კონსულტანტის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პირველი საფეხური Fitness Formula 1 შინაარსი ვიტამინები--------------------------------------------------02 ცხიმში ხსნადი ვიტამინები----------------------------03 წყალში ხსნდი ვიტამინები---------------------------08 მინერალები------------------------------------------------17 პირველი რიგის მინერალები-----------------------18 მეორე რიგის მინერაალები--------------------------27 ცხიმმჟავები------------------------------------------------32 კოლაგენი---------------------------------------------------39 ქონდროპროტექტორები------------------------------41 პროტეინი---------------------------------------------------43 გეინერები---------------------------------------------------46 ამინომჟავები----------------------------------------------52 ჰიმალაია და აიურვედა--------------------------------60 საჭმლის მონელება--------------------------------------71 2 ვიტამინები ვიტამინები მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთებია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ვიტამინები გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ საკვებში და ზოგიერთი ვიტამინის შემცველობა ერთ საკვებში უფრო მაღალია, ვიდრე მეორეში. არსებობს ვიტამინების ორი ჯგუფი - ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი. სახელიდან გამომდინარე ცხადიია, რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინები იხსნება ცხიმში, ხოლო წყალში ხსნადი ვიტამინები იხსნება წყალში. ქვემოთ განვიხილავთ თითოეულ ამ ჯგუფს. 3 ცხიმში ხსნადი ვიტამინები როგორც ზემოთ ითქვა, ცხიმში ხსნადი ვიტამინები იხსნება ცხიმში და ეს თვისება მათ აძლევს საშუალებას დაგროვდნენ ჩვენი ორგანიზმის ცხიმოვან ქსოვილებში, ამიტომ ისინი მიიღება არა მუდმივად, არამედ მხოლოდ კურსებად. ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინების მიღება სჯობს ცხიმებთან ერთად, რადგან ცხიმების გარაშე ისინი ორგანიზმში ვერ შეაღწევენ. ცხიმში ხსნადი ვიტამინებია : ვიტამინი A ვიტამინი E ვიტამინი D ვიტამინი K ასევე არსებობს ზოგიერთი წყალში ხსნადი ვიტამინის ცხიმში ხსნადი ფორმები, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ წყალში ხსნადი ვიტამინების განყოფილებაში. 4 ცხიმში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი A A ვიტამინის ფორმები: -რეტინოლის აცეტატი - ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა, -რეტინოლ პალმიტატი - ორგანული, კარგი ბიოშეღწევადობა, -ბეტა-კაროტინი - პროვიტამინი A, რომელიც გვხვდება საკვებში. ძირითადი ფუნქციები : -ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას. -აუმჯობესებს კანის, თმების, ფრჩხილების მდგომარეობას, -ანტიოქსიდანტი. საზომი ერთეულები : 1 მკგ რეტინოლი=3,3სე (საერთაშორისო ერთეული - სე) 1 მკგ ბეტა -კაროტინი=0,61სე დოზები : ზრდასრულები: 5000-25000 სე მეძუძური დედები: 10000 სე ბავშვები წონის მიხედვით : 12-30 კგ - 2500 სე 31-45 კგ - 3000-4000 სე 46-75 კგ - 5000 სე 5 ცხიმში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი E E ვიტამინის ფორმები: -ტიკოფეროლი -ტიკოტრეინოლები ტოკოფეროლის იზომერები : -ალფა - ტიკოფეროლი -ბეტა - ტიკოფეროლი -გამა - ტიკოფეროლი -დელტა - ტიკოფეროლი ტოკოტრიენოლის იზომერები : -ალფა - ტოკოტრიენოლი -ბეტა - ტოკოტრიენოლი -გამა - ტოკოტრიენოლი -დელტა - ტოკოტრიენოლი. ძირითადი ფუნქციები :- ინარჩუნებს კანის სიჯანსაღეს, ონკოპროტექტორია და ძლიერი ანტიოქსიდანტი. უნდა აღინიშნოს ტოკოტრიენოლები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ქოლესტერინის დონე და არის უფრო ძლიერი ონკოპროტექტორი, ვიდრე ტოკოფეროლები. ერთეულები: 1 მგ =1,23სე. დოზები: ზრდასრულები : 200-1000სე, ბავშვები წონის მიხედვით : 12-30 კგ 200სე, 31-45 კგ 400 სე, 48 -75 კგ - 400-800 სე. 6 ცხიმში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი D D ვიტამინის ფორმები : -D-2-ერგოკალციფეროლი - გვხვდება მცენარეებსა და სოკოებში, აქვს დაბალი ეფექტურობა ადამიანისთვის. -D-3-ქოლეკალციფეროლი - სინთეზირდება კანში , აქვს მაღალი ეფექტურობა ადამიანისთვის. ძირითადი ფუნქციები : -აძლიერებს იმუნურ სისტემას -ინარჩუნებს ძვლის სიმტკიცეს და ელასტიურობას -ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას. ორგანიზმში D ვიტამინი გარდაიქმნება ჰორმონ კალციუმის ტრიოლად, რომელიც არეგულირებს ჩვენს ორგანიზმში 200-ზე მეტ ფუნქციას. ზომის ერთეულები : 1 მკგ D-3= 40 სე დოზები : ზრდასრულები: 2000-10000 სე ბავშვები ასაკის მიხედვით: 1 წლამდე: 400-1000 სე 1-3 წელი: 1500-2500 სე 4-7 წელი : 1500 -3000 სე 6-18 წელი : 1500-5000 სე 7 ცხიმში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი K K ვიტამინის ფორმები : -K-1 - ფილოქინონი - არეგულირებს სისხლის შედედებას -K-2 - მენაკინონი - ზრდის ძვლების სიმაგრეს. K-2 ვიტამინის პოპულარული ფორმები : -MK-4 - მენაქინონი-4 -MK-7 - მენაქინონი-7 რიცხვი მიუთითებს იზოპრენილის ერთეულების რაოდენობას გვერდით ჯაჭვში. MK-7 ფორმა უფრო აქტიურია და დიდხანს რჩება სისხლში. ძირითადი ფუნქციები: -აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს, ხელს უშლის ოსტეოპოროზს, -ხელს უწყობს გულ- სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, -ხელს უშლის კალციფიკაციას - კალციუმის დალექვას სისხლძარღვებსა და ორგანოებში. ზრდის ვიტამინ D-3 ეფექტურობას. დოზები : ზრდასრულები: 100-300 მკგ ბავშვები წონის მიხედვით : 25-100 მკგ 8 წყალში ხსნადი ვიტამინები წყალში ხსნადი ვიტამინები იხსნება წყალში, ამიტომ ძალიან ცუდად გროვდებიან ორგანიზმში და მუდმივად უნდა ხვდებოდნენ ორგანიზმში მცირე რაოდენობით კვების პროდუქტებიდან ან ბადებიდან. ვიტამინი C - ამ ვიტამინის ფორმებია : *ასკორბინის მჟავა - კლასიკური, ნატურალური, *ნატრიუმის, კალციუმის, და მაგნიუმის ასკორბატები გაზავებულები, რბილები. *ასკორბილ პალმიტატი - ცხიმში ხსნადი. *Ester-C - ფლავონიდებიანი. ძირითადი თვისებები : *იმუნური სისტემის გამაგრება, *ანტიოქსიდანტი. *ხელს უწყობა კოლაგენის გამომუშავებას. გაზავებული ფორმები არ ზრდიან კუჭის მჟავიანობას, ამიტომ მათ გამოიყენებენ გასტრიტებისა და წყლულების დროს. Ester-C - არის ყველაზე ეფექტური ვარიანტი, რადგან შეიცავს ფლავონიდებს ნივთიერებებს, რომელთა გარეშე ვიტამინი C არ გვხვდება ბუნებაში. ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და ინარჩუნებენ იმუნურ სისტემას. დოზირება : დიდები :250 – 1000 მგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 100 -800 მგ. 9 წყალში ხსნადი ვიტამინები B ჯგუფის ვიტამინები - ეს ჯგუფი ითვლის შენაერთების დიდ ჯგუფს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ენერგიის სინთეზში, თავის ტვინის მუშაობაში და ა.შ., ამიტომ ზოგიერთი ფუნქციები სხვადასხვა შენაერთებს შეიძლება მსგავსი ჰქონდეს. B ჯგუფის ვიტამინები ალერგენებია, ამიტომ რეკომენდაციის დროს დააზუსტეთ ალერგიულობა. ვიტამინი B-1 / თიამინი. ვიტამინ B-1 ფორმებია : *თიამინ ჰიდროქლორიდი კლასიკური. *კოკარბოქსილაზა - აქტიური, წყალში ხსნადი. *ბენფოთეამინი აქტიური, ცხიმში ხსნადი. ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ნერვული სისტემის მუშაობაში და ნერვული იმპულსების გადაცემაში. *მონაწილეობს ენერგისს გამომუშავებაში. *ინარჩუნებს გულსისხლძარღვთა სისტემას, ეხმარება არითმიას. დოზირება : მამაკაცები და ქალები:დღის დოზა : 1,5 – 3 მგ., თერაპიული - 50 მგ-დან, ბავშვები : წონიდან გამომდინარე : დღის დოზა -1,5 – 3 მგ, თერაპიული - 20 მგ-დან. ვიტამინი B-2 / რიბოფლავინი - მისი ფორმებია : *რიბოფლავინი - კლასიკური, * რიბოფლავინი-5-ფოსფატი - აქტიური. ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, *ინარჩუნებს თვალების ჯანმრთელობას, * აქვეითებს ჰომოცისტეინს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : დღის დოზა -1,5 – 3 მგ, თერაპიული დოზა -50 მგ-დან. ბავშვები : დღის დოზა -1,5 – 3 მგ, თერაპიული -20 მგდან. 10 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-3/ ნიაცინი. მისი ფირმებია : *ნიაცინი / ნიკოტინის მჟავა - კლასიკური, *ნიაცინამიდი - აქტიური, ნიაცინამიდადენინდინუკლეატიდი -კოფერმენტული იშვიათი ფორმა. ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. *აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას (განსაკუთრებით ნიაცინი ), *ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ვიტამინი B-3 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგიის გამოსამუშავებლად, რადგან მასზეა დამოკიდებული ბიოქიმიური პროცესების მთელი რიგი. დოზირება : მამაკაცები და ქალები : დღის დოზა : 15 – 30 მგ. თერაპიული - 300 – 500 მგ., ბავშვები : წონის გათვალისწინებით : დღის დოზა : 10 – 20 მგ, თერაპიული : 300 მგ-მდე. ნაცინს შეუძლია გამოიწვიოს კანის გაწითლება. ვიტამინი B-4 / ქოლინი. მისი ფორმებია : *ქოლინ ციტრატი /ბიტარტრატი კლასიკური ფორმა, *ფოსფოტიდილქოლინი - ლეციტიტინიდან, * ალფა- GPC / გლიცირილფოსფორილქოლინი - აქტიური ფორმა, *ციტიკოლინი / CDP-ქოლინი აქტიური ნოოტროპული ფორმა. ძირითადი ფუნქციები : *აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას. * ინარჩუნებს ღვიძლის ჯანმრთელობას ( განსაკუთრებით ფოსფოტიდილქოლინი ), *ამცირებს ქოლესტერინის დონეს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : დღის დოზა : 300 -500 მგ. თერაპიული დოზა : 2000 მგ-მდე. ბავშვები : ასაკიდან გამომდინარე : დღის დოზა : 70 – 500 მგ. თერაპიული დოზა : 1500 მგ-მდე. 11 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-5 /პანტოტენის მჟავა. მისი ფორმებია: *პანტოტენის მჟავა - კლასიკური, *პანტეტინი - აქტიური. ძირიტადი ფუნქციები : *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. * აჩქარებს ჭრილობებისა და დამწვრობის შეხორცებას. *ინარჩუნებს თირკმელზედა ჯირკვლების ჯანმრთელობას. დოზირება : მამაკაცები და ქალები ; დღის დოზა : 10 – 20 მგ, თერაპიული - 300 – 600 მგ. ბავშვები : გამომდინარე ასაკიდან : დღის -3 -7 ნგ, თერაპიული -400მგ-მდე. ვიტამინი B-6 / პირიდოქსინი. მოსი ფორმებია :*პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი კლასიკური, *პირიდდოქსალი-5-ფოსფატი - აქტიური. ძირითადი ფუნქციები : *არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას, * მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, *აქვეითებს ჰომოცისტეინს. ეს ვიტამინი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხივნადი ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : დღის : 1,5 – 5 მგ, თერაპიული -50 მგ-დან. ბავშვები : ასაკიდან გამომდინარე : დღის-0,5 – 2 მგ, თერაპიული - 100 მგ-მდე. ვიტამინი B-7 /ბიოტინი. ძირითადი ფუნქციები : *აძლიერებს და ასქელებს თმებს, *ინარჩუნებს კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას, *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 5000 -10000 მკგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე -5000 მკგ-მდე. 12 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-8 / ინოზიტოლი. მისის ფორმებია : *ინოზიტოლი / ინოზიტი კლასიკური, *მიო-ინოზიტოლი - აქტიური, სტაბილური, *დ-ქირო-ინოზიტოლი აქტიური, სტაბილური. ძირითადი ფუნქციები : *აქვეითებს ქოლესტერინს, *აუმჯობესებს ნახშირწყლების ბალანსს და ინსულინისადმი მგრძნობელობას, *ინაჩუნებს საკვერცხეების ჯანმრთელობას, ინიშნება პკსს-დროს( პოლიკისტური საკვერხეების სინდრომი). სხვაობა მიო-ინოზიტოლსა და დ-ქირო-ინოზიტოლს შორის მდგომარეობს იმში, რომ პირველი უფრო ეფექტურია საკვერცხეების მუშაობის ნორმაში მოყვანისთვის, ხოლო მეორე უფრო ეფექტურია ინსულინისადმი მგრძნობელობის ასამაღლებლად და დიაბეტის დროს. დოზირება : ქალები და მამაკაცები : 750-დან 8000-9000 მგ , ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 1500 მგ-მდე. ვიტამინი B-9 / ფოლატი. მისი ფირმებია : *ფოლიუმის მჟავა - კლასიკური, ხელოვნური. *ფოლინის მჟავა - აქტიური, იშვიათი. *მეთილფოლატი - აქტიური, ნატურალური. ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ნაყოფის განვითარებაში და ინარჩუნებს რეპროდუქციულ ფუნქციას. *მონაწილეობს ორგანიზმში რკინის დაგროვებასა და ცვლაში. *ინარჩუნებს ნერვული სისტემის ფუნქციებს. * აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს. ეს ვიტამინი სასიცოცხლოდ საჭიროა ნაყოფის განვითარების პროცესში და დაფეხმძიმების შანსების გასაზრდელად, ასევე ამცირებს მუცლის მოშლის შანსს. მეთილფოლატი არის უპირატესი ფორმა, რადგან მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მათ, ვისაც დარღვეული აქვთ ფოლატის ციკლი, უფრო უხდბა ფოლინის მჯავა. დოზირება : მამაკაცები და ქალები : დღის დოზა : 400 მკგ-მდე, თერაპიული - 400-800მკგ. ორსულობისას : 1500 მკგ-მდე. ბავშვები : დღის დოზა : გამომდინარე ასაკიდან : 200 მკგ-მდე. თერაპიული : 400 მკგ-მდე. 13 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-10 / პარააამინობენზოლის მჟავა . ძირითადი ფუნქციები : *არის ფოლიუმის მჟავის წყარო. *აფერხებს ჭაღარის გაჩენას და ინარჩუნებს კანისა და თმების პიგმენტაციას. * ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1500 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. ვიტამინი B-11 / ლ-კარნიტინი / ლევოკარნიტინი. მისი ფორმებია : *ლ- კარნიტინი - კლასიკური. *აცეტილ-ლ-კარნიტინი - აქტიური. ძირითადი ფუნქციები : *იწყებს ლიპოლოზს, *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. *აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას ( აქტიური ფორმა). დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 3000 მგ. ბავშვები : გამომდინარე ასაკიდან : 200 - 1000 მგ. ვიტამინი B-12 / კობალამინი. მისი ფორმებია : *ციანკობალამინი - კლასიკური. *მეთილკობალამინი - აქტიური. *ადენოზილკობალამინი - იშვიათი, აქტიური. ძირითადი ფუნქციები : *ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. *მონაწილეობს ორგანიზმში რკინის დაგროვებასა და ცვლაში. *აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს. ძალზედ მნიშვნელოვანია ტვინის მუშაობისთვის. მის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება და ალცჰეიმერის დაავადება. ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტი აქვთ ვეგანებს და ვეგეტარიანელებს, რადგან მას შეიცავს მხოლოდ ცხოველური პროდუქტები. ციანკობალამინი - უარესი ფორმაა, მეთილკობალამინი უკეთესად მუშაობს. ადენოზილკობალამინი და ჰიდროქსიკობალამინი უხდება ფოლატური ციკლის დარღვეას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1500 მგ. ბავშვები : ასაკიდან გამომდინარე : 100- 300 მგ. 14 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-14 / PQQ / პირო-ლოქინოლინი-ქინონი - არის მნიშვნელოვანი კოფერმენტი ენერგიის სინთეზში. ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. *ეხმარება ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. *აჩერებს უჯრედების დაბერებას და დეგენერატიული დაავადებების განვითარებას. თავისი არსით მთლად ვიტამინი არ არის, არამედ ვიტამინისმაგვარი შენაერთია ბევრი სხვადასხვა თვისებით. ყველაზე კარგად მუშაობს კოენზიმ Q10-თან. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 10 – 40 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. დმგ (დიმეტილგლიცინ) და ტმგ (ტრიმეტილგლიცინი/ბეტაინი). ვიტამინისმაგვარი შენაერთებია, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ფოლატურ ციკლში. ძირითადი ფუნქციები : *ინარჩუნებენ ღვიძლის ჯანმრთელობას. *გამოდიან მეთილური ჯგუფების დანატორებად. *ამცირებენ ჰომოცისტეინის დონეს. ტმგ-სთვის (ბეტაინი) ცალკე აღვნიშნოთ, რომ მას აქვს ცილების დაშლის უნარი და ხელს უწყობს კუჭნაწლავის მიშაობას. ტმგ გარდაიქმნება ტმგ ორგანიზმში ქიმიური რეაქციების შემდეგ. ტმგ უფრო ეფექტურია მეტილირებისთვის. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1500 მგ-მდე. ბავშვები : ჩვეულებრივ არ უნიშნავენ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ჰიპერმეტილირება, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. 15 წყალში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი B-17 (ლაეტრილი/ლაეტროლი/ამიგდალინი) *ძლიერი ონკოპროტექტორია, *ინარჩუნებს იმუნურ სისტემას. ზოგი კვლევის თანახმადარის ეფექტური პრეპარატი ონკოლოგიის სამკურნალოდ. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500-მგ-დან.. ბავშვები : ჩვეულებრივ არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. საუკეთესო შეთავსეებები : 1) ჰომოცისტეინის დაწევა : ვიტამინი B-2+ვიტამინი B-6+ ვიტამინი B-9+ ვიტამინი B-12 + ტმგ(ბეტაინი) . 2) ენერგიის გამომუშავების ხელის შეწყობა : ვიტამინი B-5 + ვიტამინი B-6 + ვიტამინი B11 + ვიტამინი B-14 +კოენზიმი Q10+მაგნიუმი. 3) რეპროდუქციული ფუნქციის შენრჩუნება : ვიტამინი B-8 + ვიტამინი B-9 + ვიტამინი E. 16 17 მინერალები მინერალები არის ლითონების შენაერთები არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებთან. მინერალები ხშირად ეშლებათ ვიტამინებში, სინამდვილეში კი ეს სრულიად განსხვავებული შენაერთებია თავისი უნიკალური თვისებებით. მინერალების უმეტესობას შეუძლია ორგანიზმში დაგროვება, ამიტომ მათ მიიღებენ კურსებად, ხოლო ხანგრძლივ და უკონტროლო მირღბას შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა. არსებობს მინერალების ორგანული და არაორგანილი ფორმები. ორგანული მინერალები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია. მათი შეთვისებაც უკეთესად ხდება. ორგანულ ფორმებს ასევე მიეკუთვნება ხელატური ფორმები (ინგლ. Chela-მარწუხი) -ლითონების და ამინომჟავების შენაერთები (გლიცინთან, მეთიონინთან, ტაურინთან). ხელატური ფორმები მათ ეწოდება იმიტომ, რომ ლითონის ამინომჟავებთან შენაერთები წააგავს კიბორჩხალის მარწუხს. მოცემული ფორმები ითვლება ყველაზე ბიოშეღწევად და „რბილ“ ფორმებად. 18 პირველი რიგის მინერალები მაგნიუმი / Magnesium - არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი ნერვული სისტემის მუშაობისთვის. მაგნიუმის ფორმები : 1) მაგნიუმის ოქსიდი (არაორგანული, ცუდად ითვისება). 2) მაგნიუმის სულფატი ( არაორგანული, აბაზანების მისაღებად). 3) მაგნიუმის კარბონატი (არაორგანული , შეკრულობის დროს). 4) მაგნიუმის ქლორიდი ( არაორგანული, მაგნიუმის მარილი). 5) მაგნიუმის ასპარტატი ( აფთიაქი : ასპარკამი, პანანგინი) – ( ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა). 6) მაგნიუმის ოროტატი ( ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა, გულისთვის). 7) მაგნიუმის ციტრატი (ორგანული, საშუალო ბიოშეღწევადობა, საფაღარათო). 8) მაგნიუმი მალატი ( ორგანული, საშუალო ბიოშეღწევადობა, კრავს). 9) მაგნიუმის გლიცინატი ( ქელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 10) მაგნიუმის ტაურატი ( ქელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 11) მაგნიუმის ტრეონატი ( ქელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 12) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *მნიშვნელოვანია ნერვული იმპულსების გადაცემისთვის და კუნთების მოდუნებისთვის. *ამცირებს სტრესის დონეს და ასწორებს ემოციურ ფონს. *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. *ახდენს საფაღარათი ეფექტს (მხოლოდ ციტრატი, კარბონატი ). დოზირება : დოზირების იდეალური გათვლა : ყოველ 1კგ წონაზე 10 მგ. კლასიკური : ქალები : 300 -400 მგ, მამაკაცები : 400 – 600 მგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 100 -400 მგ 19 პირველი რიგის მინერალები კალციუმი / Calcium . მისი ფორმებია : 1) კალციუმის გლუკონატი (ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა ). 2) კალციუმის ციტრატი (ორგანული, კლასიკური). 3) კალციუმის გლოცინატი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა) 4) მარჯნის კალციუმი ( ორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 5) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამაგრება. *ფრჩხილების, თმების და კბილების ფორმირება. *სისხლის შედედება. *გულის კუნთის შეკუმშვა. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1000 მგ-მდე. ბავშვები : წონიდა გამომდინარე : 100 – 500 მგ. 20 პირველი რიგის მინერალები ცინკი / Zinc . მისი ფორმებია : 1) ცინკის ოქსიდი (არაორგანული, არ ითვისება). 2) ცინკის გლიცინატი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 3) ცინკი-ლ-მონომეთიონინი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 4) ცინკის პიკოლინატი (ორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 5) ცინკის ციტრატი (ორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 6) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *იმუნური სისტემის გამაგრება, *მამაკაცის ჰორმონალური ფონის და სპერმატოგენეზის შენარჩუნება, *ფრჩხილების და თმების გამაგრება. დოზირება : მამაკაცები ; 25 – 50 მგ. ქალები : 15 – 30 მგ. ბავშვები : ასაკიდან გამომდინარე : 5 – 15 მგ. 21 პირველი რიგის მინერალები რკინა / Iron - ადამიანის ორგანიზმში პასუხისგებელია უჯრედებში ჟანგბადის გადატანაზე. რკინის ფორმები : 1) რკინის სულფატი ( არაორგანული, დაბალი ბიოშეღწევწდობა ). 2) რკინის გლუკონატი (ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა ). 3) რკინის ფუმარატი (ორგანული ფორმა, მაღალი ბიოშეღწევადობა). 4) რკინის გლიცინატი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 5) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 6) ლიპოსომალური ფორმა (ორგანული, მაღაალი ბიოშეღწევადობა, ლიცეტინთან ნაერთი). რკინა არის 2-ვალენტიანი (გემური) და 3-ვალენტიანი (არაგემური). გემური რკინა უკეთსად შეითვისება და მას შეიცავს ცხოველური პროდუქტები (ხორცი და სუბპროდუქტები), არაგემური რკინა კი ცუდად შეითვისება და ის არის მცენარეულ საკვებში (მარცვლეული, ბოსტნეული, წითელი ოსპი და სხვ.). ძირითადი ფუნქციები : *ინარჩუნებს ჰემოგლობინის, ტრანსფერინის და ფერეტინის ნორმალურ დონეს. *კვებავს ორგანიზმის უჯრედებს და ხელს უშლის ორგანოების ჰიპოქსიას. *მონაწილეობს ენერგიის წარმოებაში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 15 – 85 მგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 5 - 30 მგ. 22 პირველი რიგის მინერალები იოდი / Iodine - არის მნიშვნელოვანი მინერალი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. ხოლო მისი დეფიციტი კი იწვევს ჰიპოთერიოზს ( ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა). იოდის ფორმები : 1) კალიუმის იოდიდი (არაორგანული, შეიძლება ზედოზირება). 2) კელპ-ი/ლამინარია (ორგანული, არ შეიძლება ზედოზირება). 3) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. *აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. *მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 150 – 350 მკგ. ბავშვები : დამოკიდებულია წონაზე : 50 – 200 მკგ. 23 პირველი რიგის მინერალები სელენი /Selenium - მისი ფორმებია : 1) ნატრიუმის სელენატი და სელენიტი (არაორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა ). 2) ლ-სელენომეტიონინი ( ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 3) ლ-სელენოცისტეინი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 4) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მარალი შეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *ანტიოქსიდანტი, *ნორმაში მოჰყავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, *ხელს უწყობს ქალებისა და კაცების ფერტილობას (ნაყოფიერების უნარს). დოზირება : მამაკაცები და ქალები : 100 – 200 მკგ. ბავშვები : ასაკიდან გამომდინარე : 20 – 50 მკგ. 24 პირველი რიგის მინერალები კალიუმი / Potassium - მისი ფორმებია : 1) კალიუმის ასპარტატი ( აფთიაქი : ასპარკამი), (ორგანული). 2)კალიუმის ოროტატი ( ორგანული, საშუალო ბიოშეღწევადობა). 3) კალიუმის ციტრატი (ორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 4) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა ). ძირითადი ფუნქციები : *ინარჩუნებს გულის ჯანმრთელობას. *აქვეითებს სისხლის წნევას. *მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში. დოზირება : მამაკაცები და ქალები ; 300 -600 მგ. ბავშვები : 150 -1000 მგ 25 პირველი რიგის მინერალები ქრომი / Chromium - მისი ფორმებია : 1) ქრომის პიკოლინატი (ორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). 2) გტფ ქრომი (გტფ-გლუკოზისადმი ტოლერანტობის ფაქტორი)/ ქრომის გლიცინატის ნიკოტინატი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 3) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა ). ძირითადი ფუნქციები : *ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. *ამაღლებს ინსულინისადმი მგრძნობელობას. *ეხმარება ტკბილისადმი მოთხოვნას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 200 – 600 მკგ. ბავშვები : 50 – 200 მკგ. 26 პირველი რიგის მინერალები სპილენძი / Copper - სპილენძის ფორმებია : 1 ) სპილენძის გლიცინატი (მაღალი ბიოშეღწევადობა). 2) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა ). ძირითადი ფუნქციები : *ხელს უწყობს რკინის შეწოვას, ინარჩუნებს ჰემოგლობინის დონეს. *ანტიოქსიდანტია. *მონაწილეობს პიგმენტის წარმოებაში და აფერხებს ჭაღარის განვითარებას. არის ცინკის ანტაგონისტი, გამოდევნის მას ორგანიზმიდან ხანგრძლივი მიღებისას, ხოლო ცინკი გამოდევნის სპილენძს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 3 – 5 მგ. ბავშვები : 2 მგ-მდე. 27 მეორე რიგის მინერალები კრემნიუმი / Silicium / Silica - მისი ფორმებია : 1) ცხენისკუდადან (ორგანული, ნატურალური წყაროდან, მაღალი ბიოშეღწევადობა ). 2) ბამბუკიდან (ორგანული, ნატურალური წყაროდან, მაღალი ბიოშეღწევადობა). 3) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა) ძირითადი ფუნქციები: * ინარჩუნებს კანის, თმების, ფრჩხილების ელასტიურობასა და დრეკადობას. *ამაგრებს საყრდენ - მამოძრევებელ აპარატს და აფერხებს ოსტეოპოროზს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 300 – 700 მგ. ბავშვები : 50 -400 მგ. 28 მეორე რიგის მინერალები მანგანუმი / Manganese - მანგანუმის ფორმები : 1) მანგანუმის გლუკონატი ( ორგანული, დაბალი ბიოშერწევადობა ). 2) მანგანუმის გლიცინატი ( ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 3) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა ). ძირითადი თვისებები : *ამაგრებს იმუნურ სისტემას. *მონაწილეობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებაში. *მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ზრდაში. დოზირება : მამამკაცები და ქალები : 3 -20 მგ. ბავშვები : 5 მგ-მდე. 29 მეორე რიგის მინერალები მოლიბდენი / Molybdenum - მოსი ფორმებია : 1) მოლიბდენის გლიცინატი ( ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 2) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს ცხიმების, ცილების და წყალბადების მეტაბოლიზმში. *ამაგრებს კბილის ემალს. *აჩქარებს შარდმჟავას გამოყოფას ( პოდაგრის პროფილაქტიკა). მოლიბდენის დოზირება : მამაკაცები და ქალები : 300 – 2000 მკგ. ვანადიუმი / Vanadium - მისი ფორმებია : 1) ვანადიუმის სულფატი (არაორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა ). 2) ვანადიუმის გლიცინატი (ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადბა ). 3) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა ). ძირითადი ფუნქციები : *ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აფერხებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარებას. 3) არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. *ნორმაში მოჰყავს სისხლში შაქრის დონე . დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1 – 10 მგ. 30 მეორე რიგის მინერალები ლითიუმი / Lithium - მას გააჩნია ფორმის ორი ჯგუფი : ფსიქოტროპული და არაფსიქოტროპული. ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტს წერს ფსიქიატრი, არაფსიქოტროპული კი იყიდება როგორც ბადები. ლითიუმის ფორმებია : 1) ლითიუმის ოროტატი ( ორგანული, არაფსიქოტროპული). 2) ლითიუმის ასკორბატი ( ორგანული, აფთიაქი : ნორმოტიმი, არაფსიქოტროპული). 3) ლითიუმის გლიცინატი (ხელატური, არაფსიქოტროპული). 4) ლითიუმის კარბონატი ( არაორგანული, ფსიქოტროპული). 5) ლითიუმის ციტრატი ( ორგანული, ფსიქოტროპული). 6) იონიზირებული ფორმა (არაორგანული, არაფსიქოტროპული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *იცავს ტვინს დამაზიანებელი ფაქტორებისგან ( ნეიროპროტექტორი). *ასტაბილურებს ემოციურ ფონს ( ნორმოტიმიკი). *ამცირებს ანთებას თავის ტვინში. ლითიუმის მიღება არ შეიძლება უკონტროლოდ, ამიტომ რეკომენდებულია ანალიზების გაკეთება სისხლის ნაკადში მის კონცენტრაციაზე ( განსაკუთრებით ფსიქოტროპული ფორმებისთვის ). დოზირება : მამაკაცები და ქალები : 5 – 50 მგ. ბავშვები : ძირითადა არ გამოიყენება. 31 მეორე რიგის მინერალები ბორი / Boron - მისი ფორმებია : 1) ბორის ასპარატი (ორგანული, დაბალი ბიოშეღწევადობა). 2) ბორის ციტრატი ( ორგანული, საშუალო ბიოშეღწევადობა). 3) ბორის გლიცინატი ( ხელატური, მაღალი ბიოშეღწევადობა). 4) იონიზირებული ფორმა ( არაორგანული, მაღალი ბიოშეღწევადობა). ძირითადი ფუნქციები : *მონაწილეობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებაში. *არეგულირებს თავის ტვინის მუშაობას. დოზირება : მამაკაცები დაქალები : 1- 3 მგ. ბავშვები : ჩვეულებრივ არ ენიშნებათ. 32 ცხიმმჟავები ცხიმმჟავები - წარმოადგენენ ცხიმების შემადგენელ ნაწილს. ისინი იღებენ მონაწილეობას ჰორმონების სინთეზში, ხელს უწყობენ ნერვული და გულსისხლძარღვოვანი სისტემების მუშაობას, ძალიან მნიშვნელოვანნი არიან კანისა და თმების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მათში იხსნება ცხიმში ხსნადი შენაერთები და ამის წყალობით ისინი ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ ცხიმმჟავები უნდა შედიოდეს ორგანიზმში საკვებ პროდუქტებთან ამ ბადებთან ერთად ყოველ დღე. ცხიმჟავების ათვისება ხდება ემულგაციის პროცესის წყალობით - როცა იქმნება ერთმანეთთან არშერევადი სითხეების (ცხიმების და წყლის ) შენაერთები. ემულგაცია ორგანიზმში ხდება ნაღველის /ნაღველური მჟავების მოქმედებით, რომლებიც სინთეზირდება ღვიძლში და გროვდება ნაღვლის ბუშტში. ზუსტად ამიტომაც ნაღვლის წარმოების და ნაღვლის გადინების დარღვევას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ცხიმების და ცხიმმჟავების ათვისება. ცხიმმჟავები იყოფა ორ დიდი ჯგუფად : ნაჯერ და უჯერ ცხიმებად. უჯერი ცხიმმჟავები იღებენ მონაწილეობას ქოლესტერინის სინთეზში, შემდგომ ჰორმონების სინთეზში, მაგ., ტესტოსტერონის. ცხიმმჟავების წყალობით მიმდინარეობს ვიტამინების A, D, E, K და მრავალი მინერალების შეთვისება, რომლებსაც შეუძლია დალექვა ჩვეენ კანქვეშა ქსოვილში (ცხიმის შრე) უჯერი ცხიმმჟავები ორგანიზმში არეგულირებენ ანთებით პროცესებს, ხელს უწყობენ გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, აუმჯობესებენ ქსოვილების კვებას და მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავებაში. ნაჯერი და უჯერი ცხიმმჟავები ადვილი გასარჩევია - ნაჯერი ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე ხშირად მაგრდება, უჯერი კი რჩება თხევად მდგომარეობაში. ნაჯერი ცხიმების უმეტესობა არის ცხოველურ პროდუქტებში, მაგრამ არის ასევე გამონაკლისები (ქოქოსის ზეთი). უჯერი მჟავეების წყაროები არის მცენარეები. უჯერი ცხიმების სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესების ამაღლება, ხოლო ნაჯერი მჟავეებიის ზედმეტმა რაოდენობამ აწიოს ორგანიზმში ქოლესტერინის დონე და გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომაც საკვებთან ერთად ორგანიზმში უნდა შევიდეს ორივე ჯგუფის ცხიმმჟავები სწორი შეფარდებით : 35 -40 % -ნაჯერი, და 60 -65 % - უჯერი. 33 ომეგა - ცხიმის მჟავები ომეგა-ცხიმის მჟავებს აქვთ სამი ძირითადი იზომერი : ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9. ომეგა-3 და ომეგა-6 ვიღებთ მხოლოდ საკვებიდან : 1) ომეგა-3 შემოდის თევზიდან და სელის ზეთიდან. 2) ომეგა-6 შემოდის მცენარეული ზეთებიდან : სიმინდის, სელის, მზესუმზირის, კუნჟუტის და სხვ. 3) ომეგა-9 ცხიმები შემოდის მცენარეული ზეთებიდან, ასევე მათ შეუძლიათ ჩვენ ორგანიზმში სინთეზირება. ომეგა-6 და ომეგა-9 პასუხისგებელნი არიან ანთებით პროცესებზე ორგანიზმში, ომეგა-3 კი გააჩნია ანთებასაწინააღმდეგო თვისებები. ომეგა-6 და ომეგა-9 მჟავების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება. 34 ომეგა-ცხიმის მჟავები ომეგა-3 მჟავები იხსნება ორ შენაერთში : ეთილის ეთერში და ტრიგლიცერიდებში. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ ტრიგლიცერიდები - არის ბუნებრივი ფორმა, რომელშიც ომეგა არის თევზში, ხოლო ეთილის ეთერი - სინთეტიკური ფორმაა, რომელსაც ომეგაა-3 მჟავების დიდი კონცენტრაცია აქვს . ათვისების დონით ისინი იდენტურებია. ომეგა-3 ცხიმმჟავები არის 4 : 1) ეიკოზაპენტანის /EPA. 2) დოკოზაჰექსანის /DHA. 3) დოკოზაპენტანის /DPA. 4) ალფა-ლინოლენის /ALA. ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანია EPA და DHA. ძირითადი ფუნქციები : ეიკოზაპენტანის მჟავა /EPA 1) ამცირებს ქოლესტერინის დონეს. 2) აუმჯობესებს სისხლის დენადობას. 3 )ინარჩუნებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემია ჯანმრთელობას. *ყველაზე მეტად უხდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის და სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს. დოკოზაჰესანის მჟავა /DHA -1) ინაჩუნებს სისხლძარღვების ელასტიურობას. 2) ხელს უწყობს ტვინის მუშაობას. 3) მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის განვითარებისთვის. *განსაკუთრებით უხდება ბავშვებს და დიდებს, რომლებმაც გადაიტანეს ტვინის ტრავმა, რადგან მონაწილეობენ ტვინის ახალი უჯრედების ზრდაში. დოკოზაპენტანის მჟავა /DPA – 1) ამცირებს სისხლის შედედებას. 2)აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. *ორგანიზმში გადაიქცევა EPA და DHA. ალფა-ლინოლენის მჟავა / ALA – 1) ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას. 2) ეხმარება ალერგიების ფსორიაზის და დიაბეტის დროს. *ორგანიზმში გადაიქცევა EPA და DHA. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 600 – 2000 მგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 150 – 800 მგ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების დარღვევა. 35 კრილის ზეთი კრილი არის პლანქტონური ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ოკეანის წყლებში. მათი ხირცი მდიდარია ომეგა-3 ცხიმმჟავებით (EPA და DHA), ასევე ფოსფოლიპიდებით და ასტაქსანტინით. ფოსფოლიპიდები ზრდიან ომეგა-3 შეთვისების დონეს. ასტაქსანტინი - არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ინარჩუნებს უჯრედებს დაზიანებისგან და ასევე აქვეითებს ომეგა-3 დაჟანგვას. *ფოსფოლიპიდების და ასტაქსანტინის შესახებ საუბარი იქნება მომდევნო თავებში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1000 -3000 მგ. ბავშვები : წონიდან გამომდინარე : 500 – 1000 მგ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. 36 ვირთევზას ღვიძლის ზეთი ვირთევზას ღვიძლის ზეთში არის ომეგა -3, ასევე ვიტამინები A და D. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 2000 მგ. ბავშვები : წონის მიხედვით : 500 – 1000 მგ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. 37 საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები MCT საშუალო (შუა) ჯაჭვის ტრიგლიცერიდები (MCT-Medium-chain triglycerides) - არის ადვილად ათვისებადი ცხიმის მჟავების სახეობა, რომლებიც აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისთვის. მათი ათვისების მაღალი დონე ორგანიზმს აძლევს საშუალებას სწრაფად დაშალოს ისინი კეტონებამდე - ნივთიერებებამდე, რომლებიც გამოიყენება ენერგიის საშუალებად ცხიმებიდან. ამიტომაც MCT ზეთს ხშირად გამოიყენებს კეტოდიეტაზე მყოფი ხალხი (კალორიების დაბალი შემცველობით). MCT ზეთი შედგება ორი ცხიმმჟავისაგან : 1) კაპრილის და 2) კაპრინის. ისინი მიიღება ქოქოსის ზეთისგან. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 5- 10 გრ. ბავშვები : 1- -5 გრ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. 38 საღამოს პრიმულას (პრაიმროს) ზეთი. საღამოს პრიმულა (ენოთერა) - არის მცენარე, რომელიც გამოიყენება ქალების დაავადებების სამკურნალოდ. ძირითადი ფუნქციები : 1) ნორმაში მოჰყავს ესტროგენების დონე და ამცირებს პოსტმენსტრუალურ სინდრომს. 2) ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას და ელასტიურობას. 3) ეხმარება დერმატიტების, ეგზემის და ფსორიაზის დროს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1000 -3000 მგ. ბავშვები : არ უნიშნავენ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და ტირკმელების ფუნქციების დარღვევა. 39 კოლაგენი და ქონდროპროტექტორები კოლაგენი - არის ცილა, ამინომჟავების, - როგორიცაა გლიცინი (30-40 %), პროლიზინი (15 %), ლიზინი (5-10 %) და სხვ. - პეპტიდური კავშირი. კოლაგენი შეადგენს ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის საფუძველს და უზრუნველჰყოფს მის სიმკვრივეს და ელასტიურობა. Colla ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს „წებო“-ს. ასე უწოდეს იმიტომ, რომ კოლაგენი „აწებებს“ ორგანიზმის უჯრედებს ერთმანეთთან. *ამინომჟავებზე - გლიცინი, პროლინი და ლიზინი - დაწვრილებით ვისაუბრებთ შემდეგ თავში. კოლაგენი მიიღება ორი წყაროდან : ცხოველური (საქონლის ხორცი და ქათამი), ასევე ზღვის (თევზი და მოლუსკები). ზღვის წყარო ითვლება უფრო ბიოშეღწევადად, იმიტომ, რომ მისი მოლეკულა უფრო პატარაა და უფრო ადვილად იშლება. 40 კოლაგენი სულ არსრებობს 25 ტიპის კოლაგენი, მაგრამ ადამიანის ორგანიზმში მთელი კოლაგენის 90 % მიდის პირველ და მეორე ტიპზე. პირველი ტიპის კოლაგენი - ყველაზე გავრცელებულია ადამიანის ორგანიზმში (ძირითადი 3 ტიპის კოლაგენის 90 %) და ყველაზე ძლიერი ტიპის კოლაგენი არის ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მონაწილეობს მყესების, ლიგატების (დამაკავშირებელი ქსოვილები), ძვლების, ორგანოების, კანის, ფორმირებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ქსოვილების, ჭრილობების რეგენერაციისთვის და კანის ელასტიურობისთვის. მეორე ტიპის კოლაგენი - მონაწილეობს ლიგატების და მყესების შენებაში. ეფექტურია ართრიტების, რევმატიზმის, სახსრებში ანთებითი პროცესების მკურნალობისთვის ( განსაკუთრებით ასაკობრივის). კოლაგენის იშვიათი ფორმაა, რომელიც მიიღება ქათმისგან, შეფუთვაზე აქვს წარწერა : მეორე ტიპის დენატურირებული კოლაგენი ( UC-II) . მესამე ტიპის კოლაგენი - მონაწილეობს ორგანოების, სისხლძარღვების, კანის, თმების და ფრჩხილების შენებაში, ინარჩუნებს მათ მოქნილობას და ელასტიურობას. მისი დეფიციტი იწვევს სისხლძარღვების მტვრევადობის მაღალ რისკს, ასევე კანის ელასტიურობის დაქვეიტებას, თმების და ფრჩხილების მტვრევადობას. ჩვეულებრივ მიდის პირველი ტიპის კოლაგენთან ერთად. დოზირება : მამაკაცები და ქალები : კოლაგენი I + III ტიპი : 5 – 10 გრ. კოლაგენი II ტიპის (UC- II) : 40 – 80 მგ. ბავშვები : კოლაგენი I + III ტიპი : 2- 5 გრ. კოლაგენი II ტიპის (UC-II) : ძირითად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევა. 41 ქონდროპროტექტორები ქონდროპროტექტორები - არის ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც ინარჩუნებს საყრდენმამოძრავებელი აპატატის ჯანმრთელობას, იცავს მას გარე ფაქტორების დაზიანებისა და ასაკობრივი ცვლილებისგან, ასევე აჩქარებენ სახსრების, მყესების და ლიგატების პოსტტრავმულ აღდგენას. არსებობს სამი ძირითადი ქონდროპროტექტორი: 1) გლუკოზამინი. 2) ქონდროიტინი. 3) მეთილსულფონილმეტანი (MCM). გლუკოზამინი / Glucosamine - არის ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილი, შედის სინოვიალური სიხის შემადგენლობაში. ძირითადი ფუნქციები : 1) აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს, 2) ზომიერად აქვეითებს ანთებით პროცესს სახსრებში, 3) ამაღლებს სასხრების მოძრაობას სიარულისას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 750 – 1500 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტენლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ქონდროიტინი / Chondroitine - არის პოლისაქარიდი, ხრტილების და ლიგატების კომპონენტი, რომელიც ინარჩუნებს მათ ელასტიურობას და სიმკვრივეს. ძირითადი ფუნქციები : 1) გამოიყენება ართრიტების, ოსტეოფოროზის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. 2) აჩქარებს სახსრის ჩანთის და ძვლის ქსოვილის აღდგენას მოტეხილობის შემდეგ. 3) აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 750 – 1500 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მოშლა. 42 ქონდროპროტექტორები მეთილსულფონილმეთანი / Mrthylsulfonylmethane / MCM წარმოადგენს ორგანულ გოგირდს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანთებასაწინააღმდეგო მოქმედება. ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს ანთებას სახსრებში, ლიგატებში და მოტეხილობის ადგილებში. 2) ამცირებს ტკივილის სინდრომს საყრდენ - მამოძრავებელ აპარატში. 3) არის ართრიტების და ოსტეოპოროზების ძლიერი პროფილაქტიკა. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 1000 -2000 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ბოსველია / Boswellia . არსებობს მცენარის ექსტრაქტი, რომელიც არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩ ებელი და ძლიერი ანთებასაწინააღმდეგო საშუალება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის. ბოსველია არის ხე, რომლიდანაც იღებენ საკმეველს (გუნდრუკს). ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს სახსრებში ტკივილის სინდრომს. 2) აჩქარებს ხრტილების და ლიგატების აღდგენას ტრავმების შემდეგ.. 3) აქვეითებს მთელ ორგანიზნში ანთებით პროცესებს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 250 – 1000 მგ. ბავშვები : ძირითადად არ ენიშნებათ. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევა. 43 პროტეინები და გეინერები პროტეინი წარმოადგენს ცილოვან ნაზავს, რომელიც გამოიყენება კუნთოვანი ქსოვილების ზრდისთვის და ორგანიზმში ცილების დეფიციტის აღსადგენად. პროტეინი = ცილა ცილა არის მრავალი ქსოვილის სამშენებლო მასალა ( მათ შორის კუნთოვანი ქსოვილის) , ამიტომ უნდა შედიოდეს ორგანიზმში დიდი რაოდენობით საკვებთან ან კოკტეილებთან ერთად. ცილის ნაზავები დაბალკალორიულებია, ამასთან ერთად , კარგად აცხრობენ მადას, ამიტომ მათი გამოყენება ჭარბწონიანი პირებისთვის შეიძლება საკვების ნაცვლად. ცილის მოთხოვნილების გათვლა დღეში : დაბალი დონის ფიზიკური დატვირთვა : 0,5 გრ /1 კგ წონაზე. ზომიერი დონის ფიზიკური დატვირთვა : 1 გრ / 1კგ წონაზე. მაღალი დონის ფიზიკური დატვირთვა არაუმეტეს 1.5გრ/წონაზე 44 პროტეინი პროტეინის სახეობები : ცხოველური : 1) შრატის (ვეი / Whey). 2) რძის ( კაზეინი / Milk protein). 3) კვერცხის ( Albumin / Egg protein ). 4) ძროხის ხორცის ( Beef) . მცენარეული : 1) სოიოს / Soy. 2) კანაფის (Hemp ). 3) მზესუმზირის (Sunflower). 4) გოგრის ( Pumpkin). ასევე არსებობს კომპლექსური პროტეინები, რომელთა შემადგენლობაში შედის რამოდენიმე სახეობის ცილა. შრატის პროტეინი : - პროტეინის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. არის სწრაფადშეთვისებადი ცილა, როლელსაც მიიღებენ რძის შრატიდან. არსებობს შრატის პროტეინის გასუფთავების სამი საფეხური : 1) კონცენტრატი / Concentrate – ცილების 80% - მდე (ლაქტოზა შემადგენლობაში ) 2) იზოლატი / Izolate – ცილების 90% -მდე ( ლაქტოზის მინიმალური შემცველობა). 3) ჰიდროლიზატი / Hidrolysate - ცილების 98% - მდე (ულაქტოზო). რძის პროტეინი : (კაზეინი) არის გავრცელების მიხედვით პროტეინის მეორე სახეობა. ის ყველაზე ნელი ცილაა შეთვისების დონის მიხედვით. იწარმოება რძის მასიდან შრატის გამოყოფის შემდეგ. კაზეინის სახეობები : 1) მიცელარული კაზეინი - დაუმუშავებელი, ნელი შეთვისება ( ლაქტოზის დაბალი შემცველობა). 2) კაზეინის ჰიდროლიზატი დამუშავებული სწრაფი შეთვისება ( ლაქტოზის მინიმალური შემცველობა). 3) კალციუმის კაზეინატი - არის მხოლოდ კომპლექსურ შემადგენლობაში, ნელა შეითვისება ( ლაქტოზის დაბალი შემცველობა ) . კვერცხის პროტეინი (ალბუმუნი ) გავრცელების მიხედვით მესამე ცილაა -კვერცხის ალბუმინი. ითვლება ყველაზე სწრაფ და ადვილ შეთვისებად ცილის სახეობად. მიიღება კვერცხის ცილებიდან და არ შეიცავს ლაქტოზას. ძროხის ხორცის პროტეინი - მიიღება ძროხის ხორციდან, ითვლება სწრაფად ათვისებად ცილად, რომელიც ათვისების სიჩქარით შეედრება შრატის ცილას. არ შეიცავს ლაქტოზას. 45 პროტეინები კიდევ არსებობს პროტეინის მცენარეული ფორმები, რომლებშიც ცილების კონცენტრაცია უფრო დაბალია და ამინომჟავების პროფილი უფრო მწირია, მაგრამ მათში არ არის ცხოველური პროდუქტები და ლაქტოზა. ისინი შესანიშნავია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის. *ამინომჟავების პროფილი - არის ამინომჟავების ნაირსახეობა, რომლებიც შედის ცილების შემადგენლობაში. სოიოს პროტეინი : მცენარეული პროტეინის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მიიღება სოიოს მარცვლებიდან. წარმოადგენს ნელად ათვისებად ცილის სახეობას. ზოგ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, აქვს ძალიან ღარიბი ამინომჟავური პროფილი და არ არის რეკომენდირებული მამაკაცებისთვის, რადგან შეიცავს მცენარეულ ესტროგენებს - ქალის სასქესო ჰორმონებს. კანაფის პროტეინი : მცენარეული პროტეინების გავრცელებით მეორე სახეობაა. მიიღება სათესი კანაფის თესლიდან, არ შეიცავს კანაბინოიდებს. ათვისებით არის საშუალო სიჩქარის ცილა და ერთერთი ყველაზე მდიდარი ამინომჟავების პროფილი მცენარეულ ცილებს შორის, ამიტომ, მას შეუძლია ნაწილობრივ შეცვალოს ცხოველური პროტეინი. მზესუმზირის პროტეინი : მიიღება მზესუმზირის თესლის გულიდან. არის ათვისებით საშუალო სიჩქარის პროტეინის სახეობა. გააჩნია კარგი ამინომჟავების პროფილი. გოგრის პროტეინი : მიიღება გოგრის თესლის გულებიდან. არის სწრაფაშეთვისებადი პროტეინის სახეობა. აქვს კარგი ამინომჟავების პროფილი. დოზირება და მიღების წესი : ქალები და მამაკაცები : 1 – 2 ულუფა დილით და /ან ვარჯიშის შემდეგ. 46 გეინერები გეინერები - არის ცილების და ნახშირბადების ნაზავი, რომელთა დანიშნულებაა რაციონის კალორიულობის გაზრდა და სხეულის მასის მომატება. ნახშირბადების წყალობით თავის შემადგენლობაში ბევრად მეტი კალორულობა აქვთ, ვიდრე პროტეინს. ძირითადად გეინერები მიდის რძის შრატზე, მაგრამ არის ასევე ვარიანტები ცილების სხვა სახეობებზე ან პროტეინების კომპლექსზე. წყალბადები გეინერების შემადგენლობაში არის ორი სახეობის : 1) სწრაფი და 2) ნელი. სწრაფ წყალბადებს მიეკუთვნება ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ფრუქტოზა, მალტოზა, დექსტროზა (ყურძნის შაქარი), გლუკოზა, მალტოდექსტრინი (ბადაგი) სახამებელი. ნელ წყალბადებს მიეკუთვნება დაფქვილი მთელმარცვლოვანი ჭვავი და ქერი / ქერის ფქვილი, ამილოპექტინი, ოლიგასაქარიდები, იზომალტულოზა. უმჯობესია პრიორიტეტი მივანიჭოთგ გეიმერებს, რომლებშიც ჭარბობს ნელი წყალბადები - სწრაფ წყალბადებთან შედარებით. ისინი ნელა ამაღლებენ ინსულინს, ნაკლებად ტვირთავენ კუჭქვეშა ჯირკვალს, უფრო დიდხანს კვებავენ მას, არ აკავებენ წყალს და არ იწვევენ „ჭუჭყიანი“ მასის დიდი რაოდენობით დაგროვებას. დოზირება : ქალები და მამაკაცები : 1 – 2 ულუფა დილით და / ან ვარჯიშის შემდეგ. 47 კრეატინინი კრეატინი - კარბონის მჟავა, მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში კუნთებსა და ნერვულ ქსოვილებში. კრეატინის ფორმებია : 1) კრეატინ მონოჰიდრატი - კლასიკური, აკავებს წყალს. 2) კრეატინ ჰიდროქლორიდი - კლასიკური, არ აკავებს წყალს. ძირითადი ფუნქციები : ზრდის კუნთების ძალას და ამტანობას. 3) აჩქარეებს კუნთოვანი მასის ზრდას. 4) აჩქარებს ვარჯიშის შემდეგ აღდგენას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 5 – 10 გრ. ბავშვები : არ ენიშნება. უკუჩვენებები : ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. *კრეატინინი მიიღება კურსებად 1 – 2 თვე, რადგან შენდეგ მისი ეფექტურობა იკლებს და იზრდება დატვირთვა თირკმელებზე. 49 ცხიმისმწველები ცხიმისმწველები - არის წონის დასაკლები პრეპარატები. ისინი იყოფა ორ ჯგუფად : ლიპოტროპიკები. 2) თერმოჯენიკები. 1) ლიპოტროპიკები - არის პრეპარატები, რომლებიც უშვებენ ლიპოლიზის პროცესს - ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას და მის გამოყენებას ენერგიის სახით. ძირითადად ლოპოტროპიკები აუმჯობესებენ ინსულინისადმი მგრძნობელობას და აუმჯობესებენ ცხიმების ცვლას ორგანიზმში. ლიპოტროპიკებს მიეკუთვნება მცენარეების ექსტრაქტების უმეტესობა, ზოგი მინერალი და ვიტამინებისმაგვარი შენაერთები. ყველაზე პოპულარული ლიპოტროპიკები არის ლ-კარნიტინი და ქრომი. ასევე ლიპოტროპიკებს მიეკუთვნება : 1) კამბოჯური გარცინა / Garcina Cambogia / AyurSlim. 2) ალფა - ლიპოის მჯავა / Alfa –lipoic acid /ALA. 3) კონიუგირებული ლინოლის მჟავა / Conjugated linoleic acid / CLA. 4) ინოზიტოლი. ლიპოტროპიკების უმეტესობა არ არის საშიში და არ მოქმედებენ ნეგატიურად ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემების მუშაობაზე თერმოჯენიკები - მოცემული პრეპარატები უმნიშვნელოდ უმატებენ სხეულის ტემპერატურას, რის გამოც აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ორგანიზმი უფრი სწრაფად ხარჯავს კალორიებს. თერმოჯენიკებს მინაკუთვნებთ : 1) გუარანა / Guarana. 2) კოფეინი. 3) იუხიმბინი /Yohimbine. 4) სინეფრინი / Synephrine. 5) მწვანე ჩაის ექსტრაქტი . 6) კაიენის წიწაკა / Cayenne. 7) ქოლინი. ბევრი თერმოჯენიკი ახდენს მასტიმულირებელ ეფექტს და შეუძლიათ მოუმატონ პულსი და სისხლის წნევა, ამიტომ არ არის მათი მიღება რეკომენდირებული მაღალი ნერვული აღგზნებადობის, გულსისხლძარღვთა სისტემის და ჰიპერტონიის მქონე პირთათვის. ბევრ კომპლექსში არის ლიპოტროპიკებიც და თერმოჯენიკებიც პრეპარატის ეფექტურობის ასამაღლებლად. ჩვენ არ ვიძლევით მოცემული პრეპარატების მუდმივად მიღების რეკომენდაციას !!! მათი მიღება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი უნდა გაკეთდეს შესვენება. 50 ვარჯიშისწინა კომპლექსები ვარჯიშისწინა კომპლექსები ზრდიან ენერგიის რაოდენობას და ძალას ვარჟიშის წინ. მოცემული პრეპარატები მიდიან მასტიმულირებელ ნივთიერებებზე, ამიტომ მათი მიღება არ რის რეკომენდებული მაღალი ნერვული აღგზნების, გულის მუშაობის დარღვევის და ჰიპერტონიის მქონე პირთათვის . ყველაზე გავრცელებული ვარჯიშისწინა პრეპარატებია : 1) კოფეინი. 2) გუარანა 3) იოხიმბინი. კიდევ არსებობს კომპლექსები, რომელთა შემადგენლობაში არის ნოოტროპული პრეპარატები, რომლებიც ამაღლებენ ყურადრების ფოკუსს და კონცენტრაციას, ასევე ამაღლებენ ნერვული სისტემის რესურსებს. ჩვენ არ ვუწევთ ამ პრეპარატების ყოველი ვარჯიშის წინ მიღების რეკომენდაციას. მიიღეთ კვირაში 3 ჯერ. 51 ელექტროლიტები და იზოტონიკები ელექტროლიტები - არის კომპლექსები ძირითადი მინერალების მარილების საფუძველზე : მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის. ელექტროლიტებს მიიღებენ წყლისა და მარილის ბალანსის აღსადგენად, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ხელშესაწყობად და ნერვული გამტარიანიბისთვის. წყლის და მარილის ბალანსის დარღვევისას შეიძლება აღინიშნებიდეს გულის მუშაობის დარღვევა, კრუნჩხვები, კუნთების სპაზმები, კუნთოვანინ ძალის დაქვეითება და დაღლილობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროლიტები მაღალი ინტენსივობით დატვირთული სპორცმენებისთვის : ფეხბურთელები, ჰოკეისტები, მარაფონელები, მოჭიდავეები და ა.შ. ისინი ოფლთან ერთად ბევრად უფრო სწრაფად კარგავენ ელექტროლიტებს. იზოტონიკები - არის ვიტამინებისა და ელექტროლიტების (მინერალური) კომპლექსები, რომელთა შემადგენლობაში არის როგორც ელექტროლიტები, ასევე ვიტამინები. ვიტამინები დამატებულია იმ დეფიციტების აღსადგენად, რომლებსაც კარგავენ სპორცმენები თავიანთი მიდრეკილებებიდან გამომდინარე. 52 ამინომჟავები ამინომჟავები - არის აზოტის შემცველი შენაერთები, რომლებიც წარმოადგენენ ცილის შემადგენელ ნაწილს. ამინიმჟავები არის ორი სახის : 1) შეუცვლელი . 2) შეცვლადი . 53 შეუცვლელი ამინომჯავები შეუცვლელ ამინომჟავებს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საკვებთან ერთად, ორგანიზმში არ ხდება მათი სინთეზი. ამინომჟავები განშტოებული გვერდითი ჯაჭვით (BCAA). BCAA ითვლის სამ ამინომჟავას : 1) ლეიცინი 2) იზოლეიცინი, 3) ვალინი. სამივე ამინომჟავა მონაწილეობს ცილების სინთეზში, ამიტომ მიიღება კუნთოვანი მასის ზრდისა და აღდგენისთვის. კომპლექსში ჩვეულებრივ ჭარბობს ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი მოდიან თანაბრად. კლასიკური შეფარდება : 2:1:1, 4:1:1, 8:1:1 და ა.შ. 20:1:1-მდე. დოზირება : 5 გრ 1-2 ჯერ ვარჯიშის წინ/ დროს/ შემდეგ. მეთიონინი / Methionine. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს ღვიძლის ჯაანმრთელობას. 2) მონაწილეობს ტაურინის სინთეზში. 3) მონაწილეობს ნაღველის წარმოქმნაში. დოზირება : 500 – 2000 მგ. ლიზინი / Lysine . ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს იმუნურ სისტემას და კლავს ვირუსებს ( განსაკუთრებით ჰერპესის ვირუსს). 2) მონაწილეობს კანის, თმების და კუნთების უჯრედების სინთეზში. 3) აუმჯობესებს მცირე მენჯის ორგანოების კვებას. დოზირება : 750 – 3000 მგ. 54 შეუცვლელი ამინომჟავები ტრეონინი / Treonine. ძირითადი ფუნქციები : 1) ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას. 2) აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტიურ ფუნქციებს. 3) ხელს უწყობს ნერვული იმპულსის გადაცემას. დოზირება : 500 – 1000 მგ. ტრიპტოპანი / Tryptophan - მისი ფორმებია : 1) ტრიპტოფანი - კლასიკური 2) 5-HTP - აქტიური. ძირითადი ფუნქციები : 1) გააჩნია ანტიდეპრესიული ეფექტი და ასწორებს ემოციურ ფონს. 2) აუმჯობესებს დაძინებას და ძილის სიღრმეს. 3) მონაწილეობს მელატონინის და სერატონინის სინთეზში. დოზირება : 500 -1000 მგ ტრიპტოპანისთვის, 100 – 300 მგ 5-HTP-სთვის. ფენილალანინი / Phenylalanine . ძირითადი ფუნქციები : 1) მონაწილეობს თიროზინის, ფარისებრი ჯირკვლის და თირკმელზედა ჯირკვლების სინთეზში ( ადრენალინის და ნორადრენალინის სინთეზში). 2) ამაღლებს განწყობას, მოტივაციას. 3) აჩქარებს მეტაბოლიზმს. დოზირება : 500 – 2000 მგ. გისტიდინი / Histidine . ძირითადი ფუნქციები : 1) ასტიმულირებს ქსოვილების ზრდას და აღდგენას. 2) ინარჩუნებს ჰემოგლობინის დონეს. 3) კარგია რევმატიზმსა და წყლულების დროს. დოზირება : 500 – 2000 მგ. 55 შეუცვლელი ამინომჟავები 56 შეცვლადი ამინომჟავები შეცვლადი ამინომჯავები არის როგორც საკვებში, ასევე იწარმოებიან ჩვენი ორგანიზმის მიერ სხვა ამინომჟავებიდან. გლუტამინი / Glutamini ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს იმუნურ სისტემას . 2) ახორცებს ლორწოვან გარსს (გასტრიტები, წყლულები). 3) აჩქარებს კუნთების აღდგენას. დოზირება : 2 – 10 გრ. ბეტა- ალანინი / Beta-alanine. ძირითადი ფუნქციები : 1) ამაღლებს ამტანობას და კუნთების ძალას. 2) აჩქარებს ფიზიკური დატვირთვის შემდგომ აღდგენას. 3) ამსუბუქებს ქალებში კლიმაქსის დროს ალების სიმპტომებს. დოზირება: 500-3000მგ ტაურინი / Taurine ძირითადი ფუნქციები : 1) ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას და მიოკარდიუმის კვებას. 2) მონაწილეობს ნაღველის წარმოებაში. 3) ხელს უწყობა თვალების კვებას. დოზირება : 500 – 2000 მგ. 57 შეცვლადი ამინომჟავები ცისტეინი / Cystine. ფორმები : 1) ცისტეინი - კლასიკური. 2) აცეტილ - ცისტეინი (NAC) -აქტიური. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს ღვიძლის ჯანმრთელობას. 2) გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. 3) გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და მძიმე მეტალები. 4) მონაწილეობს გლუტატიონის სინტეზში *გლუტატიონის შესახებ გაიგებთ თავში „ანტოიქსიდანტები“. დოზირება : 600-2000 მგ. გლიცინი / Glycine. ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს დაძაბულობას და სტრესის დონეს. 2) ადუნებს კუნთებს და ნერვულ სისტემას. 3) მონაწილეობს კოლაგენის და გლუტატიონის სინთეზში. დოზირება : 5 -10 გრ. პროლინი / Proline ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს კანის, თმების და ფრჩხილების ჯანმრთელობას. 2) მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. 3) ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. 58 შეცვლადი ამინომჟავები სერინი / Serine ძირითადად გვხვდება ფოსფოტიდილსერინის სახით. ძირითადი ფუნქციები : 1) ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას. 2) მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის წარმოებაში. 3) იცავს ღვიძლს დაზიანებებისგან. დოზირება : 2 -10 გრ. თიროზინი / Tyrosine ძირითადი ფუნქციები : 1) დოფამინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ადრენალინის და ნორადრენალინის სინთეზი. 2) აუმჯობესებს განწყობას და მოტივაციას. 3) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. დოზირება : 1 – 5 გრ. 59 შეცვლადი ამინომჟავები არგინინი / Arginine არგინინის ფირმები : 1) არგინინი - კლასიკური 2) არგინინი ალფა - კეტოგლუტარატი - უფრო ადვილად ათვისაბადი. ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს ვენოზურობას და კუნთების შევსებას ვარჯიშზე. 2) აჩქარებს კუნთოვანი მასის ზრდას. 3) ზრდის ამტანობას და კუნთების ძალას. დოზირება :2-5გრ. ციტრულინი / Citrulline ძირითადი ფუნქციები : 1)აუმჯობესებს ქსოვილების კვებას. 2) აუმჯობესებს სპორტულ მაჩვენებლებს. 3) ორგანიზმიდან გამოჰყავს ამიაკი. *ციტრულინიდან აწარმოებენ არგინინს, ამიტომ მათი თვისებები შეიძლება იდენტური იყოს. დოზირება : 3 -10 გრ. ორნიტინი / Ornithine ძირითადი ფუნქციები : 1)ინარჩუნებს ღვიძლის ჯანმრთელიბას. 2) ორგანიზმიდა გამოჰყავს ამიაკი. 3) ამაღლებს ვენოზურობას და კუნთების შევსებას ვარჯიშზე. დოზირება : 3 -5 გრ. 60 ჰიმალაია და აიურვედა აიურვედა / აიურვედული მედიცინა - ნუტრიცევტული მედიცინის ძველი მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყერა ინდოეთში. აიურვედაში თვლიან, რომ ადამიანის სხეული შედგება სხეულის სამი ენერგიისაგან, რომელსაც ეწოდება „დოშა“ : 1) ვატა - დოშა - ქარის დოშა. პასუხისგებელია მოძრაობასა და სიჩქარეზე. მეტწილად აქვთ გამხდარ , მაღალ და მშფოთავ ადამიანებს. 2) პიტა - დოშა - ცეცხლის დოშა. პასუხისგებელია ჰორმონალურ ფონსა და საჭმელის მონელებაზე. მეტწილად აქვთ სპორტულ, ფიცხ და ენერგიულ ადამიანებს. 3) კაპხა - დოშა - მიწის დოშა. პასუხისგებელია გაწონასწორებაზე, ძვლების ზრდაზე, ზურგის და ტორსის სიგანეზე. მეტწილად გააჩნიათ ძლიერ, სავსე და მშვიდ ადამიანებს. აიურვედა გვეუბნება, რომ ამ სამი დოშას დისბალანსი იწვევს დაავადებებს, ამიტომ უნდა შენარჩუნდეს წონასწორობა , რომელიც რეგულირდება ბალახებისა და ვარჯიშების დახმარებით. 61 ჰიმალაია ეს არის ფირმა, რომელიც უშვებს აიურვედულ ბალახებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებისთვის. ქვემოთ ჩამოვთლი იქნება მცებარეების ექსტრაქტები. *ამ ფირმის ყველა პრეპარატი მიიღება 1-2 აბი 1-2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ტაგარა / Tagara. კატაბალახა, ნორმაში მოჰყავს ვატა-დოში და კაპხა-დოში. ძირითადი ფუნქციები : 1) ამშვიდებს ნერვულ სასტემას. 2) გააჩნია დამაძინებელი ეფექტი. 3) ხსნის ტკივილს. ლაზუნა /Lasuna. ნიორი, აქვეითებს ვატა-დოშის და კაპხა-დოშის, ამაღლებს პიტა-დოშის. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეიტებს ქოლესტერინის დონეს. 2) ათხელებს სისხლს. 3) ნაწლავების ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ბრამი / Brahmi. ბაკოპა, ამცირებს ვატა-დოშის და კაპხა-დოშის. ძირითადი ფუნქციები: 1) ასწორებს ემოციურ ფონს. 2) ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას. 3) გააჩნია ნოოტროპული ეფექტი. ამალაკი / Amalaki. ამლა ანუ ინდური ხურთკმელი, ნორმაში მოჰყავს ბატა-დოში და პიტა-დოში. ძირითადი ფუნქციები : 1) ამაგრებს იმუნიტეტს. 2) იცავს ღვიძლს. 3) აუმჯობესებს საჭმელის მონელებას. 62 ჰიმალაია იაშტიმადხუ / Yashtimadhu. ძირტკბილა - ამშვიდებს ვატა-დოშის და პიტა-დოშის. ძირითადი ფუნქციები : 1) ახორცებს კუჭის და ნაწლავების კედლებს. 2) გააჩნია იმუნომოდულირების თვისებები. 3) აუმჯობესებს ნახველის გამოყოფას. შიგრუ / Shigru. მორინგა - ნორმაში მოჰყავს ვატა-დოშა და კაპხა-დოშა. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობას. 2) ამცირებს სახსრებში ტკივილის სინდრომს. 3) აჩქარებს მყესების, ლიგატების და ძვლების შეხორცებას ტრავმების შემდეგ. მეშაშრინგი / Meshashringi . გურმანი ანუ ჯიმნემა სილვესტრა, აქვეითებს კაპხა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში. 2) ამცირებს ტკბილისადმი მოთხოვნილებას. 3) ეხმარება დიაბეტის დროს. კისტ-ალ-ჰინდი / Qist-al-hindi. ბალანსში მოჰყავს ვატა-დოშა, ამაღლებს პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აჩქარებს ლორწოვანი გარსის და კანის საფარის შეხორცებას. 2) ინარჩუნებს კუჭნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას. 3) ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. 63 ჰიმალაია პუნარნავა / Punarnava - არეგულირებს ვატა-დოშის, კაპხა-დოშის და პიტა-დოშის. ძირირადი ფუნქციები : 1) გააჩნია შარდმდენი მოქმედება და ებრძვის შეშუპებებს. 2) ხელს უშლის კენჭების დაგროვებას თირკმელებში. 3) ეხმარება შარდ-სასქესო ინფექციების დროს. ჰარიდრა / Haridra - კურკუმა აქვეითებს კაპხა-დოშას, ზრდის ვატა-დაშას და პიტა-დოშას ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს ღვიძლის ჯანმრთელობას. 2) აქვეითებს ანთებას. 3) ხელს უწყობს საჭმელმომნელებელი სისტემის მუშაობას. ნიმი / Neem – აქვეითებს ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. 2) აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. 3) ამცირებს კუჭნაწლავის ტრაქტის ანთებას. გუდუჩი / Guduchi - გილოი , ტროპიკული ლიანაა, აბალანსებს ვატა-დოშის და კაპხა-დოშის. ძირითადი ფუნქციები : 1) ძლიერი იმუნომოდულატორი. 2) აჩქარებს გამოჯანმრთელებას გაცივების შემდეგ. 3) ამცირებს ანთებას. გუგული / Shudda-Guggulu - ამავე სახელწოდეების ბუჩქის ფისი. აქვეითებს პიტა-დოშუს, ზრდის ვატა- დოშუს. ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს სხეულის მასას. 2) აქვეითებს ქოლესტერინს. 3) ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. 64 ჰიმალაია კარელა / Karela - მწარე ნესვი, აბალანსებს კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ჯანმრთელობას. 2) ხსნის კანის ანთებას. 3) ნორმაში მოყავს შაქრის დონე სისხლში. ვასაკა / Vasaka - ამცირებს პიტა-დოშას და კაპხა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) გამოჰყავს ლორწო და ნახველი. 2) აჩქარებს გამოჯანმრთელებას გაციების შემდეგ. 3) ინარჩუნებს ბრონქების ჯანმრთელობას და ამცირებს შეშუპებას. გოკშურა / Gokshura - ტრიბულუს ტერესტრისი, აბალანსებს ვატა-დოშას კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს მამაკაცურ ჯანმრთელობას. 2) ამაღლებს ლიბიდოს და ერექციას. 3) აუმჯობესებს ტესტოსტერონის გამომუშავებას. შატავარი /Shatavari - ინდურიდან ითარგმნება, როგორც „ ასი ქმარი ჰყავს“ , ამცირებს ვატა- დოშას, პიტა-დოშას და კაპხა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ქალებში ინარჩუნებს რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობას. 2) ზრდის ნაყოფის ჩასახვის უნარს. 3) ზრდის ქალის ლიბიდოს. 65 ჰიმალაია შიზანდრა / Shizandra - ჩინური ლიმონის ბალახი, აბალანსებს ვატა-დოშას, კაპხადოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფინქციები : 1) ეხმარება სტრესთან ბრძოლაში. 2) ზრდის ძალის და ენერგიის რაოდენობას. 3) ასტიმულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. აიურსლიმი / AyurSlim - კამბოჯური გარცინია, აბალანსებს ვატა-დოშას და პიტადოშას, ამცირებს კაპხა-დაშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეითებს მადას. 2) იწყებს ლიპოლიზს. 3) აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. აშვაგანდა / Ashwaganda – ინდური ჟენ-შენი, „მამაკაცების შატავარი“, აქვეითებს ვატადოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს სტრესის დონეს. 2) ზრდის ორგანიზმის ადაპტიურ ფუნქციებს. 3) ამაღლებს ტესტოსტერონს და ლიბიდოს მამაკაცებში. ასევე არის ამ ფირმის კომპლექსური პრეპარატები: ტრიფალა, „სამი კენკრა“ - ამალაკი, ხარიტაკი და ბიბხიტაკი. ძირიტადი ფუნქციები : 1) ამაგრებს იმუნიტეტს. 2) ინარჩუნებს ღვიძლის ჯანმრთელობას. 3) აქვეითებს შარდმჟავას. 4) ამცირებს ნაწლავების ანთებას. 66 ჰიმალაია გაზექსი / Gasex - აბალანსებს კაპხა-დოშის და პიტა-დოშის. ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. 2) აძლიერებს ნაღველის სეკრეციას. 3) აუმჯობესებს ცილების, ცხიმების და წყალბადების გადამუშავებას და ათვისებას. ტრიკატუ /Trikatu – “სამი წიწაკა“ - გრძელი წიწაკა (კაენის წიწაკა), შავი წიწაკა და კოჭა. აქვეითებს ვატა-დოშას და კაპხა-დოშს, ამაღლებს პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს საჭმელის მონელებას. 2) ამაღლებს კუჭის მჟავიანობას. 3) ათხელებს სისხლს. ლივ.52 / Liv.52 აქვეითებს ვატა-დოსას, ამაღლებს კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. 2) აჩქარებს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას. 3) აუმჯობესებს ნაღველის გადინებას. ბონისანი / Bonnisan - აქვეითებს ვატა-დოშას. ძირიტადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს საჭმელგადამამუშავებლეი სისტემის ჯანმრთელობას. 2) უხდება ნაწლავების ჭვალებს. 3) ეფექტურია დიარეის და შეკრულობის დროს. 67 ჰიმალაია რუმალაია / Rumalaya – აქვეითებს ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობას. 2) აქვეითებს სახსრებში და კუნთებში ტკივილის სინდრომს. 3) აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას. პურიმი / Purim - აბალანსებს ვატა-დოშას, კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. 2) გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. 3) აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. მენტატი / Mentat - აქვეითებს ვატა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ხსნის დაძაბულობას. 2) აქვს სედატიური ეფექტი და აუმჯობესებს დაძინებას. 3) ზრდის კონცენტრაციას და დამახსოვრებას. სერპინა / Serpina - აქვეითებს ვატა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეითებს არტერიულ წნევას. 2) ეხმარება უძილობის და ნერვული აღგზნების დროს. 3) აქვეითებს სექსუალურ ჰიპერაღგზნებადობას და გაძლიერებულ სექსუალურ ლტოლვას. 68 ჰიმალაია ბრესოლი / Bresol - აბალანსებს ვატა-დოშას, კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ეფექტურია ალერგიული ბრონქიტის და რინიტის დროს. 2) იმუნომოდულატორია. 3) გამოაქვს ფილტვებიდან ნახველი და ცხვირის ღრუდან ლორწო. ცისტონი /Cystone - აღადგენს ვატა-დოშის ბალანსს. ძირითადი ფუნქციები : 1) ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. 2) გამოაქვს შარდმჟავა და მარილები. 3) ინარჩუნებს თირკმელების ჯანმრთელობას. სპემანი /Speman - ამაღლებს კაპხა-დოშას და პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ეფექტურია პროსტატის და პროსტატის ადენომის დროს. 2) ამაღლებს სპერმატოზოიდების მოძრაობას და რაოდენობას. 3) ინარჩუნებს მამაკაცურ ჯანმრთელობას. ტენტექსი /Tentex - აბალანსებს ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ზრდის ლიბიდოს და ერექციას. 2) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებში. ეხმარება ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 69 ჰიმალაია კონფიდო / Confido - აბალანსება ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ზრდის სპერმის რაოდენობას და ხარისხს. 2) ზრდის ტესტოსტერონის დონეს. 3) აღადგენს მამაკაცურ სასქესო ძალას. სეპტილინი / Septilin - აქვეითებს ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ბუნებრივი ანტიბიოტიკია. 2) ეფექტურია ინფექციების დროს. 3) იმუნომოდულატორია. პეილექსი / Pilex - ინარჩუნებს კაპხა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ეხმარება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. 2) ეფექტურია ბუასილის დროს. 3) აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. დიაბეკონ / Diabecon - აქვეითებს კაპხა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეითებს შაქრის დონეს. 2) აქვეითებს ტკბილისადმი ლტოლვას. 3) ეფექტურია დიაბეტის დროს. 70 ჰიმალაია აბანა / Abana - აქვეითებს ვატა-დოშას და კაპხა-დოშას, ზრდის პიტა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ამაგრებს გულის კუნთს. 2) ასუფთავებს სისხლძარღვებს და სისხლს. 3) ამცირებს თრომბოზის რისკს. ჰერბოლაქსი / Herbolax - აქვეითებს ვატა-დოშას, ამაღლებს კაპხა-დოშას და პიტადოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) ინარჩუნებს კუჭნაწლავის ტრაქტის ჯანმრტელობას. 2) აქვეითებს შებერილობას და მუცლის ჭვალებს. 3) ეფექტურია შეკრულობის დროს. მენოსანი / Menosan - აქვეითებს ვატა-დოშას. ძირითადი ფუნქციები : 1) აქვეითებს მენოპაუზის სიმპტომებს. 2) ასწორებს ემოციურ ფონს ქალებში კლიმაქსის დროს. 3) არის ჰშთ-ს ალტერნატივა ( ჰშთ-ჰორმონალური შემცვლელობითი თერაპია) ჰეირზონი / Hairzone 1) ასტიმულირებს ახალი თმების ზრდას. 2) აჩერებს თმების ცვენას. ოპტა კეირი / OpthaCare 1) ატენიანებს თვალებს. 2) ამცირებს თვალების ანთებას და დაღლილობას. ბრესოლე (ცხვირში) 1) ამცირებს ცხვირის ლორწოვანას შეშუპებას. 2) ეხმარება სურდოსა და ცხვირის ალერგუილი გაჭედილობის დროს. 71 საჭმლის მონელაბა საჭმლის მომნელებელი სისტემა - ორგანიზმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომლის გამართული მუშაობის გარეშე იტანჯება ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი. საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება 4 ძირითადი ნაწილისგან : 1) პირის ღრუ და საყლაპავი მილი, 2) კუჭი, 3) წვრილი ნაწლავი, 4) მსხვილი ნაწლავი. ამის გარდა საჭმელის მომნელებელ სისტემას მიეკუთვნება : 1) სანერწყვე ჯირკვლები, 2) ღვიძლი 3) ნაღვლის ბუშტი, 4) კუჭქვეშა ჯირკვალი. 72 საჭმლის მონელება პირში მოხვედრის შემდეგ საჭმელი განიცდის მექანიკურ დამუშავებას კბილების მიერ და გადაიქცევა ბოლუსად(ლუკმად), რის შემდეგ ჯერდება ნერწყვით. ნერწყვის შემადგენლობაში მყოფი ამილაზა იწყებს ამ ბოლუსში წყალბადების გადამუშავებას. შემდეგ ხდება ამ ლუკმის (ბოლუსის) გადაყლაპვა და ის ჩადის კუჭში. კუჭში მარილმჟავის, ტრიფსინის და პეპსინის მოქმედებით იწყება ცილების და ზოგიერთი ცხიმების გადამუშავება, რის შემდეგ ლუკმა გადაიქცევა ჰიმუსად და გადადის წვრილ ნაწლავში. წვრილი ნაწლავი შედგება სამი განყოფილებიდან : თორმეტგოჯა ნაწლავის, მლივი ნაწლავის (ჯეჯუნუმი) და ილეუმისგან. კუჭის დატოვების შემდეგ ჰიმუსი ხდება თორმეტგოჯა ნაწლავში. აქ განლაგებულია სფინქტერი ოდი, რომლის გავლით ნაღვლის სადინარით და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარით ჰიმუსი ხვდება ნაღველში და კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების გავლით ხვდება ნაწლავის ღრუში. იქ ჰიმუსი ჯერდება ნაღველით და ფერმენტებით : ამილაზით, პროტეაზით, ლიპაზით და სხვ. ნაღველი და ფერმენტები ეხმარება დარჩენილ ცილებს გადამუშავებაში, ასევე შლიან წყალბადებს, ახდენენ ცხიმების ემულგირებას. ამის შემდეგ ჰიმუსი მოძრაობს ჯერ მლივ ნაწლავში, შემდეგ ილეუმში და ბოლოს ხვდება სქელ ნაწლავში. სქელ ნაწლავში ხდება წყლის შეწოვა, ასევე იშლება გადაუმუშავებელი რთული წყალბადები და საკვები ბოჭკოები. ნაწლავების მიკროფლორა თამაშობს მნიშვნელოვან როლს მთელი ორგანიზმის მუშაობაში, გამოყავს ტოქსინები, ახდენს ვიტამინების და ვიტამინებისმაგვარი შენაერთების და ნეირომედიატორების სინთეზს, ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუშაობას. სულ ნაწლავებში ყველა ბაქტერიების მასას შეუძლია 3 კგ შეადგინოს. სქელი ნაწლავი შედგება ხუთი განყოფილებიდან : ბრმა, აღმავალი, განივი, დაღმავალი, სიგმური კოლინჯისა და სწორი ნაწლავებიდან. წვრილი ნაწლავის შემდეგ ჰიმუსი ხდება ბრმა ნაწლავში. იქ ხდება აირების წარმოქმნა, ასევე იქვეა აპენდიქსი - პატარა წანაზარდი, რომელიც წარმოადგენს ბუფერს ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორისთვის და იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ორგანოს. ამის შემდეგ ჰიმუსი გადადის აღმავალ, განივ და დაღმავალ ნაწლავებში და გადაიქცევა ფეკალურ მასად და აღწევს სიგმურ კოლინჯს. ამ მონაკვეთამდე ეს მასები თხევადია და მხოლოდ სიგმურ ნაწლავში ფორმირდება განავალი. შემდგომ ეს მასა ხდება სწორ ნაწლავში, სადაც მდებარეობს ორი სფინქტერი : ერთი კონტროლდება ჩვენი გონებით, მეორე ჩვენს მიერ არ კონტროლდება და დუნდება მაშინ, როცა დგება დეფეკაციის მოთხოვნილება. ამის შემდეგ ფეკალიები ტოვებენ ჩვენ ნაწლავებს და პროცესი მეორდება. ყოველ მონაკვეთზე შეიძლება მოხდეს დარღვევები, რომელთა მოგვარება შესაძლებელია სპეციალური პრეპარატების დახმარებით. მათ შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ. 73 კუჭი ჰელიკობაქტერ პილორი - არის ბაქტერია, რომელიც აზიანებს კუჭის და ნაწლავების კედლებ. გასტრიტების და წყლულების პირველი მიზეზი. პრიალა ანუ წითელი თელა / Slippery Elm . ძირითადი ფუნქციები : 1) აჩქარებს ლორწოვანი გარსის და ჭრილობების შეხორცებას. 2) აქვეითებს ანტებით პროცესს. 3) ეფექტურია გასტრიტების და წყლულების სამკურნალოდ. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 800 – 2400 მგ. ცინკ(თუთია)- ლ-კარნოზინი / PepZin . ძირითადი ფუნქციები : 1) ახდენს კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის შეხორცებას. 2) ებრძვის ჰელიკობაქტერ პილორის. 3) ქმნის დამცავ ფენას კუჭის დაზიანებულ ქსოვილზე. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 15 – 75 მგ. მასტიკის ხის ფისი / Mastic Gum . ძირითადი ფუნქციები : 1) ამცირებს კუჭნაწლავის ტრაქტში ანთებას. 2) აჩქარებს კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებას. 3) ებრძვის ჰელიკობაქტერ პილორის. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1500 მგ 74 კუჭი კაიენის წიწაკა / Cayenne. ძირითადი ფუნქციები : 1) ამაღლებს კუჭის მჯავიანობას. 2) აუმჯობესებს კუჭის მოტორიკას. 3) ასტიმულირებს ცილების დაშლას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 2000 მგ. ჯინჯერი / Ginger. ძირითადი ფუნქციები : 1) ამაღლებს კუჭის მჟავიანობას. 2) აუმჯობესებს ნაღველის გამოდინებას. 3) ასტიმულირებს მადას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1000 მგ. ბეტაინი და პეპსინი / Betaine and Pepsin . ძირითადი ფუნქციები : 1 ) ამაღლებს კუჭის მჟავიანობას. 2) მონაწილეობენ ცილების გადამუშავებაში. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 650 – 2000 მგ. 75 ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ჰეპაპროტექტორები - არის ნივთიერებები, რომლებიც იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ( ჰეპატოციტებს). სილომარინი / Silymatine / Milk Thiste . ბაყაყურას მოქმედი ნივთიერება. ძირითადი ფუნციები : 1) იცავს ღვიძლს დაზიანებისგან. 2) აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. 3) აუმჯობესებს ღვიძლის მონაცემებს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 249 – 800 მგ. N-აცეტილ ცისტეინი / NAC / N-acetyl cystein. ძირითადი ფუნქციები : 1) გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და მძიმე მეტალები. 2) იცავს ღვიძლს დაზიანებისგან. 3) ძლიერი ანტიოქსიდანტია. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 600 – 1200 მგ. კურკუმინი / Curcumin - მოქმედი ნივთიერება არის კურკუმას სანელებელი. ძირითადი ფუნქციები : 1) იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან. 2) ძლიერი ანტიოქსიდანტია. 3) აქვეითებს ორგანიზმში ანთებას. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 600 – 2000 მგ. 76 ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი არტიშოკი / Artichoke . ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს ნაღველის გადინებას. 2) ასტიმულირებს ნაღველის გამომუშავებას. 3) გამოჰყავს ღვიძლიდა ტოქსინები. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 250 – 900 მგ. ხარის ნაღველი / Ox bile / Bile acid. ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს ნაღველის გამოდინებას. 2) აუმჯობესებს ცხიმების ათვისებას. 3) ათხელებს ნაღველს. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1500 მგ. ბაბუაწვერა / Dandelion. ძირითადი ფუნქციები : 1) აუმჯობესებს ნაღველის გამოდინებას. 2) გააჩნია რბილი შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტი. დოზირება : მამაკაცები და ქალები : 500 – 1500 მგ. 77 კუჭქვეშა ჯირკვალი კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც შლიან ფერმენტებს, ცხიმებს და წყალბადებს, ასევე საკვებ ბოჭკოებს და უჯრედისს. ასევე არსებობს ფერმენტები, რომლებიც არის მცენარეებში ან გამოიყოფიან ნაწლავების მიკროფლორით. ფერმენტები = ენზიმები. *ამილაზა / Amylase - შლის წყალბადებს. *პროტეაზა / Protease - შლის ცილებს. * ლიპაზა /Lipase -შლის ცხიმებს. *პექტინაზა / Pectinase შლის წყალში ხსნად უჯრედისს ( პექტინი). * მალტაზა / Maltase - შლის მალტოზას დისაქარიდს. *ცელულაზა /Celulase – შლის ცელულოზას. *ალფა-გალაქტოზიდაზა /Alpha-galactosidase - შლის პარკოსან პროდუქტებს, ხელს უშლის მუცლის შებერილობას. *ლაქტაზა (ბეტა - გალაკტოზიდაზა / Lactase – შლის ლაქტოზას - რძის შაქარს. *ქსილანაზა / Xylanase - შლის მცენარეების უჯრედების კედლებს, ხელს უწყობს მცენარეებიდან სასარგებლო ნივთიერებების გამოსვლას ( ვიტამინებს, მინერალებს, პიპტიდებს). *ინვერტაზა / Invertase - აჩქარებს საქაროზის დაშლას, რომ საქაროზით არ იკვებოს ნაწლავების პათოგენურმა მიკროფლორამ. * ქიმიცილულოზა /Hemicelulase – ამუშავებს უჯრედისს, ხელს უშლის შებერილობას. *ფიტაზა / Phytase - ამუშავებს ფიტინის მჟავეებს. *ბრომელაინი /Bromelain - შლის ცილებს, მიიღება ანანასიდან. *პაპაინი /Papain - შლის ცილებს და ცხიმებს, მიიღება პაპაიადან. 78 წვრილი და მსხვილი ნაწლავები პრობიოტიკები - არის ნაწლავური მიკროფლორის ცოცხალი ბაქტერიების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები. ბაქტერიების ჯგუფები : 1) ლაქტობაქტერიები - ბინადრობენ წვრილ ნაწლავში, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის მუშაობას. 2) ბიფიდობაქტერიები - ბინადრობენ მსხვილ ნაწლავში, ასინთეზებენ ვიტამინებს (B ჯგუფი), აქვეითებენ შებერილობას და მეტეორიზმს. 3) პროპიონაბაქტერიები - ბინადრობენმსხვილ ნაწლავში, ასინტეზებენ ვიტამინებს (B12), ანეიტრალებენ ტოქსინებს. პრებიოტიკები - წარმოადგენენ ნაწლავური მიკროფლორის საკვებს - საკვები ბოჭკოები, უჯრედისი. არის ორი ტიპის : 1) უჯრედისი, რომელიც იხსნება წყალში : ფსილიუმი (მრავალძარღვას ჩენჩო), პექტინი, ოლიგისაქარიდები. 2) უჯრედისი, რომელიც არ იხსნება წყალში : კანაფის, შვრიის, ჭვავის, ქერის, ფეტვის უჯრედისები. სიმბიოტიკები - წარმოადგენენ პრობიოტიკების და პრებიოტიკების შერწყმას . *პრობიოტიკების მიღება უმჯობესია პრებიოტიკებტან ერთად დილით ან საღამოს უზმოზე. მეტაბიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიების ცხოველუნარიანობის პროდუქტები : ორგანული მჟავეები, ამინომჟავები, ბაქტერიების ფრაგმენტები, ვიტამინებისმაგვარი შენაერთები. წარმოადგენნენ სუბსტრატს სასარგებლო მიკროფლორის გაყოფასა და ზრდისთვის, ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუსაობას, აქვეითებს ანთებას ნაწლავებში.