს შორის არსებული აღნიშნული სამი უთანხმოება კონკრეტული მდგომარეობა მიზნის განსაზღვრავს მისაღწევად). სწორედ ქალურ სივრცითი განცდებს/შეგრძნებებს. იანგი ასკვნის, რომ ქალური ეგზსიტენცია პატრიარქალურ პირობებში სხეულებრივად და სივრცობრივად შევიწროებულია, რადგან სხულებრივად დათრგუნულია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პატრიარქალური საზოგადიება გოგონასგან სხეულებრივ თავშეკავებას მოითხოვს, ხოლო იმისათვის, რომ დადგენილი ობიექტივიზაციას გაექცნენ ქალები „ეგზისტენციალურ ბარიერებს“ აფუძნებენ და სხულებრივი მორჩილება/კონტროლი და სივრცითი შეზღუდვები ერთადერთ შესაძლებლობად სუბიექტად“ არსებობდენენ. წარმოჩინდება იმისათვის, რომ „თავისუფალ ამ შეხედულებით იანგი ბოვუარის მოსაზრებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ქალური ეგზისტენცია მუდმივი გრადაციაა ობიქტსა და სუბიექტს, იმანენტურსა და ტრანსცედენტურს, ბუნებასა და კულტურას შორის. იანგი 1997 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში :“Throwing Like a Girl. Twenty Years Later” ასკვნის, რომ ქალური სხეულებრივი გამოცდილებები ნაკლული კი არ არის, არამედგანსხვავებული.
0
You can add this document to your study collection(s)
Sign in Available only to authorized usersYou can add this document to your saved list
Sign in Available only to authorized users(For complaints, use another form )