Uploaded by teo kakabadze

ტუვალუ

advertisement
ტუვალუ
• ტუვალუ (,,რვა ერთად მდგომი’’) სახელმწიფო წყნარ
ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და
ავსტრალიას შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
ესაზღვრება კირიბატის,
აღმოსავლეთიდან ტოკელაუს, სამხრეთაღმოსავლეთიდან სამოას, სამხრეთიდან ფიჯის,
სამხრეთ-დასავლეთიდან სოლომონის
კუნძულების ტერიტორიულ წყლებს. ტუვალუ
განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის
ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ
მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა.
მისი მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 10782-ს
შეადგენს და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე
ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს.
ქვეყნის დედაქალაქი - ფუნაფუტი. სანაპირო
ზოლის სიგრძეა - 21 კმ. ქვეყნის უმაღლესი
წერტილი ზღვის დონიდან აღწევს სულ 5 მეტრს.
ტუვალუ
ოფიციალური ენა
ტუვალური ენა,
ინგლისური ენა
მთავრობა
კონსტიტუციური მონარქია
- დედოფალი
- გენერალ-გუბერნატორი
- პრემიერ-მინისტრი
ელისაბედ II
იაკობა იტალელი
კაუსეა ნატანო
მშპ
- სულ
- ერთ მოსახლეზე
გერბი:
დროშა:
$36.00 მილიონი (223-ე)
$3400 (164-ე)
ვალუტა
ტუვალუს დოლარი,
ავსტრალიური დოლარი
დევიზი
ჰიმნი
Tuvalu mo te Atua
Tuvalu mo te Atua
• ტუვალუს ცხრა კუნძულიდან ხუთი - ატოლია. ჩარლზ დარვინის თეორიის
თანახმად, ატოლების ჩამოყალიბება ხდებოდა ვულკანური კუნძულების ჩაძირვის
შედეგად.
• ტუვალუს ნიადაგს აქვს მარჯნული წარმოშობა. გრუნტი ძირითადად ჩამოყალიბებულია რიფული
მასალის ნარჩენებისაგან, მარჯნისაგან და მოლუსკებისაგან. ნიადაგი გამოირჩევა
მაღალი ტუტიანობით, ფორიანობით (რის გამოც საკმაოდ ცუდად იკავებს ტენს) და დაბალი
ნაყოფიერებით.
• ტუვალუს კუნძულების მცირე ფართობის, დაბალი სიმაღლის და ნიადაგის ფორიანობის გამო არ
არსებობს რაიმე მდინარეები. ამის მაგივრად, წყალი ჟონავს მიწის სიღრმეში და წარმოქმნის
მსუბუქად მლაშე წყლის ლინზას. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია შეაგროვოს წვიმის
წყალი შენობების სახურავებიდან. ძველად კუნძულელები სამეურნეო საჭიროებისთვის წყალს
იღებდნენ ამოთხრილი ჭებიდან, მაგრამ მიწისქვეშა ლინზებში მლაშე ზღვის წყლის შერევის გამო
გრუნტის წყლები დაჭუჭყიანდა.
კლიმატი
•
ტუვალუს კლიმატი ცხელია, ტროპიკულია, იმყოფება
სამხრეთ-აღმოსავლეთი პასატების გავლენის ქვეშ. მკაფიოდ
გამოირჩევა ორი სეზონი: წვიმიანი და მშრალი სეზონი.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს
დაახლოებით 3000 მმ-ს. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის
განმავლობაში რჩება მაღალი და მერყეობს 26 °C-დან 32 °Cმდე.
•
ქვეყნის მომავალისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს
წარმოადგენს გლობალური დათბობა და ზღვის დონის აწევა,
რის შედეგადაც დაბლობი კუნძულები შეიძლება აღმოჩნდეს
წყლის ქვეშ. კლიმატის ცვლილების სხვა ნეგატიურ
მოვლენებს შორისაა - სანაპირო ეროზია, მლაშე ინტრუზია,
სასმელი წყლის უკმარისობა, ქვეყანაში ეკონომიკური
სიტუაციის გაუარესება და მოსახლეობის ჯანმრთელობის
რისკის გაზრდა. ქვეყნის მთავარ კუნძულ ფუნაფუტიზე
ცუდი ცხოვრების პირობებია, რომელიც გამოწვეულია
ატოლის მოსახლეობის ზრდით, დაუფიქრებელი მიწის
გამოყენებით, სასმელი წყლის დეფიციტით და მთელი რიგი
სხვა ფაქტორებით. ტუვალუს მოსახლეობისადმი რეალური
საფრთხის შემთხვევაში განიხილება გეგმები მოსახლეობის
ევაკუაციის შესახებ.
ფლორა და ფაუნა
• ატოლების მცენარეთა სამყარო საკმაოდ ერთფეროვანია. კუნძულების ხმელეთის მნიშვნელოვან
ნაწილზე დარგულია ქოქოსის პალმები და სხვა საკვები მცენარეები, სანაპიროებზე იზრდებიან მზის
მოყვარული სცევოლები, ტურნეფორციები, პანდანუსები. კუნძულის შიდა ნაწილში — გვიმრები,
მანგროს ტყეები, ქოქოსის პალმები, პურის ხეები, ბანანის პლანტაციები. ხშირად გვხვდება
ფართეფოთლებიანი ხეების ჯიშებიც. სულ ტუვალუში დარეგისტრირებულია ჭურჭლოვანი
მცენარეების 86 სახეობა, რომელთაგან 44 ადგილობრივია. არცერთი მათგანი არ არის ენდემური.
• ქვეყნის ცხოველთა სამყარო საკმაოდ ღარიბია და ძირითადად წარმოდგენილია გარედან შემოყვანილი
სახეობებით. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ღორები, ვირთხები, ძაღლები და კატები.
კუნძულებზე ზღვის ფრინველების პოპულაცია უმნიშვნელოა, რადგანაც ტრადიციულად მათ იჭერენ
ადგილობრივი მაცხოვრებლები. ფართედ გავრცელებულია პატარა ხვლიკები, გველები, ფეხითმავალი
კიბორჩხალები, კიბო-განდეგილები.
• ტუვალუს საზღვაო გარემო წარმოდგენილია ეკოსისტემის ექვსი ძირითადი ტიპით: ოკეანური, გარე
რიფების, ლაგუნის რიფების, ლაგუნის ფსკერის, იზოლირებული რიფების და ბუნებრივი არხების,
რომელიც აერთებს ოკეანის და ლაგუნის წყლებს. სულ სანაპირო წყლებში
ცხოვრობს თევზების დაახლოებით 350 სახეობა და მარჯანის 30 სახეობა.
• არქიპელაგის ადრეული ისტორია საკმაოდ ცუდადაა
შესწავლილი. ტუვალუს კუნძულები, სავარაუდოდ,
დასახლებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვით 300-500
წლებში ტონგას კუნძულებიდან და სამოას
არქიპელაგიდან წამოსული ხალხით. ტუვალუს პირველი
ევროპელი აღმომჩენი გახდა ესპანელი ზღვაოსანი ალვარო
დე მენდანია. მოგზაურმა არქიპელაგს სახელად დაარქვა
„ლაგუნის კუნძულები“. 1819 წელს ტუვალუს კუნძულები
გამოკვლეული იქნა კანადის გემ „რებეკას“ ბორტიდან,
რომლის კაპიტანმა არქიპელაგს სახელად დაარქვა „ელისის
კუნძულები“, გემის მფლობელის პატივსაცემად.
მოგვიანებით ელისის კუნძულები გახდა ბრიტანეთის
ცალკე კოლონია ტუვალუ, რომელმაც დამოუკიდებლობა
მიიღო 1978 წელს.
• ადმინისტრაციულად ტუვალუ დაყოფილია 7 კუნძულოვან
(ნანუმეა, ნიუტაო, ნანუმანგა, ნუი, ვაიტუპუ, ნუკულაელაე და ნუკუ
ფეტაუ და 1 საქალაქო (ფუნაფუტი) საბჭოდ.
მოსახლეობა
• ტუვალუს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი
ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში და ერთადერთ
ქალაქში - ფუნაფუტიში - 47%. მოსახლეობის
შიდა მიგრაცია გამოიხატება დაშორებული
კუნძულებიდან მოსახლეობის ფუნაფუტიზე
გადმოსახლებით. 2002 წელს მამაკაცები
შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის 49,3 %-ს,
ქალები - 50,7 %-ს. ქალაქის მოსახლეობის წილი
- 47 %, სოფლის - 53 %. 2008 წელს ბუნებრივი
მატების დონემ შეადგინა 1,57%. მოსახლეობის
საშუალო ასაკი შეადგენს 23,6 წელს. 2008 წლის
შეფასებით მამაკაცების საშუალო სიცოცხლის
ხანგრძლივობა იყო - 66,7 წელი, ქალების -71,36
წელი.
ტუვალუს კუნძულებზე გაბატონებული
რელიგიაა ქრისტიანობა. ქვეყნაში რელიგიური
აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციით
გარანტირებულია.
• ტუვალუში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, თუმცა არსებობს არაოფიციალური ოპოზიციური
ჯგუფი, რომელიც შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც არ ემხრობიან მთავრობის კურსს. არ
არსებობენ მუდმივი შეიარაღებული ძალები, მაგრამ არსებობს პოლიციური ძალები. 2003 წელს
ქვეყანაში ჩადენილია 2345 დანაშაული, მათ შორის: ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ -1666,
ქურდობის - 591.
• ტუვალუს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 28 ქვეყანასთან, მათ
შორის ტაივანთანაც. ტუვალუ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა
თანამეგობრობის, წყნარი ოკეანის თანასაზოგადოების თავმჯდომარეობის, წყნარი ოკეანის
კუნძულების ფორუმის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიის, აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი
ოკეანის რეგიონის ქვეყნების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.
•
საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს
დამყარდა. იმავე წლის სექტემბერში ტუვალუმ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა აღიარა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური
ურთიერთობები გაწყვიტა. 2014 წლის 31 მარტს, ტუვალუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
აღიარება უკან წაიღო, რის შედეგადაც აღდგა ამ ორ ქვეყანას შორის დამყარებული დიპლომატიური
ურთიერთობა.
ეკონომიკა
• ტუვალუ ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებს ეკუთვნის. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს
უშლიან კუნძულებზე ეკონომიკურ სტაბილურობას, არის ბუნებრივი კატასტროფები,
უზარმაზარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრე, მსოფლიოს
ძირითადი გასაღების ბაზრებიდან დაშორება და მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების დეფიციტი.
ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სახელმწიფო სექტორზე, რომელიც შეადგენს
ქვეყნის მშპ-ს 60 %-ს. ეკონომიკის ძირითადი დარგებია: სახელმწიფო მომსახურება (25 %), მშენებლობა
(16 %), ვაჭრობა და სახელმწიფო საწარმოების მომსახურებები(15 %), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა
(13 %), საბაზისო ეკონომიკური მოღვაწეობა (31 %). მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავლები
ყოველწლიურად ხორციელდება ტუვალუს ტრასტული ფონდიდან. ეკონომიკურ სფეროში უკანასკნელ
წლებში მიღწეული იქნა გარკვეული წარმატებები.
• ტუვალუს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია სოფლის მეურნეობა. ამ დარგის განვითარებაზე
ნეგატიურად მოქმედებს ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, ფორიანობა, ასევე სიმლაშე, რის გამოც
ნიადაგის უმრავლესობა უვარგისია დამუშავებისთვის.
ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურაა ქოქოსის პალმა, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართე
გამოყენება. საკუთარი მოხმარებისათვის კუნძულელები ამრავლებენ ღორებს, ქათმებს და იხვებს.
• 2002 წელს ტუვალუს ავტოგზების სიგრძემ სულ შეადგინა 8 კმ. ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზის
ტრანსპორტი. კუნძულ ფუნაფუტიზე მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ტრანსპორტის
ყველაზე პოპულარული სახეობაა ტაქსი. ქვეყანაში სულ მოქმედებს 1 აეროპორტი — ფუნაფუტის
საერთაშორისო აეროპორტი.
• ტუვალუს ხალხის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია მუსიკას და ცეკვებს, რომლებიც
მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.
გასართობი ფუნქციის გარდა, ტუვალუს ორ
ტრადიციულ ცეკვას ფაკანაუს და
ფაკასეასეას ჰქონდა მეორე მთავარი
მნიშვნელობა: ისინი სრულდებოდა
ხელმძღვანელი ბელადების ან გამოჩენილი
კუნძულელების პატივსაცემად, რომლებმაც
თავი გამოიჩინეს კანოეს დამზადებაში,
თევზჭერაში, ვაჟკაცობაში. მაგრამ ამ ორი
ცეკვიდან შემონახულია მხოლოდ ფაკასეასეა.
ტუვალუს როგორც მუსიკის, ასევე ცეკვის
ყველაზე უფრო ცნობილი სახეა ფატელე,
რომელშიც გამოკვეთილია ევროპული
მელოდიურობისა და ჰარმონიულობის
ძლიერი გავლენა, ხოლო ლირიზმი მთავარი
მახასიათებელია. ერთადერთი
ინსტრუმენტი, რომელიც იხმარებოდა ცეკვის
მუსიკალური გაფორმებისათვის, იყო პატარა
ნასვრეტებიანი გონგი, რომელსაც ერქვა ნაფა.
• ტუვალუში არსებობს საკუთარი ტუვალუს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. მაგრამ
ეროვნული ფედერაცია არ შედის ფიფაში,
ამასთან იგი რჩება ოკეანეთის ფეხბურთის
კონფედერაციის ასოცირებულ წევრად.
Download