Uploaded by 05.dyadic-adders

ვერისუბნის მელოდიები

advertisement
ვაჭარი - ნიკოლოზ კაპანაძე
მოცეკვავეები ზუკა, სეხნიაშვილი, დათა, ანდრია ესენი მოქალაქეების როლშიც არიან.
პოლიცია - გენერალი გიორგი რაზმაძე, პოლიციელები: ლუკა ყიფიანი, გიორგი
რჩეულიშვილი
წიბო - თორნიკე
ცეკვის მასწ -გაბრიელი, ქეთი
ანა და ლუკა ოქროპირიძე მდიდარი ცოქლ-ქმარი ქურქი რომ მოპარეს
მოსწავლეები დემეტრე და ლაზარე + ქალაქელების როლშიც
ნიკოლოზი - ფოსტალიონი
გაიოზი - მედროგე პავლე
მრეცხავები - ხუთივე გოგო
ვარდო -ბარბარე
ანა - მდიდარი ქალის ცოლი
ქეთი - ცეკვის მასწავლებელი
ნუკი და ნინი შვილები.
ვერისუბნის მელოდიები
ფარდა იხსნება, შუქი ლურჯადაა, სცენაზე დგანან გაშეშებული ქალაქის მცხოვრებნი:
კინტოები, მხერხავები, ვაჭრები, პოლიციელები, თავადები. შუქი აინთება, მუსიკა ჩაირთვება
და ყველა ახმაურდება, კინტოები თავზე მწვანილის თასებით გაიძახიან იყიდეთ მწვანილი,
პოლიციელები დადიან და წესრიგს ამყარებენ, ვაჭრები დახლებთან დგანან და კლიენტებს
ევაჭრებიან. გამოდის ბარბარე:
-
ეს ჩვენი ვერის უბანია, ხმაურიანი, მშვენიერი, მხიარული. ვის არ ნახავთ აქ, ათასი
სჯულის ადამიანს. ყველა თავის საქმითაა დაკავებული. აი მე კი მრეცხავი ვარდო ვარ.
ჩვენც ჩვენი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. (ბარბარე)
აქეთ - იქიდან გამორბიან გოგონები ჯამებით ხელში. ხალხი დაუთმობს ადგილს, ხუთივე
გოგო სარეცხიან ჯამებს დგამს მიწაზე და იწყებენ სიმღერას. სიმღერის დასრულებისას
გადიან სცენიდან.
სცენაზე მწვანე შუქი აინთება, შემოდის მედროგე პავლე იწყებს სიმღერას. მოჰყვებიან
მეგობრები, პირველად ვინც სცენაზე იყვნენ იქიდან ნაწილი ბავშვების, ასე 10 ბავშვი.
დადგამენ მაგიდებს შემოაქვთ დოქები, თასები სხდებიან მაგიდის გარშემო. მღერიან, სვამენ
სადღეგრძელოებს, ცეკვავენ. მერე დასხდებიან აგრძელებენ ქეიფს, ხმა აღარ ისმის.
ამასობაში სცენის დაბლა გამორბიან პავლეს გოგონები, იწყებენ ცეკვის ილეთების კეთებას,
სცენიდან ჩამოვა მათთან ვარდო კალათით ხელში.
-
გამარჯობა გოგონებო (ბარბარე)
გამარჯობათ დეიდა ვარდო (ორივენი სიცილით)
მიირბენენ გამოართმევენ კალათს და დასვამენ სკამზე
-
რას ცეკვავდით ასე უცნაურსა (ბარბარე)
კადრილსა (ნინო)
აკი დედაჩვენსაც უნდოდა მსახიობები გავმხდარიყავით (ნუკი)
ხართ კიდეცა, მარტო ფერუმარილიღა გაკლიათ (ბარბარე)
გოგონები იცინიან
-
დეიდა ვრდო იცით, რომ დღეს ტანცკალსი იხსნება, მამამ თქო თუ ეგზამენებს
დაიჭერთ სწავლის ფულს გადაგიხდითო (ნინი)
ცეკვის მასწავლებელი ვიღაცა უცხოელი ყოფილა, ამბობენ იტალიიდანააო, ჰო და
ჩვენც იმათებურად მოვემზადებით (ნუკი)
აბა მოდით აქ, აბა შეხედეთ (კალათიდან კაბებს ამოიღებს) (ბარბარე)
რა ლამაზია!! (ნუკი)
ვისია დეიდა ვრდო?! (ნინი)
ეგ თქვენი საქმე არაა, რაც მთავარია არ დახიოთ და არ დააჭუჭყიოანოთ. ეგზამენზე
რომ წახვალთ მაშინ ჩაიცმევთ (ბარბარე)
ბავშვები სიხარულით მოირგებენ კაბებს და ყველანი ერთად გადიან კულისებში. სცენა
კვლავ აინთება, ისევ მუსიკა ისმის, სცენაზე ქეიფობენ ზუკა, სეხნიაშვილი, დათა, ანდრია,
დემეტრე
-
გაუმარჯოს პავლე შენს შრომას, პატიოსანი კაცი ხარ (ზუკა)
გაუმარჯოს პავლე შენს ცქრიალა გოგონებს უდედოდ რომ იზრდებიან (ანდრია)
ნათელში ამყოფოს შენი მეუღლის სული (ნიკოლოზი)
კარგი ქალი იყო, კეთილი, მხიარული (დათა)
ეჰ ეს ბავშვები რა ნაადრევად დაობლდნენ! (ლაზარე)
როგორი კარგები გყავს, გულის გასახარად, გაგიმარჯოს პავლე (დემეტრე)
გაგიმარჯოთ ბიჭებო, აბა ერთი თქვენებურად დაუარეთ ამ ცხოვრებსი ავი
დავივიწყოთ და გული გავახაროთ! (გაიოზი)
აქ ბჭები რამე ქართულს იცეკვებენ
პავლესთან ბავშვები შემორბიან
-
მამი, მამი, მამი გამოდი (ორივენი)
-
განა დაგავიწყდა დღეს, რომ ეგზამენზე მივდივართ! (ნინი)
უი თქვენ კი შემოგევლოთ მამა ეგ რა უცნაურად გამოპრანჭულხართ კაცო (გაიოზი)
გვიხდება განა? დეიდა ვარდომ გვითხრა მეფის ქალებსა გევხართო (ნუკი)
მაშ ეს იმან გამოგაწყოთ? მაშ წავედით ტანცკლასში (გაიოზი)
წავედით, წავედით (გოგონები)
სცენაზე გამოდიან ცეკვის პედაგოგები ცოლ-ქმარი (ქეთი და გაბრიელი)
-
დღეს ეგზამენისთვის რამდენიმე წყვილი მოვიდა ჩემო კარგო ვნახოთ რას იზამენ.
(გაბრიელი)
საინტერესოა, გთხოვთ პირველი წყვილი! (ქეთი)
სცენაზე შემოირბენს დემეტრე და ნიკოლოზი და ბიჭის წყვილი, შემოყვებიან მშობლები
მდიდრულად ჩაცმულები (ანა და ანდრია)
-
აქ დაბრძანდით (მიმართავს მშობელს პედაგოგი)
გმადლობთ (დასხდებიან)
დემეტრე და ლაზარე იწყებენ ცეკვას, მასწავლებლები დგანან და უყურებენ
უკმაყოფილოდ, კაცი დაამთქნარებს. დასრულდება ცეკვა.
-
გრაცი! (მადლობას მოუხდის მასწავლებელი, ბავშვები და მშობლები გადიან
სცენიდან)
როსი მოვიდეთ გეთაყვა? (ლუკა)
მომავალი ორშაბათიდან
ესეიგი ჩარიცხულები არიან ტანც-კლასში (ანა)
დიახ, დიახ რა თქმა უნდა (ქეთი)
გადასახადი ჩვენთვის პრობლემა არაა (ლუკა)
მითუმეტეს, მითუმეტეს! (ორივე მასწავლებელი)
მასწავლებელი ზარს დარეკავს და შემორბიან პავლეს გოგონები.
-
აბა გოგონებო რას იცეკვებთ? (ლუკა)
კადრილ! (ნუკი)
ოჰო! (ერთმანეთს გადახედავენ გაბრიელი და ქეთი)
იწყებენ ცეკვას. მასწავლებლები გაკვირვებული და კმაყოფილები უყურებენ,
რამდენჯერმე აღფრთოვანებით გაშლიან ხელს. ცეკვა დასრულდება
-
ბრავო, ბრავო, ბარვისიმო! (გაბრიელი)
მშვენიერია, მშვენიერია! (ქეთი)
მასწავლებელი მიუახლოვდება გოგონებს-
აბა გეთაყვა ასე გააკეთეთ. (გაბრიელი ფეხს წინ გამოწევს ფეხის წვერით, ბავშვები
გაიმეორებენ)
ცოტა მეტად, მეტად გაჭიმეთ, პერფექტო! ბრავო, ბრავო (გაბრიელი)
ქეთი ორჯერ ახტება ჰაერში და წარმოთქვამს
-
ასამბლე, ასამბლე, შაშმან სოტე (ქეთი)
ასამბლე, ასამბლე შაშმან სოტე (იმეორებენ გოგონები და ისისნიც ახტებიან ჰაერში)
ვიპოვეთ, ვიპოვეთ საუკეთესონი არიან (გაბრიელი)
თქვენი მშობლები სად არიან? (ქეთი)
მამი მამი, გეძახიან, ჩაქარა ჩქარა რაღას დგეხარ, წამო მგონი მოვეწონეთ (ბავშვებს
შემოჰყავთ პავლე)
თქვენ ვინ ხართ, უკაცრავად? (ქეთი)
მე ამათი მამა ვარ (გაიოზი)
როგორ ამ მშვენიერი გოგოგნების მამა თქვენ ხართ? (გაბრიელი)
ჰო, ისინი უდედოდ იზრდებოდნენ და ზალიან უყვართ ცეკვა (გაიოზი)
ცეკვა რომ იციან ეს ჩანს, მაგრამ ცვენი ტანცკლასი ფასიანია (ქეთი)
და რამდენია გადასახადი? (გაიოზი)
ცეკვის კურსი 50 მანათიო ღირს მინიმუმ (გაბრიელი)
გვაპატიეთ სხვაგან მოვხვედრილვართ (გაიოზი)
ცუდად არ გაიგოთ,თქვენი გოგონები ძალიან მოგვეწონა (გაბრიელი)
მაგრამ ხომ იცით... (ქეთი)
რაო მამი? (გოგონები)
რაო და არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, წავედით შვილებო. ძალიან
ძვირი ღირს აქ სწავლა. (გაიოზი)
ბავშვები გადიან სცენიდან პავლე რჩება. იწყებს სიმღერას (ბედის ბორბალი ტრიალებს)
ამასობაში დარბაზში შემოდიან ვარდო და გოგონები. ბავშვები კაბებს უბრუნებენ ვარდოს.
-
აი დეიდა ვარდო, ვეღარ ვივლით ტანც კლასში (ნინი)
ძალიან ძვირიაო. (კატო)
ეჰ ვარდოჯან სულ ტყუილა ჩაიარა შენმა ამაგმა. ეს ქვეყანა უღმერთოდ ყოფილა
გაჩენილი. (გაიოზი)
ღმერთს ნუ სცოდავ პავლე, ერთხელაც იქნება ჩვენისთანებსაც გადმოავლებს თვალსა.
შენი გოგოების პატრონმა გული როგორ უნდა გაიტეხო. დღეს არა ხვალ ეგება
ხელმწიფის შვილებსაც დაუყენონ თავლი. (ბარბარე)
მიეფერება გოგონებს და გავა ბანერის უკან.
-
ჩვენც დავიძინოთ, გვიანია უკვე (გაიოზი)
ძილი ნებისა მამიკო (გოგონები)
ძილი ნებისა. (გაიოზი)
პავლე გადაეხვევა შვილებს და გადის ბანერის უკან. ბავშვები იქვეთივაზე ბუხართან
იძინებენ. გამოდის ვარდო ჩამოდის კიბეებზე
-
როგორ არ დავეხმარო ამ ბავშვებს, პავლე შენ როგორ არ დაგეხმარო? (ბარბარე)
ჩაირთვება სიმღერა მთვარეო. ვარდო ჩამოდის კიბეებზე და მივა შეშებთან ჩუმად
ამოზიდავს და დაყრის ბუხრის წინ. მერე გადის მოერე მხარეს.
სცენაზე შემოდის ვაჭარი, შემოაქვს მხარზწე გადაკიდებული ნაჭრები, ხელში უჭირავს
ტომარა ათასი წვრილმანით. დაალაგებს მაგიდაზე ან სკამზე რომელიც იქნება.
-
იფ, იფ რა საქონელია! მე პანკესას ნაკლები სავაჭრო მეკადრება?! (კაპანაძე)
ისმის კაკუნის ხმა. პანკესა ყველაფერს ტომარას გადააფარებს
-
მანდ ვინ არი? (კაპანაძე)
მე ვარ მრეცხავი ვარდო (ბარბარე)
ვაჰ ვარდო შენა? (ნიკა)
აქა მშვიდობა (ბარბ)
მობრძანდი, საიდან ჰა ვარდოჯან, აქ რა ქარმა შემოგაგდო ჰა! (ნიკა)
ვარდო შემოდის ტომარა გადაკიდებული, ვაჭარი ტომარა ჰკიდებს ხელს
-
ეს რა ჩიტი დაგიჭერნია ჰა! (ნიკა)
ხბოა ახალი დაკლული (ბარბ)
ვაჭარი ცაიხედება ტოპმარაში
-
-
ვაჰ ეს საიდან (ნიკა)
მიხაკას დუქნიდან (ბარბ)
არა მართლა (ნიკა)
მართლა, მივიხედ მოვიხედე არავინ იყო, შეჩვენებულ მიხაკას დაზგაზე
დასძინებოდა, ჰო და მეც ავიღე და... (ბარბ)
- ვაა (ნიკა)
ჰაა, აბა შენ იცი ენას კბილი დააჭირე ეს ამბავი მთელ უბანში არ გააჟღარუნო (ბარბი)
ვაი შენი სული კი წაწყდეს მართლა, აი შენი აი! ესეთებიც იცი? (ნიკა)
აიღებს და გადადებს ტომარას ბედნიერი
-
ვარდოჯან მე მეგონა მარტო რეცხვაში ხარ მარჯვე, რამდენი გინდა ჰა? (ნიკა)
მე ბარემ ბევრი მინდა მაგრამ... (ბარბი)
ბევრი რასა ქვიან, ორ მანეთს მოგცემ, დღეს ამისთანა ოთხი მიყიდია (ნიკა)
ვარდო ჩაიცინებს და მივა ტომარას აიღებს
-
მოიცა ქალო სად მიგაქვს (ნიკა)
ისევ მიხაკას დუქანში! (ბარბი)
მოიცა ჰა 12 აბაზს მოქცემ, მორჩა გათავდა! (ნიკა)
5 მანეთი (ბარბი)
ვაჰ სად არის ახლა პოლიცია, ქალო შენ ხომ არ გაგიჟებულხარ 12 წელია ამ საქმეს
ვემსახურები, ჯერ ამდენი ფული ხბოში არ მიმიცია! 5 მანითიო, ვაა! ხუთ მანეთ ბარემ
-
ხუთ მანეთს დავადებ და ქურქუს ვიყიდი, თბილი ჩასაცმელი მენატრება! მთაში
მივდივარ ყარსისაკენ საქონელი უნდა მოვლალო! (ნიკა)
რა ქურქი რის ქურქი? (ბარბი)
ქურქი ბევრნაირია, არის ქურქი თუმნიანი, არის სამთუმნიანი აი აღა გეორქას რომ
ქურქი აქვს, ცხუთ თუმანსაც არ დავიშურებდი! (ნიკა)
მაშ შაურსაც არ დააკლებ? (ბარბი)
ვაიი, მამის სული წამიწყდეს თუ კაპიკი დავაკლო! (ნიკა)
კარგი, ეგ იქეთ იყოს! ამ ხბოში რას იძლევი (ბარბი)
ჰაა სამი მანეთი მოგცე და ხელიც დაარტყი! შენ რა გენაღვლება სხვისი აგიღია და
სხვისასა ჰყიდი (ნიკა)
ხუთი მანეთი.. შენ შენთვის, მე ჩემთვის! (ბარბი)
ხელი გაუშვი! ვაა ხუთი მანეთი (ნიკა)
ვაჭარი ამოიღებს და მისცემს ხუთ მანეთს
-
-
ერთი დანა გექნება მანდ და მომეცი (ბარბი)
დანა? რა დანა რის დანა, გაგიჟდი?! (ნიკა)
ღვთის მოსავი კაცი ხარ პანქეს, გეცოდინება ნაქურდალის წილი გლახაკებსაც
ეკუთვნის. გულ-ღვიძლი მინდა ამოვაცალო. სიონთან რომ ცავივლი მათხოვრებს
დავურიგებ, ვეტყვი, პანკესამ გამოგიგზავნათ თქო. (ბარბი)
ვაა (ნიკა)
იქეთ იმათი ხორცი გაიხარებს და აქეთ შენი სულიო ცხონდება (ბარბი)
ვა ეს ვინ ყოფილაა! (აძლევს დანას, ვარდო ვითომ აჭრის ნაჭერს).
იწყებს სიმღერას „ვაჰ ცხოვრებავ მდიდრულო, სულ ყველაფერს ვყიდი მე“.
ვაჭარი გადის სცენიდან, ვარდო კი მიდის ბუხართან და ქვაბს აიღებს ჩააგდებს ხორჩს და
დადგამს ბუხრის წინ.
-
სითბო და საჭმელი აქვთ ახლა ცეკვის გადასახადი, რა ვქნა, რა მოვიფიქრო... (ბარბი)
გადის დარბაზიდან.
ბავშვები იღვიძებენ.
-
მარო მარო გაიღვიძე, ნახე ბუხარში რამოდენა ცეცხლია (ნუკი) (ბავშვები მიირბენენ
ბუხართან)
რა კარგია (ნინი)
რა დილაა (ნუკი)
რამოდენა თოვლი მოსულაა, მარხილი სულ სავსეა შეშით! (ნინი)
რა ლამაზიაა! (ნუკი)
მთელი ზამთარი სულ თბილად ვიქნებით! (ნინი)
თამრო ნახე რა სუნია! (ნუკი)
რა სუნიააა (ორივენი)
რა გემრიელი სადილი გვექნებაა(ნინი)
-
რა კარგიაა! (ნუკი)
აქ იწყება სიმღერა ანა-ბანა ანა-ბანა მამა ხორცი მოგვიტანა. ბავშვები ცეკვავენ,. პავლე
იღვიძებს გაურკვევლობაშია, ბრაზდება და გადის გარეთ. იქ დახვდება პოლიციიის
ჯაშუში
-
რას იმალები გამოდი, წიბო ხარ გიცანი! (გაიოზი)
ვაა, ცხვირი გამეყინა პავლი ჯან ხედავ რახდება, ვიფიქრე უკვე ამდგრები იქნებიან
ცოტას გავთბები მეთქი (თორნიკე)
აბა რა ამბები გაიგე ახალი ღამღამობით რომ დაძვრები ჭოტივითა (გაიოზი)
მოიცა მოიცა პავლე ჯან სად მიდიხარ, მოიცაა! პავლე ჯან პრისტავი აკალატჩიკობას
მპირდება. ყველა იკანონობაზე თვალი უნდა მეჭიროს მაშ! (თორნიკე)
მერე და აქ რისთვის მოსულხარ?! (გაიოზი)
ვაჰ ვაჰ კარგი სუნია, რისაა (თორნიკე)
კურდღლისაა (გაიოზი)
მაინც ეგ როგორაო? (თორნ)
აი ასე ახტა დახტა და ქვაბში ჩახტა (გაიოზ)
ეგ როგორაო
აი ასე, ასეც ხდება ისეც ხდება, ბედიო თუ გაქვს კურდღელიც კი ქვაბში თვითონ
ჩაგიხტება (გაიოზი)
ვაა (თორნიკე)
ახლა აქედან დამეკარგე თორემ რაც სიგრძე გაქვს ის სიგანე გაგიხდება (გაიოზი)
ვაი ვაი რას შვები კაცო, გაგიჟდა მიშველეთ! (თორნიკე)
ორივენი გარბიან სცენიდან
მუსიკა ირთვება, დარბაზში შემოდიან გენერალი და სამი თანაშემწე.
დადიან დარბაზის გარშემო, თანაშემწეები გამოიტანენ მაგიდას, სკამს. გენერალი
დაჯდება.
-
აბა რა არი ახალი! (გიორგი რაზმ)
ვერაზე ჩვენს უბანში წუხელ საყურადრებო არაფერი არ მომხდარა (რჩეულიშვილი)
რა ისმის მუშების თაობაზე? წიბოს ხომ არაფერი ამბავი მოუტანია იმ ბუნტავშიკების
შესახებ? (გიორგი რაზმ)
არა ბატონო ჩამიჩუმი არ ისმის, მადლობა ღმერთს წყნარად არიან (ლუკა)
ძალიან კარგი (გიორგი რაზმ)
სხვა! (გიორგი რაზმ)
ყასაბ მიხაკას დუქნიდან მთელი ხბო წოუღიათ ბატონო! (რჩეიულიშვილი)
იპოვე? (გიორგი რაზმ)
რავა ბატონო ახლა უკვე შეჭმული იქნება (ლუკა) (იცინიან)
სხვა! (გიორგი რაზმ)
სახლების მეპატრონისათვის გეორქ გეორქოვისათვის მთელი საჟენი შეშა მოუპარავთ
(რჩეულიშვილი)
-
ხბო კიდევ მესმის, მაგრამ შეშა? შე დალოცვილო! ისიც ერთი საჟენი? რა ზურგზე
მოიკიდეს და წაიღეს? (გიორგი რაზმ)
რა ვქნათ ბატონო, ახლა მთელი უბანი შეშას ეზიდება ზოგი ზურგით, ზოგი დროგით,
ზოგი ურმით და გაიგე ახლა რომელია მოპარული(ლუკა) (იცინიან)
შემოდის მდიდარი გეორქა
-
-
-
გამარჯობათ ბატონებო (ლუკა ოქრ)
თქვენ რა გნებავთ? (გიორგი რაზმ)
მე შეშის ქურდობის თაობაზე გაწუხებთ, გუშინაც გეახლეთ მაგრამ თქვენ თურმე
საქეფიოდ ბრძანებულხართ (ლუკა ოქრ)
თქვენი სახელი და გვარი (გიორგი რაზმ გაბრაზებით)
მაშ თქვენ ჩემი სახელი არ იცით? კარგია აი ჩემმა მზემ! (ლუკა ოქრ)
ჩვენ ვიცით თუ არ ვიცით ამას მნიშვნელობა არა აქვს. უნდა თქვათ, რადგან
პროტოკოლშია შეასტანი! (გიორგი რაზმ)
დასწერეთ გეორქ გეორქოვი (ლუკა ოქრ)
რითი ცხოვრობ? (ლუკა)
კურტნის მუშა ვარ რა (დესცინის) (ლუკა ოქრ)
თავს იგდებთ! (რჩეულ)
თუ იცით რაღას მეკითხებით! (ლუკა ოქრ)
სახლის პატრონია ჩემო ბატონო (რჩეულ)
სახლის კი არა სახლების! (ლუკა ოქრ)
მაშ კარგი, თქვენ ამბობთ რომ შეშა მოგპარეს. სად იყოპ სეშა დაწყობილი? (გიორგი
რაზმ)
ბაღში ანუ ბაღის წინ! (ლუკა ოქრ)
ესეიგი უკეთ რომ ვსთქვათ ქ უ ჩ ა შ ი! (გიორგი რაზმ)
ბაღის წინ, ჩემს მიწაზე, მოსამსახურე გოგოს ვუთხარიშემოზიდე მეთქი, ის კი გაიქცა,
შეშა მიატოვა, მე მოვითხოვ იმისმა მშობლებმა ამინაზღაურონ დანაკლისი! (ლუკა
ოქრ)
მერედა რატომ მოითხოვთ რომ იმისმა ოჯახმა აგინაზღაურონ დანაკლისი, ქურდობას
იმ გოგოს სწამებ? (გიორგი რაზმ)
არა ეხლა მე იმ გოგოს პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, მაგრამ რადგან შეშა გარეთ
დატოვა, შინ არ შეზიდა, ზნაჩიტ ვინმემ უნდა ამინაზღაუროს დანაკლისი! (ლუკა
ოქრ)
თქვენ ახლა მიბრძანდით და ჩვენ ამ საქმეს თვითონვე მივხვდებით ჩვენი
დაკვირვებით! (გიორგი რაზმ)
ყველანი გადიან სცენიდან. სცენაზე შემორბის ფოსტალიონი გაზეთებით ხელში.
აქეთ იქიდან (ბანერის უკნიდან) გამოდის ხალხი. ფოსტალიონი არიგებს გაზეთებს
-
ახალთ-ახალი ცნობები! აი გაეცანით, წაიკითხეთ ნახეთ. ქურდობა მოხდა
ვერისუბანში! ვიღაცას შეშა მოუპარია! ვირაცას ქურქი მოუპარია! (ნიკოლოზ ყაზ)
-
სიმღერის ფონზე „ ცნობის ფურცელი“ ყველა ართმევს გაზეთს და აღშფოთებული
კითხულობენ.
გაგონილა? (ზუკა)
რა ყოფილა! (დათა)
დასაჭერია (ანდრია)
დასახვრეტია (სეხნ)
თუ დაიჭირეს ბასტა! (დემეტრე)
თუ დაიჭირეს ბასტა! ( ნიკოლოზ ყაზიშვილი)
ყველანი უკმაყოფილოდ გადიან სცენიდან, სცენაზე გამოდის პოლიციის გენერალი,
მოჰყვებიან პოლიციელები. მეორე მხრიდან გამოდის გეორქა თავის ცოლთან ერთად.
პოლიციელები ათვალიერებენ სახლს.
-
-
-
-
ხომ გეუბნებით ვიღაცას გასაღები ჰქონდა და ისე შემოვიდა. გასაღები კიდე მედროგე
პავლეს შვილს ჰქონდა. ჰო და გაჩხრიკეთ მედროგე პავლეს სახლი ჩემი ქურქი იქ
იქნება! (ოქროიპირიძე)
ისეთი ძვირფასი ქურქი იყო ღმერთმანი, გააკეთეთ რასაც ჩემი მეუღლე ბრძანებს. (ანა)
თქვენ რომ ყური გიგდოთ თქვენი შეშის და ქურქის გულისთვინ მთელი ვერა უნდა
გადავაბრუნო! დუქნები დავკეტო, ბაღები მოვსპო, ზოგი გადავასახლო, ზოგიც
დავკარგო! აბა გაიხსენეთ ვინ იყო გუშინ თვქნთან? (გიორგი რაზმ)
ჩემთან? მრეცხავ ვარდოს მეტი არავინ ყოფილა (ანა)
ვარდო? ვარდო არა, ვარდო მშრომელი და პატიოსანი ადამიანია, ორი კაცი იმდენს
ვერ იმუშავებს, რამდენსაც მუშაობს ვარდო. არა ჩვენ მასზე ეჭვს ვერ მივიტანთ!
პარდონ! (გიორგი რაზმ)
ცოტა ლეტნად არი აი! (ოქროიპირიძე)
ძაან უცნაურია, ესაა სამართალი?! ხვალე ბეჭდებსაც მოიპარავენ გეორქ, მიხედე ამ
საქმეს გენაცვალე! (ანა)
არა ესაა სამართალი?! (ოქროიპირიძე)
ყველანი გადიან სცენიდან. სცენაზე კიბეებით ადის წიბო, მივა ფარდასტან თითქოს
რაღაცას უსმენს, მერე აქეთ გამოირბენს და იქით გაქცევა თითქოს რაღაცეების გაგება
უნდა. ამ დროს გამოდის გენერალი მხლებლებით.
-
გამარჯობათ (თორნიკე)
შენ აქ რა გინდა! (ლუკა)
გამარჯობა (რჩეულიშვილი)
ხომ არაფერი გაგიგია იმ ბუნტავშიკების შეახებ? (გიორგი რაზმ)
არა მაგ მხრივ ყველაფერი წესრიგშია ბატონო უფროსო ნაჩალნიკო, მაგრამ ვხედავ
რომ იმ წუხანდელი ქურდობის ამბავი ძალიან გაშფოთებთ (თორნიკე)
რას მიედ მოედები (გიორგი რაზმ)
მოითმინეთ! თქევნის წყალობით მიდგია სული ბატონო უფორსო ნაჩალნიკო
(თორნიკე)
ამოღერღე რა გაქვს სათქმელი (გიორგი რაზმ)
-
აი ღმერთმა იცის სხვას რომ ეთქვა და ჩემი დასაბრმავებელი თვალებით არ დამენახა
არ დავიჯერებდი, მაგრამ ყველანი ცოდვის შვილები ვართ (თორნიკე)
განაგრძე აბა (გიორგი რაზმ)
მედროგე პავლეს კარზე ვიპოვე მოპარული შეშა (თორნიკე)
რაო? ქურქიც ხომ არ იპოვე? (გიორგი რაზმ)
ქურქი? (თორნიკე)
ჰო (გიორგი რაზმ)
ქურქი არა, მაგრამ აი შეშა ნაღდად იქ არი, აი მიხაკა ყასაბის ხბოს სუნიც იქიდან
მოდის. (თორნიკე)
ახლავე გავჩხრიკოთ მედროგე პავლეს სახლი, მომყევით! (გიორგი რაზმ)
ცოტა ხანში შემოჰყავთ მედროგე პავლე და ცეკვის მასწავლებლები.
-
-
აბა ვაჟბატონო მოგვიყევი როგორ მოიპარე ხბო, შეშა და ასე შემდეგ! (გიორგი რაზმ)
ღმერთი რჯული უფროსო მე არ მომიპარავს (გაიოზი)
მოყვება ახლა ზღაპრებს (ლუკა)
ზღაპრებს რათა ბატონო სიმართლეს მოგახსენებთ, აი გუშინ დილით რომ გავიღვიძე
თოვლი მოსულიყო, ღულელი ტავისით ანთებულიყო და დროგზე შეშა
დაწყობილიყო. გუშინ დილით კიდევ ჩემი ქალების მზემა, თვალებს არ დავუუჯერე,
ღუმელი ისევ თავისით ანთებულიყო, ძედ ქვაბი იდგა და შეგ ხბოს გულ-ღვიძლი
იხარშებოდა. (გაიოზი)
ყველაზე კაი ზღაპარი ალბათ ქურქის ზღაპარი იქნება (რცეულიშვილი)
რის ქურქი რა ქურქი ბატონო, ქურქი თვალით არ დამინახავს. (გაიოზი)
არ გინახავს! ეხლა შენ ჩაგაყუდებ, იქ კარგად გამოიძინებ, და ქურქის ზღაპარსაც
დალაგებით მოიგონებ, წაიყვანეთ! (გიორგი რაზმ)
ხელი გამიშვით კაცო. უფროსო, მე არ მომიპარავს! (გაიოზი)
თქვენ საიდან გაქვთ ეს 50 მანეთი? (რჩეულიშვილი)
ეგ ფული ჩვენ მოგვიტანა უცნობმა ქალმა, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი!
(გაბრიელი)
კი იმ ქალმა გადაიხადა მედროგე პავლეს შვილების ცეკვის გადასახადი 50 მანეთი!
(ქეთი)
გადასარევი ზღაპარია! (ლუკა)
ახლა თქვენც ჩაგაყუდებთ ციხეში და ხვალ კარგად მომიყვებით, როგორ მოიპარა
მედროგემ ქურქი და როგორ გადმოგცათ 50 მანეთი! მომაშორეთ! (გიორგი რაზმ)
გამიშვით ხელი, არ გაქვთ უფლება უცხოელები ვართ, არ გაქვთ უფლება! (გაბრიელი)
ხელი გამიშვით, გაწიეთ ხელები! (ქეთი)
გამატარეთ , შემიშვით! (ბარბარე)
არ შეიძლება (ლუკა)
ხელი გამიშვით, გამატარეთ (ბარბარე)
ვარდო?! შენ აქ რაგინდა (გიორგი რაზმ)
თქვენისთანა განათლებულ ხალხთან, ჩემ სიტყვას რა ფასი აქვს! (ბარბარე)
რატომ, მე შენს სიტყვას ძვირად ვაფასებ! დაბრძანდით! (გიორგი რაზმ)
-
-
-
-
მაშ ბატონო, მედროგე პავლე არაფერ შუაშია. ქურდობა ტყუილა დააბრალეთ!
(ბარბარე)
შენი გულკეთილობით მოგდის ჩემო ვარდო, შენა გგონია როგორც შენა ხარ
პატიოსანი და გამრჯე სხვებიც ისეთები არიან, არა ჩემო ვარდო, სხვა ყველა ქურდია
შენს გარდა. (გიორგი რაზმ)
სწორედ რომ მე ვარ ქურდი! არა გჯერათ? აი მიხაკას ხბო, იმ ბატონის შეშა და ქურქი,
სამივე მე მოვიპარე! (ბარბარე)
კი მაგრამ ვარდო ამას დამტკიცება სჭირდება (ლუკა)
სწორედ რომ დამიმტკიცეთ აბა! (გიორგი რაზმ)
ბატონი ბრძანდებით! დაუძახეთ თქვენს შანსე პოლიციელსა და ჰკითხეთ აი იმ ღამეს,
შეშა რომ დაიკარგა, პავლეს დროგითა ვინ მიდიოდა.. მოვიდეს მიხაკა და სთქვას
პავლეს ხორცის ფულის ვალი რომ ჰქონდა ვინ მიაშავა, ჰკითხე ტანცკლასის
ბალეტლეისტერსა, გოგონების სწავლის ქირა 50 მანეთი ვინ მიუტანა. (ბარბარე)
უკაცრავად ბატონო პრისტავო, ნება მომეცით შემოვიყვანო ბალეტმეისტერი.
(რჩეულიშვილი)
გესმის რას ამბობ ვარდო! თუ ეს დადასტურდა მე იძულებული ვიქნები
საბრყრობილეში ჩაგსვა. (გიორგი რაზმ)
ეტყობა ეგრე ყოფილა ეს ქვეყანა მოწყობილი (ბარბარე)
შემოდით (ლუკა)
მშვიდად! (გაბრიელი)
ხელები მომაშორეთ (ქეთი)
გამარჯობათ ძვირფასებო, გახსოვართ? ქუდი მეხურა, აი გოგონებსი ფული რომ
გადაგიხადეთ (ბარბარე)
ააა როგორ არა ქალბატონო როგო რ არა (გაბრიელი)
აი ხომ გეუბნებოდით მან მოგვიტანა მედროგე გოგონების ფული (ქეთი)
აი ხომ ხედავთ, ახლავე ჩამსვით, ოღონდ ის უდანაშაულო კაცი გაანთავისუფლეთ,
შინ აცრემლებული ბავშვები ელოდებიან! ვიჯდე მე, იმ ბავშვებს მაინც
გამპოუჩნდებათ პატრონი. (ბარბარე)
რა ვქნათ ბატონო? (ლუკა და რჩეულ)
რა ვქნათ, ჩავსვათ! (გიორგი რაზმ)
შემოჰყავთ პავლე
-
წადი თავისუფალი ხარ! (რჩეულიშვილი)
შენ აქ რა გინდა ვარდო! (გაიოზი)
ეჰ ჩემო პავლე აკი ქრისტე ღმერთს უთქვამს თუ კოვზი არა გაქვს ხელითა სჭამეო
(ბარბარე)
მაშ შეშა, ქურქი, ხორცი, ყველაფერი შენა? (გაიოზი)
შენი გოგოებისთვის სიკეთე მინდოდა მაგრამ, რაც არ გერგება, არ შეგერგება.
(ბარბარე)
აქ ისევ ვარდოს სიმღერა ჩაირთვება და ვარდო გაჰყავთ ოთახიდან.
პოლიციელი მოუბრუნდება პავლეს
-
რა დიდებულ ქალს ყვარებიხარ, შე გლახაკო შენ! (ლუკა)
ყველანი გადიან სცენიდან
სცენაზე გამოდიან მრეცხავები, გამოქვთ ტანსაცმელი ჯამები, ტანსაცმელს აქეთ-იქით
მიყრი - მოყრიან. იწყება სიმღერა
-
დღეიდან აღარ დავრეცხავთ! (ქეთი)
ვიდრე ვარდოს არ გაანთავისუფლებენ! (ნინი)
ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს (ნუკი)
თითას არ დავაკარებთ არც თეთრ საყელოებს, არცც ფერად პოერანგებს! (ანა)
აღარ დავრეცხავთ! (ერთხმად)
სცენაზე შემოდის აფორიაქებული ხალხი
-
ეს რა დაგვემართა (ლაზარე)
რა ვქნათ! (ზუკა)
როგორ მოვიქცეთ! (დემეტრე)
რა გვეშველება! (დათა)
პრიტავთან მივიდეთ! (სეხნიაშვილი)
გამოდის გენერალი
-
ბატონო პრისტავო, თქვენ ძირფესვიანად ამოკვეთეთ ჩვენს უბანში ქურდობა, მაგრამ
სამწუხაროდ სხვა უბედურება დაინერგა. (დემეტრე)
ჰა (გიორგი რაზმ)
მთელი უბანი ისე დაჭუჭყიოანდა, ან უკეთ რომ ვბთქვათ ისე დატილიანდა, რომ
არავითრი წამალი მენდეთ მე, ამას არ უშველის, გარდა ერთისა (ზუკა)
დიახ (გიორგი რაზმ)
სანამ დროა მრერცხავი ვარდო უნდა გაანთავისუფლოთ (დათა)
ვარდო? (გიორგი რაზმ)
მოგეხსენებათ ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეა (სეხნიაშვილი)
დღეს მრეცხავებმა გაფიცვა გამოაცხადეს, ხვალ შესაზლოა ქუჩაშიც გამოვიდნენ
(დემეტრე)
უი ბუნტი! (გიორგი რაზმ)
სავსებით შესაძლებელია (დათა)
ბუნტი! (გიორგი რაზმ)
ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, გერმანია, პარიზი, ვარშავა (ლაზარე)
ვაიმე! (გიორგი რაზმ)
ასეა ყველგან, ჯერ არ მუშაობენ მერე კიქუჩაში გამოდიან და ბარიკადებს მართავენ!
(ზუკა)
საშინელებაა, ვაიმე, ვაიმე! (გიორგი რაზმ)
რას იტყვიან წარჩინებული მოქალაქეები?! (სეხნიაშვილი)
-
რას იტყვიან რას იტყვიან!! ახლავე გამოუშვით მრეცხავი ვარდო!
ვარდო ბატონო? (ლუკა)
გაიგეთ რაც გითხარით! ახლავე გააღეთ საკანი და გამოუშვით ვარდო! მოიცათ,
მოიცათ, ვაიმე გოგონები (გიორგი რაზმ)
ვინ გოგონები ბატონო (რჩეულიშვილი)
მედროგე პავლეს გოგონები, დავიღუპებით, ახლავე მოაწყვეთ ტანცკლასში! (გიორგი
რაზმ)
კი მარა ფული, იქ ხომ 50 მანეთია გადასახდელი (ლუკა)
უთხარით ბალეტმეისტერს, ამ ბავშვებს პილოცია გიგზავნით თქო, ახლავე ჩასვან
ტანცკლასში, თორემ სამუდამოდფ გავასახლებ ვერისუბნიდან!
ახლავე, წავედით! (რჩეულიშვ)
ბრავო, ბრავო (აქეთ-იქიდან ტაშს უკრავენ და გადიან სცენიდან)
სცენაზე შემოდის მედროგე პავლე, ჯდება დაღონებული, უცბად შემორბიან გოგონები
-
მამი ნახე ვინ მოვიყვანეთ (ნუკი და ნინი ერთხმად)
შემოდის ვარდო
-
აქა მშვიდობა (ბარბარე)
კეთილი იყოს შენი შემოსვლა (გაიოაზი)
ერთად შლიან სუფრას ყველანი და უსხდებიან მაგიდას, აქ ისმის მუსიკა, უცბად
შემოდიან ცეკვის მასწავლებლები
-
მოგესალმებით, თქვენი გოგონები ჩარიცხულნი არიან ტანც კალსში (გაბრიელი)
კი მაგრამ ფული (გაიოზი)
ფული მთავარი არაა, ეს ქალაქი სავსეა თქვენზე მზრუნველი ხალხით (ქეთი)
ბავშვებს უხარიათ და იწყებენ ხტუნაობას, ყევლანი ერთმანეთს ეხუტებიან. ისმის მუსიკა
-
ესეც ჩვენი ვერის უბნის ისტორია, კეთილი დასასრულით (ბარბარე)
მშვიდობით (ყველანი სცენისკენ მობრუნებული უქნევენ მაყურებელს ხელს)
Download