Uploaded by Mikey

კონსპექტბარათი - ნიმუში

advertisement
კონსპექტბარათის ნიმუში
(სახელი, გვარი)
კონსპექტბარათი 1
სამეცნიერო კვლევა და მისი დანიშნულება; აკადემიური წერა და სტილი:
( თურაბიანი: 21-29)
კვლევის ჩატარება უნდა დავგეგმოთ. უნდა დაისვას საკვლევი კითხვა. უნდა გავეცნოთ
წყაროებს და გავაკეთოთ ჩანაწერები. კვლევის შედეგები კარგად უნდა იყოს აღწერილი.
არსებობს კონცეპტუალური, პრაქტიკული და გამოყენებითი შეკითხვები. კვლევის დროს
ვეცნობით სხვა მკვლევრების გამოცდილებებს. კვლევები ეყრდნობა ფაქტებს, მკვლევრები
აგროვებენ ინფორმაციას, ხდება მათი განხილვა და მსჯელობის აგება. მკითხველმა უნდა
კარგად გაიაზროს გაკეთებული დასკვნები.
საკვლევი კითხვის დასმისას მთავარია მისი სწორად შერჩევა.
(ეკო: 54-62, 204-214)]
მეცნიერული კვლევის საგანი უნდა იყოს გასაგებად აღწერილი. ამვე დროს, ის უნდა
შეიცავდეს სიახლეს, ისეთ კვლევას, რომელიც აქამდე არ ჩატარებულა. ის ასევე უნდა იყოს
სასარგებლო. უნდა იყოს შესაძლებელი კვლევის შედეგების შემოწმება
სამეცნიერო ლიტერატურის სახეები:
(თურაბიანი: 45-48)
ფაქტების მოძიების მიზნით საჭიროა პირველწყაროების მოძიება, შემდგომ უნდა მოვიძიო
მეორადი წყაროები, სხვა მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევების გაცნობის მიზნით.
შემდგომ ხდება მესამეხარისხოვანი წყაროების გაცნობა, რათა საკვლევ საკითხზე შეგვექმნას
ზოგადი წარმოდგენა.
(ეკო: 80-92)
მთვარია თავიდანვე საკვლევი საგნის განსაზღვრა. წყაროები და კრიტიკული ლიტერტურა
ერთმანეთისგან განსხვავდება. ეკოს წიგნის ამ ნაწილში განხილული იყო 4 სხვადასხვა სახის
საკვალიფიკაციო ნაშრომი. ასევე პირველადი და მეორადი წყაროები და მათი
ხელმისაწვდომობა.
(ჩუბინიძე: 138-139)
ჩუბინიძის სახელმძღვანელოს ამ ნაწილში მოყვანილია, თუ როგორ უნდა მივუთოთ
წყაროები ნაშრომში.
კონსპექტბარათი:
(თურაბიანი: 64-70)
საკვლევ საკითხზე მუშაობისას უნდა გავაკეტოთ სისტემატური ჩანაწერები, რომელთა
გასაკეთებლად მიზანშეწონილია შაბლონების შექმნა. უნდა გავაკეთოთ რეზიუმე,
მოვიყვანოთ ციტატა ან აზრის პერიფრაზი. უნდა ავირიდოთ უნებლიე პლაგიატი. უნდა
მოხდეს ჩანაწერების დაჯგუფება და დახარისხება.
(ეკო: 184-200)
ნაშრომების შედგენისას სასრგებლოა კონსპექტბარათების შედგენა. მათში შედის წყაროების
ბიბლიოგრაფია, ასევე მათი რეზიუმეები, საკვანძო ციტატები, ჩვენი პირადი მოსაზრებები თუ
დაკვირვებები.
ეკოს წიგნის ამ ნაწილში მოყვანილია ასევე კონსპექტბარათების მაგალითები.
შეკითხვები
რას ეყრდნობა სამეცნიერო კვლევა?
რომელია უფრო მნიშვნელოვანი - პირველადი თუ მეორადი წყაროები?
არის თუ არა სამეცნიერო წყაროები აბსოლუტურად სანდო?
Download