1. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ? ა. დაიწყო ქართული ფულის ნიშნის - ბონის გამოცემა ბ. სახელმწიფო ცდილობდა მიწები კერძო საკუთრებაში გადაცემას გ. ჭიათურის მანგანუმის ექსპორტი სახელმწიფო მონოპოლიად გამოცხადდა დ. ქვეყანაში შეიქმნა სტაბილური გარემო, შედეგად ხშირი იყო კაპიტალდაბანდება 2. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკის შესახებ? ა. დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი ბ. შეიქმნა სენატი - უზენაესი საკანაონმდებლო ორგანო გ. 1919 წელს დაარსდა ეროვნული მუზეუმი დ. 1920 წელს დაარსდა სამხატვრო გალერეა და არქივი 3. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო მდგომარეობის შესახებ? ა. რუსეთის წაქეზებით სეპარატიზმი გამოავლინა აფხაზეთმა ბ. თურქეთის წაქეზებით სეპარატიზმი გამოავლინა აჭარამ გ. რუსეთის წაქეზებით სეპარატიზმი გამოავლინა ოსეთმა დ. თურქეთის წაქეზებით სეპარატიზმი გამოვალინა ლორემ 4. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ XX საუკუნის I ნახევარში? ა. 1918 წლის მარტში აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის წაქეზებით საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს ბ. 1918 წელს ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ქართველებმა აფხაზ სეპარატისტებს უკან დაახევინეს გ. 1918 წელს გენერალმა კვინიტაძემ გაყარა სეპარატისტები და ტუაფსემდე მისდია დ. 1919 წელს აფხაზეთი საქართველოს ავტონომიურ ერთეულად გამოცხადდა 5. რა იყო მუდროსის ზავის ერთ-ერთი შედეგი? ა. თურქეთმა კავკასიიდან თავისი ჯარი გაიყვანა ბ. რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა გ. ლორე ნეიტრალურ სამხედრო ზონად გამოცხდდა დ. აფხაზეთმა და ოსეთმა მიიღეს ავტონომია 6. რომელი მსჯელობა არაა მართებული სომხეთ-საქართველოს ომის შესახებ? ა. სომხეთი საქართველოსგან მოითხოვდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს ბ. 1918 წელს სომხური ჯარი ლორეში შევიდა, რის გამოც ომი დაიწყო გ. 1918 წლის 20 დეკემბერს საქართველოს არმიამ უკან დაახევინა სომხებს დ. რუსეთის ზეწოლით საქართველო ზავს დათანხმდა, ჩრდილეოთ ლორე დემილირატიზებულ ზონად გამოცხადდა 7. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ? ა. 1920 წელს საქართველომ რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რითაც საქართველო ერთა ლიგაში შევიდა ბ. საქართველომ მიიღო გერმანული პროტექტორატი, თუმცა ის ომში დამარცხდა და მისი ჯარი საქართველოდან გავიდა გ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი საქართველოს მხარს უჭერდა, თუმცა საბოლოოდ ბრიტაენთმა უარი თქვა კავკასიაზე დ. ბრიტანეთს სურდა საქართველოზე მანდატი აეღო იტალიას, თუმცა საბოლოოდ მისმა მთავრობამ უარი თქვა სქართველოში შემოსვლაზე 8. რა მიზანს ისახავდა ქართული დელეგაცია ვერსალის საზავო კონფერენციაზე? ა. საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებას ბ. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას გ. მოსკოვის ხელშეკრულების აღიარებას დ. ევროპულ სახელმწიფოთა პროტექტორატის მოპოვებას 9. რომელი მსჯელობა არაა მართებული საქართველო-ერთა ლიგის ურთიერთობის შესახებ? ა. საქართველოს სურდა გაწევრიანება ერთა ლიგაში, რაც დაადასტურა ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით მივლენილმა სამთავრობო დელეგაციამ ბ. საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებას განიხილავდა მეხუთე განსაკუთრებული კომისია გ. ერთა ლიგა საქართველოს აღიქვამდა რუსეთის გავლენის სფეროდ, ამიტომაც მათ არ სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა დ. ერთა ლიგის კენჭისყრაზე საქართველო არ მიიღეს, რადგან მათი მტკიცებით, ვერ დაიცავდნენ ახლადშექმნილ რესპუბლიკას აგრესიისგან 10. რომელი მსჯელობა არაა მართებული მოსკოვის ხელშეკრულების შესახებ? ა. საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა ბ. საქართველოში მოხდა კომუნისტური პარტიის საქმიანობის ლეგალიზაცია გ. საბჭოთა რუსეთმა სნო ზაქათალას და ლორეს ოლქზე საქართველოს უფლებები დ. საბჭოთა რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე 11. რა გახდა საქართველოში XI არმიის შემოჭრის საბაბი? ა. დაბა შულავერში რევკომის ამბოხი ბ. აფხაზეთის ავტონომიის შეზღუდვა გ. ქართლში ოს სეპარატისტთა აჯანყება დ. ზაქათალას ოლქისთვის დაპირისპირება 12. რომელი მსჯელობა არაა მართებული რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ? ა. საქართველოში სამხედრო ოპერაციებს მეთაურობდა სახკომსაბჭო ბ. საქართველოსა და რუსეთის არმიებს შორის მოხდა ბრძოლები კოჯორტაბახმელასთან, სადაც ქართულმა არმია უკან დაიხია გ. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა XI არმია თბილისში შევიდა დ. რუსეთი ცდილობდა პროცესები წარმოეჩინა ისე, რომ თითქოს საქართველოში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა 13. რა შედეგით დასრულდა ომი საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1921 წელს? ა. რესპუბლიკის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა ბ. საქართველოში დამყარდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი გ. თურქეთმა დაიკავა ართვინის, არტაანის და ბათუმის ოლქები დ. დაიდო ყარსის ზავი, რომლითაც საქართველომ ლორე დაკარგა 14. რა არ უკავშირდება საქართველოში გენერალ მაზნიაშვილის მოღვაწეობას? ა. ბათუმის დაცვა თურქული აგრესიისგან ბ. აფხაზეთში წარმატებული ოპერაციები გ. სომხეთთან ომში წარმატებული შეტევა დ. მთავრობასთან ერთად პარიზში გაქცევა 15. რომელი მსჯელობა არაა მართებული გასაბჭოებული კავკასიის შესახებ? ა. XI წითელი არმია გამოცხადდა „კავკასიის განსაკუთრებულ არმიად“ ბ. 1921 წელს რევკომმა დაშალა ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრება გ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა დ. აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა კავბიურო ს. ორჯონიკიძის მეთაურობით 16. დაალაგეთ ქრონოლოგიურად: I. II. III. მოსკოვის ხელშეკრულება კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები საქართველო-სომხეთის ომი 17. დაალაგეთ ქრონოლოგიურად: I. II. III. გერმანული ჯარის საქართველოდან გასვლა კონსტიტუციის მიღება აფხაზეთის ავტონომიის შექმნა 18. დაალაგეთ ქრონოლოგიურად: I. II. III. დამფუძნებელი კრების არჩევნები ეროვნული საბჭოს მოწვევა ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა 19. იაპონიამ პორტი არტურის ბლოკადა დაიწყო. რუსულმა გემებმა ხშირად სცადეს პროტიდან გაქცევა, თუმცა იაპონელების ალყას გვერდი ვერ აუარეს. საბოლოო მცდელობის დროს, რუსულმა გემებმა სცადეს გამოსვლა პორტიდან, თუმცა იაპონური გემები მათ პერპენდიკულარულად გამაგრდნენ ... ამის შემდეგ იაპონელებმა პორტთან მდებარე სტრატეგიული სიმარლე დაიკავეს და იქიდან რუსეთის მრავალი გემი ჩაძირეს. 19.1 ვისი არმიის მოქმედებაა მოცემული სქემაზე წითლად? 19.2 წყაროების მიხედვით, რამდენად წარმატებული იყო რუსების საბოლოო მცდელობა? განმარტეთ, წყაროში მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ თქვენი დასკვნა? 19.3 წყაროების მიხედვით, რამ იქონია ბრძოლის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა? განმარტეთ, წყაროებში მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ თქვენი დასკვნა? 19.4 წყაროების მიხედვით, ვისი გამარჯვებით დასრულდა ბრძოლა? განმარტეთ, წყაროებში მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ თქვენი დასკვნა? 20. 20.1 რა ეწოდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილ ნაბეჭდ პროდუქციას? განმარტეთ, ილუსტრაციაზე მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ თქვენი დასკვნა? 20.2 რა ეწოდება იმ სახელმწიფოს, რომელშიც გამოუშვეს ეს ნაბეჭდი პროდუქცია? განმარტეთ, ილუსტრაციაზე მოცემული რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ თქვენი დასკვნა? 21. 21.1 რომელი საუკუნის რომელი ნახევრის ვითრებაა მოცემული რუკაზე? 21.2 რომელი ისტორიული პროცესია მოცემული რუკაზე? 21.3 რუკის მიხედვით, რომელმა სახელწმფიოებმა განახორციელეს ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე? 21.4 რუკის მიხედვით, რომელ ქალაქზე განახორციელა წითელმა არმიამ მთავარი შეტევა და თქვენი აზრით, რატომ? 21.5 რუკის მიხედვით, რომელ ქალაქებამდე მიაღწია თურქეთის არმიამ და დაასახელეთ პირი, რომელსაც დიდი წვლილი მიუღძვის თურქების აქედან განდევნაში. 21.6 რუკის მიხედვით, რომელი ქალაქები დაათმობინეს საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულებით? 21.7 რუკის მიხედვით, რამდენი მიმართულებით განახორციელა წითელმა არმია საქართველოზე ინტერვენცია ჩრდილოეთიდან და რომელ ქალაქში დასრულდა ის? 21.8 საბოლოოდ, რა შედეგით დასრულდა რუკაზე მოცემული ისტორიული პროცესი და შეაფასეთ მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის. 22. მოსკოვის ხელშეკრულების დადების მომხრე/მოწინააღმდეგე 23. თურქეთისთვის ართვინ-არტაანის დათმობის მომხრე/მოწინააღმდეგე 24. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შედეგი/შეფასება 25. 1-დ 2-ბ 3-დ 4-გ 5-ა 6-დ 7-ა 8-ბ 9-გ 10-გ 11-ა 12-ა 13-ბ 14-დ 15-დ