ქართულ- ამერიკული სკოლა-Georgian-American school/ljb შემაჯამებელი სამუშაო N 1 კლასი მე-9 სახელი, გვარი ----------------------------- მიმართულება: რიცხვები სავალდებულო თემა: ნამდვილი რიცხვები (გამეორება) საკითხი/ქვესაკითხი: მოქმედებები სიმრავლეებზე, ნამდვილი რიცხვები, კვადრატული ფესვის შემცველი გამოსახულებების გარდაქმნა სახელმძღვანელოდან პარაგრაფები: სიმრავლე, ქვესიმრავლე, მოქმედებები სიმრავლეებზე, კვადრატული ფესვის შემცველი გამოსახულებების გარდაქმნა, პროპორცია, პროცენტი. შეკითხვები: 1. სამიზნე ცნება: სიმრავლე, ქვესიმრავლე, პროცენტი 1.1 (1ქ.) ჩამოთვლილი წინადადებებიდან რომელია ჭეშმარიტი: ა) ყოველი ირაციონალური რიცხვი ნამდვილია; ბ) ყოველი მთელი რიცხვი ნატურალურია; გ) ყოველი რიცხვი ნატურალურია; დ) თუ რიცხვი არ არის ნატურალური, მაშინ ის მთელია. 1.2 (1ქ.) ვთქვათ, A არის 54-ის მარტივი გამყოფების სიმრავლე, B -კი 72-ის მარტივი გამყოფების სიმრავლე. მაშინ AՍB= 1.3 (2ქ.) ერთ-ერთი კუნძულის მაცხოვრებლები ან ფეხბურთს თამაშობენ, ან ფრენბურთს, ან - ორივეს ერთად. მცხოვრებთა 75% თამაშობს ფრენბურთს, 57% _ ფეხბურთს. რამდენი პროცენტი თამაშობს ფეხბურთსაც და ფრენბურთსაც? გამოსახეთ ვენის დიაგრამებით. 2. სამიზნე ცნება: რაციონალური და ირაციონალური რიცხვები 2.1. (4ქ.) გაამარტივეთ: √16𝑏 +√16𝑐= √56𝑎 - √24𝑏= (3√6+2)(3√6 –2)= (3√5 –2√3 )2 = 2.2. (2ქ.) წარმოადგინეთ წილადის სახით: 0,63(39) = 4,(51) = 2.3. (1ქ.) გამოიანგარიშეთ: √(0,81)² = √(−7)² = 2.4. (2ქ.) იპოვეთ რაიმე რიცხვი, რომელიც მოთავსებული 1/9 –სა და 0,111 – ს შორის. 2.5. (1ქ.) რომელ ორ მომდევნო მთელ რიცხვს შორისაა მოთავსებული √230 ? 17 √29 −3 2.6. (4ქ.) გაათავისუფლეთ მნიშვნელი ირაციონალობისგან: ა) = 46 √23 ბ) 3. სამიზნე ცნება: პროცენტი 3.1 (2ქ.) ზაფხულში ქურთუკის საწყისი ფასი განახევრდა, შემოდგომაზე კი ზაფხულის ფასი გაიზარდა 200%-ით. როგორ და რამდენი პროცენტით შეიცვალა ქურთუკის საწყისი ფასი?