Uploaded by lobja-74

თავი 26. ფისკალური პოლიტიკა

advertisement
თავი 26
ფისკალური პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისთანავე ანალიტიკოსებში გაჩნდა
მოსაზრება, რომ ეს ფაქტი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ცვლილებებს მოასწავებდა.
მათი ერთი ნაწილი ტრამპის მიერ ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროექტების წამოწყებაზე
მსჯელობდა; სხვები ქვეყანაში გადასახადების შემცირების სესახებ საუბრობდნენ; მრავალი
სტატია მიეძღვნა 2008-2009 წლების ეკონომიკური რეცესიის შემდგომ პერიოდში აშშ-ისა და
ევროპის ქვეყნების მთავრობათა ვალის ზრდის საკითხს. ეკონომისტები, რეცესიის შემდგომ
აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად ამ
ქვეყნებში გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას მიიჩნევდნენ; 2008-2009 წლების პერიოდში,
რეცესიის საპასუხოდ ცენტრალური ბანკების უმრავლესობამ მკვეთრად შეამცირა
საპროცენტო განაკვეთები. ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის მრავალწლიანი აქტიური
გამოყენების ფონზე ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ დადგა დრო სხვა სახის ეკონომიკური
პოლიტიკის გასატარებლადაც.
ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლისას არსებული ეკონომიკური
გამოწვევები, მკვეთრად განსხვავდებოდა წინა ორი ადმინისტრაციის წინაშე არსებული
ეკონომიკური გამოწვევებისაგან. 2007-2009 წლების რეცესიის საპასუხოდ, პრეზიდენტმა
ჯორჯ ვ. ბუშმა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შეიმუშავეს კანონპოექტი კონტრციკლური
ფისკალური პოლიტიკის შესახებ, რომლის მიზანიც ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება
იყო. აღნიშნული კანონპროექტები დაამტკიცებულ იქნა კონგრესის მიერ. პრეზიდენტმა ბუშმა,
2008 წლის თებერვალში, ხელი მოაწერა აქტს $152 მილიარდი დოლარის მოცულობის
ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შესახებ. აღნიშნული სტიმულირების პროგრამის
მიხედვით მთავრობა კერძო პირებს უწევდა პირდაპირ ფულად დახმარებას; რათა ამის
შედეგად ქვეყანაში კერძო მოხმარებაზე გაწეული დანახარჯები და შესაბამისად ერთობლივი
მოთხოვნა გაზრდილიყო. ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ბევრად
უფრო მსხვილმასშტაბიან აქტს, $787 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკის
სტიმულირების პროგრამის შესახებ (American Recovery and Reinvestment Act). ეს უკანასკნელი
ითვალისწინებდა არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდებისადმი პირდაპირი
ფულადი დახმარებების გაწევას, არამედ ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტების ზრდასაც;
რათა მათ ამ სახსრებით ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტები
განეხორციელებინათ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ეკონომიკის გაჯანსაღებას
ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ქმედბების შესახებ ეკონომისტებს შორის დიდი
უთანხმოება წარმოიქმნა. ბუშის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ფისკალური
სტიმულირების პროგრამის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი
ადამიანები ფულადი დახმარებების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავდნენ კერძო მოხმარებაზე.
შედეგად აღნიშნული პროგრამა არაეფექტიანი იყო. ობამას ადმინისტრაციის მიერ
განხორციელებული ფისკალური სტიმულირების პროგრამის კრიტიკოსები კი აცხადებდნენ,
რომ ადგილობრივი მთავრობებისთვის გაწეული დახმარება ინფრასტრუქტურული
1
პროექტების განხორციელებას არ მოხმარდა, შედეგად არ გაზრდილა სახელმწიფო
შესყიდვები. აღნიშნულ პროგრამების მხარდამჭერები კი თავის მხრივ აცხადებდნენ, რომ
აღნიშნული ფისკალური სტიმულირების პროგრამების განხორციელების გარეშე რეცესია
ბევრად უფრო ღრმა იქნებოდა.
ზემოაღნიშნული ფისკალური სტიმულების პროგრამების განხორციელებიდან მალევე,
ახალი პრობლემა წარმოიშვა; ამ ყველაფერს შედეგად ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის
ვალის ზრდა მოჰყვა. ვალის შემცირების გზებზე უთანხმოებათა შედეგი გახდა აშშ-ის 2013
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი1. ე. ი. რადგან მთავრობის ადმინისტრაცია და
კონგრესი ფისკალური პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევდა, მსხვილმასშტაბიანი
საბიუჯეტო ხარჯები შეიზღუდა. 2013 წელს აშშ-ის ეკონომიკაში უმუშევრობა კვლავ მაღალ
დონეზე რჩებოდა, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ამ
პირობებში კი საბიუჯეტო ხარჯების შზღუდვა ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებდა.
პირიქით, ეკონომიკაში ამ დროს მდგრადი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის
გატარება იყო საჭირო.
ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე 2017 წელს
იდგა, მკვეთრად განსხვავდებოდა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში - 2009 წელს არსებული მდგომარეობისაგან. რა გავლენას მოახდენდა აღნიშნული განსხვავება ტრამპის
ადმინისტრაციის მიე გატარებულ ფისკალურ პოლიტიკაზე? როგორ იმოქმედებდა ეს
ყველაფერი ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობაზე? როგორ შევადაროთ ერთმანეთს
ფისკალური პოლიტიკის მოკლევადიანი და სახელწმიფო ვალის ზრდის გრძელვადიანი
ეკონომიკური შედეგები? ამ თავში ჩვენ განვიხილავთ კონტრციკლური ფისკალური
პოლიტიკის მოკლევადიან შედეგებსა და მთავრობის ვალის ზრდის გრძელვადიან
ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებს. დასაწყისისათვის გავეცნოთ
სახელმწიფო შესყიდვების, საგადასახადო შემოსავლების, ბიუჯეტის დეფიციტისა და
მთავრობის ვალის შესახებ ცენტრალური მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების
პროცესს.
1. სახელმწიფო ბიუჯეტი
ფისკალური პოლიტიკის მთავარ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. მასში
გაწერილია საბიუჯეტო შემოსავლების, ხარჯების და ბიუჯეტის დეფიციტის/პროფიციტის
საპროგნოზო მნიშვნელობები. აშშ-ის მაგალითზე მოკლედ მიმოვიხილოთ საბიუჯეტო
პროცესი2.
1.1 საბიუჯეტო პროცესი აშშ-ში
ყოველი წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს წარუდნეგს მომავალი
ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტს. ფისკალური წელი3 აშშ-ში იწყება ოქტომბერში და
გრძელდება მომავალი წლის ოქტომბრამდე. მაგალითად: აშშ-ის 2017 ფისკალური წლის
1
სეკვესტრი იგივეა რაც ხარჯების შეზღუდვა
ბიუჯეტის შედგენის, მისი დამტკიცებისა და შესრულების პროცესი
33
საქართველოში ფისკალური წელი იწყება 1 იანვრიდან და სრულდება მომავალი წლის 31 დეკემბერს
2
2
ბიუჯეტი მოიცავს ხარჯებისა და შემოსავლების განწერას 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017
წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პრეზიდენტმა კონგრესს
დასამტკიცებლად გადასცა 2016 წლის თებერვალში. ყოველი წლის დასაწყისში პრეზიდენტის
ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო აქვეყნებს პრეზიდენტის ეკონომიკურ მოხსენებას (Economic
Report of the President), სადაც საუბარია ბიუჯეტის მაჩვენებლების საპროგნოზო
მნიშვნელობებზე. ამავდროულად, კონგრესის საბიუჯეტო ოფისი ცალკე, დამოუკიდებლად
ამზადებს ეკონომიკურ მაჩვენებელთა პროგნოზს.
პრეზიდენტი ბიუჯეტთან ერთად კონგრესს წარუდგენს ახალ სამთავრობო პროგრამებსაც.
საბიუჯეტო ხარჯების უმრავლესობა წარსულში დაწყებულ სამთავრობო პროგრამებზე
გაიწევა; ახალი პროგრამების დანერგვა ბიუჯეტში დიდ ცვლილებებს არ იწვევს. მაგალითად:
აშშ-ში სოციალური დახმარების პროგრამაზე გაწეული დანახარჯები საბიუჯეტო ხარჯების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული დანახარჯების მოცულობა
დამოკიდებულია სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობაზე. სოციალურად
დაუცველ ადამიანთა რაოდენობის ზრდა ავტომატურად იწვევს აღნიშნული ხარჯების
ზრდასაც. ამგვარად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი პროგრამები ბიუჯეტში
უმნიშვნელო ცვლილებებს გამოიწვევს.
ხარჯების გარდა, ბიუჯეტში გაწერილია დაგეგმილი შემოსავლებიც. საბიუჯეტო
შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგადასახადო შემოსავლები. აშშ-ის
პრეზიდენტს შეუძლია გამოვიდეს გადასახადების ზრდის ან შემცირების შესახებ
წინადადებით. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს გადასახადის
გადამხდელთა მიერ გადახდილ მთლიან თანხას. როდესაც ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები
საბიუჯეტო ხარჯების ტოლია ამბობენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია. როდესაც
შემოსავლები აჭარბებს ხარჯებს, გვაქვს ბიუჯეტის ნამეტი (პროფიციტი). ხოლო როდესაც
შემოსავლები ხარჯებზე ნაკლებია, გვაქვს ბიუჯეტის დეფიციტი. დეფიციტის დასაფარად
მთავრობამ ვალი უნდა აიღოს.
ბიუჯეტის დეფიციტი
შემოსავლები < ხარჯები
დაბალანსებული ბიუჯეტი
შემოსავლები = ხარჯები
ბიუჯეტის პროფიციტი
შემოსავლები > ხარჯები
დაიმახსოვრეთ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი წარმოადგენს
კონკრეტული ფისკალური წლის საბიუჯეტო მაჩვენებლების გეგმას. წლის განმავლობაში
ფაქტიურად მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ
გეგმისგან. აღნიშნული განსხვავებები ორი ძირითადი მიზეზის გამო წარმოიშობა.
პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივ კონგრესი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი
ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას ახდენს. კონგრესი საფუძვლიანი განხილვისა და
შესწორებების შეტანის შემდეგ, ფისკალური წლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე
ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს; დამტკიცებული ბიუჯეტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას
3
პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კონგრესის მიერ შესწორებების შეტანის გამო, დამტკიცებული
ბიუჯეტი პრაქტიკულად ყოველთვის განსხვავდება მისი თავდაპირველი ვარიანტისაგან. 26.1
ნახაზზე სქემატურად წარმოდგენილია საბიუჯეტო პროცესი აშშ-ში. ნახაზზე აღნიშნული
პროცესი მეორდება ყოველწლიურად, თუმცა იგი ყოველთვის ერთნაირი წარმატებით არ
სრულდება. ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტი და კონგრესი ვერ თანხმდებიან ბიუჯეტზე.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტი არ დამტკიდებულა ფისკალური წლის დაწყებამდე.
განსხვავებების მეორე მიზეზი ისაა, რომ ზოგჯერ გაუთვალისწინებელი გარემოებები
წარმოიშობა. გაუთვალისწინებელ გარემოებათა მაგალითებია: ომები, ბუნებრივი
კატასტროფები და ა. შ. ამგვარი მოვლენების დროს საჭირო ხდება ბიუჯეტის დოკუმენტში
შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ დამატებების შეტანა.
დაიმახსოვრეთ: გადასახადის განაკვეთი და საგადასახადო შემოსავალი სხვადასხვა რამეა.
მაგალითად, თუკი მოგების გადასახადის სიდიდე 18%-ია, ხოლო მოგება $200, საგადასახადო
შემოსავალი $36-ის ტოლი, გადასახადის განაკვეთი კი 18% იქნება.
ნახაზი 26.1 საბიუჯეტო პროცესი აშშ-ში.
საბიუჯეტო პროცესი ფისკალური წლის დაწყებამდე იწყება. აშშ-ის პრეზიდენტი
თებერვლის თვეში წარუდგენს კონგრესს ბიუჯეტის პროექტს. საბიუჯეტო პროცესი
სრულდება ფისკალური წლის ბოლოს. ამ დროისათვის უკვე მომავალი წლის ბიუჯეტზე
იწყება მუშაობა.
ფისკალური წელი აშშ-ში
1 იანვრ.
1 აპრლ.
პრეზიდენტი
კონგრესს
წარუდგენს
ბიუჯეტის
პროექტს
1 ივლ.
კონგრესი
განიხილავს
ამ პროექტს
1 იანვრ.
1 ოქტ.
1 აპრლ.
შეტანილი შესწორებების
და/ან გაუთვალისწინებელი
მოვლენების გამო
ბიუჯეტის დაგეგმილი
მაჩვენებლები იცვლება
4
1 ივლ.
1 ოქტ.
ფისკალური წელი
სრულდება.
განხორციელებული
დანახარჯები და
მიღებული
საგადასახადო
შემოსავლები
აღრიცხულია
1.2 აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა
26.1 ცხრილში მოცემულია ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი
შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, 2017 ფისკალური წლისათვის. როგორც ცხრილიდან
ჩანს, საბიუჯეტო ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს; შესაბამისად ამ წელს აშშ-ში ბიუჯეტის
დეფიციტი დაფიქსირდა. ბიუჯეტის დეფიციტი აშშ-ში უკვე მრავალი წელია ჩვეულებრივი
მოვლენაა, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად 1998 და 2001 ფისკალურ
წლებში აშშ-ში ბიუჯეტის პროფიციტი დაფიქსირდა. ანალიტიკოსთა პროგნოზის მიხედვით
აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალი წლების განმავლობაში დეფიციტური იქნება.
დეფიციტი შენარჩუნდება მანამ, სანამ სამთავრობო პროგრამებში ცვლილებები არ მოხდება.
26.2 ნახაზზე მოცემულია აშშ-ში ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდე ბოლო რამდენიმე
წლისათვის და მისი საპროგნოზო მნიშვნელობები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.
ნახაზზე ასევე მოცემულია საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობები
აღნიშნული პერიოდისათვის. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აშშ-ში მოიცავს
საშემოსავლო გადასახადს - რომელსაც კერძო პირები იხდიან; მოგების გადასახადს რომელსაც კორპორაციები იხდიან; და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადს რომელსაც დამსაქმებლები და დასაქმებულები იხდიან. სოციალური უზრუნველყოფის
გადასახადის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის იმავე სიდიდის
შემოსავალი აკუმულირდება, რამდენიც საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით.
ცხრილი 26.1 აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები და ხარჯები 2017
წელს (წყარო: აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისი)
შემოსავლები სულ (მლრდ დოლარი):
3644
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადიდან
მოგების გადასახადიდან
სოციალური უზრუნველყოფის
გადასახადიდან
სხვა წყაროებიდან
ხარჯები სულ:
1788
419
1081
356
4147
მათ შორის:
სოციალურ უზრუნველყოფაზე
ჯანდაცვაზე
თავდაცვასა და შეიარაღებაზე
საპროცენტო ხარჯი
სხვა ხარჯები
დეფიციტი:
967
984
608
303
1285
503
საბიუჯეტო ხარჯები მოიცავს მთავრობის მიერ საქონლისა და მომსახურების
შესყიდვებზე, ტრანსფერებსა და ვალის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს. ჩვენს მიერ წინა
სემინარებზე განხილული სახელმწიფო შესყიდვები - G - ამათგან მოიცავს მხოლოდ
საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე გაწეულ დანახარჯებს.
5
საპროცენტო ხარჯი წარმოადგენს თანხას, რომელსაც მთავრობა ყოველწლიურად იხდის
ვალის მომსახურებისთვის. მთავრობაც, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, სესხის აღების
შემთხვევაში იხდის პროცენტის თანხას. მთლიანი საპროცენტო ხარჯი ტოლია მთავრობის
მთლიანი ვალის და საპროცენტო განაკვეთის ნამრავლისა. მაგალითად: თუკი მთავრობის
ვალზე საპროცენტო განაკვეთი 5%-ია, ხოლო ვალის მოცულობა $5 მლრდ დოლარია,
საპროცენტო ხარჯი იქნება $250 მილიონი დოლარი (=0.05*5,000,000,000).
ნახაზი 26.2 აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ხარჯები და ბიუჯეტის ბალანსი
2000-2021 წლებში
საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა და ხარჯების ზრდის გამო 2002 წელს აშშ-ის
მთავრობას დეფიციტური ბიუჯეტი ჰქონდა. 2007 წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის
0-მდე შემცირდა, თუმცა რეცესიის დაწყებამ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების კლება
და ხარჯების ზრდა გამოიწვია; შედეგად დეფიციტი კვლავ გაიზარდა.
აშშ-ში, საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 50% - სოციალური
უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯება. აღნიშნული პროგრამებით
სარგებლობენ მოხუცები და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები. მოსალოდნელია, რომ
აღნიშნულ პროგრამებზე გაწეული ხარჯები ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება,
რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდისა და სხვა ფაქტორთა გამო დროთა
განმავლობაში მოხუც ადამიანთა რაოდენობა იზრდება. თუკი პრეზიდენტი და კონგრესი
6
სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის კანონში ცვლილებებს არ შეიტანენ, უახლოეს
მომავალში ან სამთავრობო ხარჯების სხვა კომპონენტები უნდა შემცირდეს და ან ქვეყანაში
გადასახადები გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი და შედეგად
მთავრობის ვალი, კიდევ უფრო გაიზრდება.
1.3 მთავრობის ვალი
მთავრობის ვალი მოიცავს მთავრობის მიერ წარსულში აღებულ და მიმდინარე პერიოდში
ან მომავალში დასაფარ ყველა სესხს. თუკი მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, მთავრობის
ვალი იზრდება ამ დეფიციტის ტოლი სიდიდით, ხოლო თუ ბიუჯეტის პროფიციტი აქვს, ვალი
მცირდება პროფიციტის ტოლი სიდიდით.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. წარმოიდგინეთ
სტუდენტი სახელად სემი, რომელმაც სწავლისათვის აიღო $14 000 დოლარის მოცულობის
სესხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სემს $14 000 დოლარის ოდენობის ვალი აქვს. დავუშვათ,
რომ მუშაობის დაწყებიდან პირველ წელს სემის შემოსავალია $30 000 დოლარი, თუმცა ამ
წელს იგი ხარჯავს $35 000 დოლარს. სხვა სიტყვებით, მუშაობის დაწყებიდან პირველ წელს
სემს $5 000 დოლარის სიდიდის დეფიციტი აქვს; შესაბამისად მისი ვალი $14 000 დოლარიდან
$19 000 დოლარამდე გაიზრდება. დავუშვათ, რომ შემდეგ წელს სემის შემოსავალი $35 000
დოლარია, ხოლო მისი ხარჯი $38 000 დოლარი; ამ წლის დეფიციტი $3 000 დოლარია,
მაშასადამე სემის ვალი გაიზრდება $22 000 დოლარამდე. სემის ვალი ყოველწლიურად
გაიზრდება ზუსტად დეფიციტის ტოლი სიდიდით. დავუშვათ, მესამე წელს სემის
შემოსავალი $40 000 დოლარი, ხარჯი კი $33 000 დოლარია. ამ წელს მას აქვს $7 000 დოლარის
სიდიდის პროფიციტი (ნამეტი). შედეგად მისი ვალი შემცირდება პროფიციტის ტოლი
სიდიდით; ე. ი. $15 000 დოლარამდე.
დეფიციტისა და ვალის ურთიერთდამოკიდებულება როგორიცაა სტუდენტ სემის
შემთხვევაში, ისეთივეა „ძია სემის4“ შემთხვევაშიც. $1 მილიარდი დოლარის სიდიდის
ბიუჯეტის დეფიციტი გულისხმობს მთავრობის ვალის $1 მილიარდი დოლარით ზრდას. 26.3
ნახაზზე მოცემულია აშშ-ის მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობები
წლების მიხედვით. ნახაზზე წარმოდგენილი საწყისი 17 წლის მონაცემები ისტორიული
მონაცემებია, ხოლო 2017-2021 წლების მონაცემები მთავრობის ეკონომისტთა გუნდის მიერ
დათვლილი საპროგნოზო სიდიდეებია.
მთავრობის ვალის ზრდის მთავარი მიზეზია ბიუჯეტის დეფიციტი. ყურადღება
მიაქციეთ, რომ 2000-იან წლებში აშშ-ის მთავრობის ვალი შემცირდა, რადგან ამ წლებში
მთავრობას ბიუჯეტის პროფიციტი ქონდა. ამის შემდეგ ვალმა კვლავ ზრდა დაიწყო.
განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ვალი 2007-2009 წლების რეცესიის დროს, თუმცა ვალის
ზრდა გრძელდება რეცესიის შემდგომ პერიოდშიც.
4
გაიხსენეთ სკოლის პროგრამიდან: ისტორიის სახელმძღვანელოში რას აღნიშნავდა „ძია სემი“
7
ნახაზი 26.3 ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი აშშ-ში
როდესაც მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, ვალი იზრდება; ხოლო როდესაც
ბიუჯეტის ნამეტი (პროფიციტი) აქვს პირიქით, ვალი მცირდება. აშშ-ის მთავრობის ვალი
მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ან/და კონგრესი თუ არ მიიღებს კანონს სახელმწიფო შესყიდვების
შეზღუდვის ან გადასახადების ზრდის შესახებ, ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნდება და
შედეგად ვალი ზრდას განაგრძობს მომავალშიც. ვალის ზრდის პარალელურად გაიზრდება
ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯიც. შედეგად, სულ უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრები
დაიხარჯება ვალის მომსახურებაზე და ნაკლები დაიხარჯება საზოგადოებრივი საქონლის
წარმოებასა და სოციალურ პროგრამებზე.
მთავრობის ვალის ზრდას სხვა პრობლემებიც მოჰყვება. ისტორიულად, მაღალი ვალის
მქონე ქვეყნებს მიდრეკილება აქვთ ფინანსური კრიზისებისკენ. ამის ნათელი მაგალითია
ახლახან მომხდარი საბერძნეთის კრიზისი. რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის, ირლანდიის,
პორტუგალიისა და ესპანეთის ჭარბვალიანობამ მთელი ევროპა ფინანსური კრიზისის წინაშე
დააყენა. ამ ყველაფრის შედეგად კი იკარგება კრედიტორების ნდობა; კრედიტორები
მომავალში უარს ეტყვიან ამ ქვეყნების მთავრობებს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად
სესხის მიცემაზე. თუ განვიხილავთ აშშ-ის მაგალითს, ისტორიულად ქვეყანას ვალის სანდო
გადამხდელის რეპუტაცია აქვს შექმნილი ინვესტორთა შორის. თუმცა, თუ მომავალში ვალის
8
ზრდის შესაჩერებლად მთავრობა არაფერს მოიმოქმედებს, ეს რეპუტაცია შესაძლოა
შესუსტდეს. გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობას მთლიანი ვალის ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის
მთავრობების წინაშე აქვს, ამის გამო კი მოსახლეობაში არსებობს შიში, რომ ამ ქვეყნების
მთავრობებმა შესაძლოა მოულოდნელად გადაწყვიტონ აშშ-ის მთავრობის ობლიგაციების
გაყიდვა - „მოშორება“ - და შედეგად საერთაშორისო კრიზისი გამოიწვიონ. სწორედ ასეთი
საშიშროებების გამო სულ უფრო აქტუალური ხდება ვალის მართვის საკითხი. ვაშინგტონელი
პოლიტიკოსები გამოსავალს ეძებენ.
ნახაზი 26.4 აშშ-ის მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან
გრაფიკზე მოცემულია აშშ-ის მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან წლების მიხედვით,
გამოსახული პროცენტებში. ნარინჯისფერი გრაფიკით ნაჩვენებია კონგრესის საბიუჯეტო
ოფისის მიერ დათვლილი საპროგნოზო მნიშვნელობები. როგორც ნახაზიდან ჩანს, ვალის
ფარდობა მშპ-სთან ჩვეულებრივ ზრდადია ომის პერიოდებში. ამის შემდეგ, რეალური მშპ-ის
ზრდისა და ბიუჯეტის დეფიციტის კლების კვალობაზე ეს მაჩვენებელი შემცირებას იწყებს.
ნარინჯისფერი გრაფიკით მოცემულ მოვლენათა განვითარების საპროგნოზო სცენარის
შესაცვლელად, აუცილებელია მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯები შეამციროს.
ბიუჯეტის დეფიციტსა და მთავრობის ვალზე საუბრისას მნიშვნელოვანია
გავითვალისწინოთ მთლიანი ეკონომიკის სიდიდეც. მაგალითად, $3 ტრილიონი დოლარის
სიდიდის ვალი შესაძლოა არც ისე დიდი პრობლემა იყოს იმ ქვეყნისთვის, რომლის მშპ $10
9
ტრილიონი დოლარია. თუმცა იგივე $3 ტრილიონი დოლარის სიდიდის ვალი გადაუჭრელი
პრობლემა იქნებოდა ეკონომიკისთვის, რომლის მშპ $1 ტრილიონი დოლარია. გაუგებრობის
თავიდან ასარიდებლად საჭიროა დავითვალოთ ვალის ფარდობა მშპ-სთან; ასეთ შემთხვევაში
ვალის მოცულობასთან ერთად ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ეკონომიკის ზომასაც. ამასთან
მიზანშეწონილია, რომ დავითვალოთ ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-სთან; რადგან თავად
ვალი მიმდინარე დოლარებშია დაანგარიშებული.
26.4 ნახაზზე მოცემულია აშშ-ის მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან, წლების
მიხედვით, 1795 წლიდან მოყოლებული; მომავალი წლებისათვის მოცემულია საპროგნოზო
მნიშვნელობები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვალის ფარდობა მშპ-სთან გაიზარდა მეორე
მსოფლიო ომის პერიოდში, რადგან დიდი ოდენობით ვალის აღება გახდა საჭირო სამხედრო
დანახარჯების ზრდის შედეგად წარმოქმნილი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად.
ვალის ფარდობა მშპ-სთან კვლავ გაიზარდა 1980-იანი წლების პერიოდში, ხოლო 1990-იანი
წლებიდან ამ მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. 2008-2009 წლების რეცესიის პერიოდიდან
მოყოლებული აშშ-ის მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან კვლავ იზრდება. თუ საბიუჯეტო
რეფორმები არ გატარდება, მომავალში ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება.
1.4 სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტი
სახელმწიფო დანახარჯების უდიდესი ნაწილი აშშ-ში არა ცენტრალური, არამედ
ადგილობრივი მთავრობების მიერ გაიწევა. ფისკალურ პოლიტიკაზე საუბრისას ჩვენ როგორც
წესი ცენტრალური მთავრობის გეგმებს მიმოვიხილავთ, თუმცა რეალურად ეს ტერმინი
როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივ მთავრობების ქმედებებს მოიცავს. მაგალითად,
2008-2009 წლების რეცესიის პერიოდში მრავალი შტატის მთავრობამ შეამცირა ხარჯები, რამაც
თავის მხრივ მოკლევადიან პერიოდში რეალური მშპ-ის შემცირება გამოიწვია. 2009 წლის
ფისკალური სტიმულირების პროგრამაში ასეულობით მილიარდი დოლარი იყო
გათვალისწინებული შტატებისა და ადგილობრივ მთავრობათა ხარჯების გასაზრდელად.
ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები ერთად აღებულნი, მნიშვნელოვან ძალას
წარმოადგენენ ეკონომიკაში. 2016 წელს ცალკეული შტატებისა და ადგილობრივი
მთავრობების მიერ გაწერული ხარჯები დაახლოებით ცენტრალური მთავრობის მიერ
გაწეული ხარჯების 2/3-ს შეადგენდა.
შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი
იხარჯება გზების მშენებლობაზე, საჯარო სკოლების ფუნქციონირებაზე, ადგილობრივი
პოლიციის შენახვაზე, და ა. შ. აშშ-ში შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების მიერ
საქონლისა და მომსახურების შესყიდვების მოცულობა აღემატება ცენტრალური მთავრობის
მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სიდიდეს.
ცენტრალური მთავრობის მსგავსად, შტატებისა და ადგილობრივ მთავრობებს 1990-იანი
წლებიდან მოყოლებული ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ. მათი ბიუჯეტის დეფიციტი მკვეთრად
გაიზარდა 2008 წლის რეცესიის პერიოდში.
10
შეჯამება





ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს ბიუჯეტის
პროექტს, რომელიც განხილვისა და შესწორებების შეტანის შემდეგ ამტკიცებს მას.
წლის განმავლობაში ბიუჯეტში ფაქტის სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული
ხარჯები განსხვავებულია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში
მოცემული მაჩვენებლებისაგან. აღნიშნული განსხვავების ორი ძირითადი მიზეზი
არსებობს: 1) კონგრესის მიერ ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში ცვლილებების
შეტანა; და 2) გაუთვალისწინებელ ეკონომიკურ გარემოებათა არსებობა.
როდესაც საბიუჯეტო შემოსავლები აჭარბებს ხარჯებს, გვაქვს ბიუჯეტის პროფიციტი.
ხოლო როდესაც საბიუჯეტო შემოსავლები ნაკლებია ხარჯებზე, გვაქვს ბიუჯეტის
დეფიციტი.
როდესაც მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, მთავრობის ვალი იზრდება, ხოლო
როდესაც პროფიციტი (ნამეტი) აქვს ვალი მცირდება.
მთავრობის ვალზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ეკონომიკის სიდიდეც.
ამისათვის მიზანშეწონილია დავითვალოთ ვალის ფარდობა მშპ-სთან.
მთლიანობაში აშშ-ის ცენტრალური მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე შტატებისა
და ადგილობრივი მთავრობები. თუმცა შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების
მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯები აღემატება
ცენტრალური მთავრობის მიერ ამავე მიზნით გაწეულ ხარჯებს.
2. კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკა
მთავრობის ხარჯებსა და გადასახადებს ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტებს
უწოდებენ. მთავრობის ხარჯების ზომა, ისევე როგორც გადასახადის სიდიდე მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. განვიხილოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას
ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით ეკონომიკური რეცესიის პერიოდში.
2.1 ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გავლენა ეკონომიკაზე
პირველ რიგში განვიხილოთ თუ რა გავლენას ახდენს სახელმწიფო შესყიდვების
ცვლილება ეკონომიკაზე, ამის შემდეგ კი გავაანალიზოთ გადასახადების ცვლილების
შედეგებიც.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ როდესაც სახელმწიფო შესყიდვები იცვლება, მოკლევადიან
პერიოდში რეალური მშპ-ც იცვლება. თუ რეალური მშპ პოტენციურ დონეზეა და სახელმწიფო
შესყიდვების სიდიდე იცვლება, შედეგად რეალური მშპ პოტენციური დონიდან გადაიხრება.
ფისკალური პოლიტიკის პირველი პრინციპი გვეუბნება: „ზიანს ნუ მოიტან!“. სახელმწიფო
შესყიდვების მოულოდნელ ცვლილებას შეუძლია რეალური მშპ-ის მერყეობა გამოიწვიოს.
ამის საპირისპიროდ, როდესაც რეალური მშპ პოტენციური დონიდან გადახრილია
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებას შეუძლია ხელი შეუწყოს მის უკან, პოტენციურ
დონეზე დაბრუნებას. ეს უკანასკნელი AD-IA მოდელის გამოყენებით გაანალიზებულია 26.5
ნახაზზე. ნახაზზე მოყვანილი მაგალითის მიხედვით (მარცხენა ნახაზი) დასაწყისში რეალური
მშპ პოტენციურ მშპ-ზე დაბალია. სახელმწიფო შესყიდვების ზრდის შედეგად კი იგი
11
პოტენციურ დონეს უბრუნდება. მარჯვენა ნახაზზე განხილულ მაგალითში კი პირიქით,
რეალური მშპ დასაწყისში პოტენციურ მშპ-ზე მაღალია. სახელმწიფო შესყიდვების
შემცირების შედეგად კი ერთობლივი მოთხოვნის AD მრუდი მარცხნივ გადაადგილდება და
რეალური მშპ პოტენციურ დონეს უბრუნდება. სახელმწიფო შესყიდვების ცვლილება
მოკლევადიან პერიოდში AD მრუდის გადაადგილებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია ასეთი
ცვლილება საჭირო მომენტში მოხდეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ცვლილება რეალურ მშპ-ზე
მხოლოდდამხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ახდენს გავლენას. გრძელვადიან პერიოდში,
რეალური მშპ მთავრობის ჩარევის გარეშეც დაუბრუნდებოდა მის პოტენციურ დონეს;
განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო შესყიდვების უცვლელობის პირობებში, გრძელვადიან
პერიოდში ინფლაციის დონე შეიცვლებოდა; მთავრობის ჩარევის გარეშე რეალური მშპ IA
მრუდის გადაადგილების შედეგად დაუბრუნდებოდა მის პოტენციურ დონეს; შედეგად კი
25.6 ნახაზის მარცხენა გრაფიკზე გრძელვადიან პერიოდში უფრო დაბალ ინფლაციას
მივიღებდით, ხოლო ამავე ნახაზის მარჯვენა გრაფიკზე - უფრო მაღალ ინფლაციას. როგორც
ხედავთ მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებით შესაძლებელია
თავიდან ავირიდოთ ეკონომიკური რეცესია; როგორც მინიმუმ, მოკლევადიან პერიოდში
შესაძლებელია შემცირებულ იქნეს ეკონომიკური რყევების ამპლიტუდა.
ნახაზი 26.5 სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების ეფექტი
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებით შესაძლებელია რეალური მშპ დაუბრუნდეს
პოტენციურ დონეს, ისე როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზეა ნაჩვენები.
დაიმახსოვრეთ: ეს მხოლოდდამხოლოდ მოკლევადიანი ეფექტია.
პოტენციური
მშპ
ინფლაცია
ინფლაცია
პოტენციური
მშპ
IA
AD0
IA
AD1
რეალური მშპ
AD1
AD0
რეალური მშპ
მთავრობას ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტებით გავლენის მოხდენა შეუძლია
გრძელვადიანი პერიოდის პოტენციურ მშპ-ზეც. ამის კარგი მაგალითებია მთავრობის მიერ
ახალი გზების, ხიდების და სხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება; ეს ყველაფერი
12
გავლენას ახდენს მწარმოებლურობაზე. ამ მომენტისთვის ჩვენ უგულებელვყოფთ მთავრობის
ფისკალური პოლიტიკის გრძელვადიან შედეგებს; ამის ნაცვლად ყურადღებას გავამახვილებთ
მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების რეგულირებაში ფისკალური პოლიტიკის
როლზე.
მოკლევადიან პერიოდში რეალურ მშპ-ზე გავლენას ახდენს გადასახადების5 ცვლილებაც.
გადასახადების ზრდის შემთხვევაში ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ კერძო მოხმარებაზე,
რადგან მათი განკარგვადი შემოსავალი მცირდება. ამის საპირისპიროდ, გადასახადების
შემცირება კერძო მოხმარებას ასტიმულირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გადასახადების
ცვლილების შედეგად ერთობლივი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება. 26.6 ნახაზის
მარცხენა გრაფიკზე ნაჩვენებია თუ როგორ შეუძლია გადასახადების შემცირებას ერთობლივი
მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილება და რეალური მშპ-ის პოტენციურ დონეზე
დაბრუნება. ამავე ნახაზის მარჯვენა გრაფიკზე ნაჩვენებია საპირისპირო მაგალითი:
გადასახადის ზრდა ერთობლივი მოთხოვნის მრუდს მარცხნივ გადააადგილებს; იმის გამო,
რომ ამ უკანასკნელ მაგალითში რეალური მშპ თავიდან პოტენციურ მშპ-ზე მეტი იყო,
გადასახადის ზრდის შემდეგ იგი პოტენციურ დონეს დაუბრუნდა. ეს მხოლოდდამხოლოდ
გადასახადების ცვლილების მოკლევადიანი ეფექტებია. გრძელვადიან პერიოდში რეალური
მშპ პოტენციურ დონეს დაუბრუნდებოდა გადასახადების ცვლილების გარეშეც; განსხვავება
ისაა, რომ გადასახადების უცვლელობის პირობებში, გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის
დონე შეიცვლებოდა; გადასახადების ცვლილების გარეშე გრაფიკებზე მოცემულ
მაგალითებში, რეალური მშპ IA მრუდის გადაადგილების შედეგად დაუბრუნდებოდა მის
პოტენციურ დონეს;
გადასახადების ცვლილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს მშპ-ის პოტენციურ დონეზეც.
მაგალითად: თუ გადასახადების ზრდა ადამიანებს ნაკლები მუშაობისკენ უბიძგებს, სამუშაო
ძალის მიწოდება შემცირდება და შედეგად პოტენციური მშპ-ც შემცირდება. ისევე როგორც
ზემოთ განხილულ შემთხვევებში, ჩვენ აქაც უგულებელვყოფთ მთავრობის ფისკალური
პოლიტიკის გავლენას პოტენციურ მშპ-ზე; ამის ნაცვლად ყურადღებას გავამახვილებთ
გადასახადების ცვლილების მოკლევადიან ეფექტებზე.
2.2 კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკა
26.5 და 26.6 ნახაზებიდან ჩანს, რომ ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით
შესაძლებელია მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების განეიტრალება.
მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების შემსუბუქების მიზნით, მთავრობის მიერ
გადასახადებისა და სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებას კონტრციკლური ფისკალური
პოლიტიკა ეწოდება; კონტრციკლური იმიტომ, რომ გადასახადებისა და სახელმწიფო
შესყიდვების ცვლილებები ხორციელდება ეკონომიკური ციკლის საპირწონედ, რეალური მშპის რყევების გასანეიტრალებლად. ეკონომიკური რეცესიის პერიოდში მთავრობას შეუძლია
შეამციროს გადასახადები და/ან გაზარდოს სახელმწიფო შესყიდვები. კონტრციკლური
5
გადასახადის ცვლილებაში იგულისხმება მოსახლეობის მიერ გადასახადის სახით გადახდილი თანხის
მოცულობის ცვლილება; არაა აუცილებელი რომ ეს გამოწვეული იყოს გადასახადის განაკვეთის
ცვლილებით, ეს შესაძლოა სხვა მიზეზითაც მოხდეს
13
ფისკალური პოლიტიკის მაგალითია 2009 წლის ფისკალური სტიმულირების პროგრამა აშშში. სახელმწიფო შესყიდვების გაზრდითა და გადასახადების შემცირებით ამ წელს ჯამში $787
მილიარდი დოლარის მოცულობის ფისკალური სტიმული განხორციელდა; ეს ყველაფერი
მიზნად ისახავდა ეკონომიკის გაჯანსაღებისა და რეალური მშპ-ის პოტენციურ დონეზე
დაბრუნებისთვის ხელშეწყობას.
ნახაზი 26.6 გადასახადების ცვლილების ეფექტები
გადასახადების შემცირების შედეგად ერთობლივი მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდება ისე, როგორც ეს ნაჩვენებია მარცხენა გრაფიკზე. გადასახადის ზრდა კი
პირიქით, ერთობლივი მოთხოვნის მრუდს მარცხნივ გადააადგილებს ისე, როგორც ეს
ნაჩვენებია მარჯვენა გრაფიკზე. გრაფიკებზე განხილულ მაგალითში გადასახადის
ცვლილების შედეგად რეალური მშპ პოტენციურ დონეს უბრუნდება.
პოტენციური
მშპ
ინფლაცია
ინფლაცია
პოტენციური
მშპ
IA
AD0
IA
AD1
რეალური მშპ
AD1
AD0
რეალური მშპ
აღნიშნული სტიმულირების პროგრამის თაობაზე რესპუბლიკელები და დემოკრატები
მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რატომ შეიძლებოდა ზემოაღნიშნული
კონტრციკლური პოლიტიკის მაგალითი მწვავე დებატების მიზეზი გამხდარიყო? ერთი
შეხედვით ხომ ყველაფერი სწორად გაკეთდა. რესპუბლიკელი და დემოკრატი
პოლიტიკოსების მსგავსად, აღნიშნული საკითხის ირგვლივ უთანხმოება არსებობდა
ეკონომისტებს შორისაც. ისეთი გავლენიანი ეკონომისტი, როგორიცაა მაგალითად პოლ
კრუგმანი6, დიდ მხარდაჭერას უცხადებდა აღნიშნულ სტიმულირების პროგრამის
განხორციელებას. ამის საპირისპიროდ არანაკლებ ცნობილი და გავლენიანი ეკონომისტები,
მაგალითად იუჯინ ფამა და რობერტ ბარო დარწმუნებით ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული
სტიმულირების პროგრამა ეკონომიკას არაფერში დაეხმარებოდა და პირიქით, მხოლოდ
მთავრობის ვალს გაზრდიდა.
6
პოლ კრუგმანი - 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში
14
ოპონენტთა არგუმენტების შეფასებისათვის ჩვენ უფრო მაღალი დონის ანალიზი
გვესაჭიროება; ამისათვის მხოლოდ ზემოთ განხილული მაგალითები არასაკმარისია. 26.7, 26.8
და 26.9 ნახაზებზე მოცემული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ ორივე მხარის
პოზიცია.
26.7 ნახაზზე აღწერილია ფისკალური სტიმულირების პროგრამის ყველაზე ეფექტიანი,
იდეალური შემთხვევა. ამ ნახაზზე გრაფიკულადაა ნაჩვენები 2009 წლის რეცესია. ჩვენ
ვხედავთ, რომ გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ პოტენციურ დონეს დაუბრუნდებოდა
სახელმწიფო შესყიდვებისა და გადასახადების უცვლელობის პირობებშიც; თუმცა ამას
შედარებით დიდი დრო დასჭირდებოდა. ფისკალური სტიმულირების პროგრამის შედეგად
კი - თუ რა თქმა უნდა სწორი თანმიმდევრობითა და საჭირო მომენტში განხორციელდებოდა
ინფრასტრუქტურული პროექტები, შემცირდებოდა გადასახადები, ფულადი დახმარება
მიეცემოდა ღარიბებს - რეალური მშპ ბევრად სწრაფად დაუბრუნდებოდა მის პოტენციურ
დონეს.
ნახაზი 26.7 დროში
პოლიტიკის შედეგები
სწორად
განხორციელებული
კონტრციკლური
ფისკალური
გრაფიკზე მოცემულია ეკონომიკის გაჯანსაღების ორი სხვადასხვა სცენარი.
გადასახადების დროულად შემცირებით ან სახელმწიფო შესყიდვების დროული ზრდით
შესაძლებელია რეცესიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება.
პოტენციური
მშპ
მილიარდი დოლარი
რეალური მშპ-ის
ცვლილების სცენარი
ფისკალური სტიმულის
პირობებში
2008
რეალური მშპ-ის ცვლილების
სცენარი ფისკალური
სტიმულის გარეშე
2009
2010
2011
2012
15
2013
ნახაზი 26.8 დროში
პოლიტიკის ანალიზი
სწორად
განხორციელებული
კონტრციკლური
ფისკალური
ერთობლივი მოთხოვნის შემცირება AD მრუდს მარცხნივ გადააადგილებს.
კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის გარეშე რერეცია უფრო ღრმა და ხანგრძლივია.
გადასახადების დროულად შემცირებითა და სახელმწიფო შესყიდვების დროული ზრდით
შესაძლებელია რეცესიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება.
პოტენციური
მშპ
უარყოფითი შოკის
შედეგად AD
მრუდი მარცხნივ
გადაადგილდა;
ეკონომიკაში
რეცესიაა
ინფლაცია
გადასახადების
დროულად შემცირებას
ან სახელმწიფო
შესყიდვების დროულ
ზრდას შეუძლია AD
მრუდი მარჯვნივ
გადააადგილოს
IA
ფისკალური
სტიმულირების
პირობებში
ფისკალური
სტიმულირების გარეშე
საწყისი AD
AD სტიმულირების
პირობებში
AD სტიმულირების
გარეშე
რეალური მშპ
როგორი იქნებოდა კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის შედეგები თუკი
პარალელურად ინფლაციაც შეიცვლებოდა? 26.8 ნახაზზე მოცემულია სწორედ ამ შემთხვევის
გრაფიკული ანალიზი AD-IA მოდელის გამოყენებით. რეცესია გამოწვეულია ერთობლივი
მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილებით. გადასახადების შემცირება ან სახელმწიფო
შესყიდვების ზრდა ერთობლივი მოთხოვნის მრუდს ამის საპირისპირო მიმართულებით
გადააადგილებს. თუ სახელმწიფო შესყიდვებისა და გადასახადების ცვლილებები დროული
და ზუსტად საჭირო სიდიდის იქნებოდა, რეცესია მცირე ზიანის მომტანი და ბევრად
ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც ნახაზზე ხედავთ რეალური მშპ
მცირედით გადაიხრებოდა პოტენციური დონიდან.
26.9 ნახაზზე განხილულია კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის ორი, ნაკლებ
ეფექტიანი შემთხვევა. აშშ-ში სტიმულირების პროგრამის განხორციელების ზოგიერთი
კრიტიკოსი აცხადებდა, რომ პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტთა დიდი
ნაწილი დროულად ვერ განხორციელდებოდა; ამას მინიმუმ 1 ან 2 წელი დასჭირდებოდა.
16
უფრო მეტიც, ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, გადასახადების შემცირება კერძო
მოხმარებას არ გაზრდიდა; მათი აზრით ადამიანები იფიქრებდნენ, რომ გადასახადების
შემცირება დროებითია; მოსახლეობაში გაჩნდებოდა მოლოდინი, რომ სტიმულირების
პროგრამის დასრულების შემდეგ, მთავრობის ვალის დასაფარად გადასახადები კვლავ
გაიზრდებოდა. თუკი სახელმწიფო შესყიდვების ზრდა დროულად არ მოხდებოდა და კერძო
მოხმარება გადასახადების შემცირებისთანავე არ გაიზრდებოდა, აღნიშნულ კონტრციკლურ
ფისკალურ პოლიტიკას შესაძლოა საერთოდ არანაირი შედეგი არ გამოეღო. 26.9 ნახაზი
სწორედ აღნიშნულ შემთხვევებს ეხმიანება; პროგრამის განხორციელების მოწინააღმდეგეთა
არგუმენტები ახლა უკვე მეტნაკლებად ნათელი გახდა. დამატებით, თუ მხედველობაში
მივიღებთ ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზრდას, მაშინ ალბათ მართლაც
სჯობდა მთავრობას რეცესიის საწინააღმდეგოდ საერთოდ არაფერი მოემოქმედებინა. ამას
გარდა, თუ მთავრობის აღნიშნულ ქმედებებს შედეგები დაგვიანებით, რეცესიის დასრულების
შემდეგ მოჰყვებოდა, რეალური მშპ პოტენციურ დონეზე მეტად გაიზრდებოდა და საბოლოოდ
ინფლაციის ზრდას მივიღებდით.
ფისკალური სტიმულირების პროგრამის სხვა კრიტიკოსები პირიქით, უფრო
ფართომასშტაბიან პროგრამას უჭერდნენ მხარს და აცხადებდნენ რომ $787 მილიარდი
დოლარის სტიმული არასაკმარისი იყო. (ზოგიერთი მათგანი ტრილიონი დოლარის
მოცულობის სტიმულირების პროგრამის განხორციელებას ითხოვდა). რეცესიის შემდეგ
ეკონომიკის გაჯანსაღებას წლები დასჭირდა. ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ მთავრობის
ჩარევის გარეშე ეს პროცესი დროში კიდევ უფრო გაიწელებოდა. მათი აზრით კონტრციკლური
ფისკალური პოლიტიკა კარგად დაგეგმილი იყო; სტიმულირების პროგრამა უფრო
მსხვილმასშტაბიანი და ხანგრძლივი რომ ყოფილიყო ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო
სწრაფად მოხდებოდა. თუმცა, როდესაც პროცესებს გარედან აკვირდები და თავად არ იღებ
გადაწყვეტილებებს, შეფასებების გაკეთება იოლია. როგორც ჩვენს მიერ 26.9 ნახაზზე
განხილული მაგალითიდან ჩანს, გრძელვადიანი სტიმულირების პროგრამის შემთხვევაში
საბოლოოდ შესაძლოა ინფლაციის ზრდა მიგვეღო. უფრო მეტიც, მსხვილმასშტაბიანი
სტიმულირების პროგრამა მთავრობის ვალის კიდევ უფრო მეტად ზრდას გულისხმობს, რაც
რათქმაუნდა მომავლისადმი უარყოფით მოლოდინებს ქმნის და ეკონომიკას აზიანებს.
ამგვარად, კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხზე
უთანხმოების გადაწყვეტა გულისხმობს რომ გავარკვიოთ 26.7 და 26.9 ნახაზებზე განხილული
შემთხვევებიდან რომელი სცენარია რეალობასთან უფრო ახლოს. ამის შესაფასებლად მოდით
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ისტორიიდან.
მთავრობის მიერ იმ საკანონმდებლო აქტებისა და ადმინისტრაციული პროცედურების
ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, დისკრეციული ფისკალური
პოლიტიკა ეწოდება. დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის მაგალითებია: არსებული
სამთავრობო პროგრამის მოდიფიცირება, ახალი სამთავრობო პროგრამის დანერგვა,
საგადასახადო სისტემის ცვლილება და ა. შ. აღნიშნული ცვლილებების დისკრეციული
ხასიათი ვლინდება იმაში, რომ ამ ქმედებათა განხორციელება დამოკიდებულია პრეზიდენტის
ან კონგრესის გადაწყვეტილებაზე.
17
ნახაზი 26.9 დროში ცუდად გაწერილი ფისკალური პოლიტიკის შედეგები
დაგვიანებული ფისკალური სტიმულის შედეგად რეალური მშპ
მიმართულებით გადაიხრება; საბოლოოდ კი ინფლაციის ზრდას მივიღებთ.
პოტენციური
მშპ
რეალური მშპ-ის
ცვლილების სცენარი
დაგვიანებული ფისკალური
სტიმულის პირობებში
მილიარდი დოლარი
2008
საპირისპირო
რეალური მშპ-ის ცვლილების
სცენარი ფისკალური
სტიმულის გარეშე
2009
2010
2011
2012
2013
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის მაგალითია პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება გადასახადების შემცირების შესახებ, 1963 წელს. აღნიშნული
გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კენედის სიკვდილის შემდეგ, ლინდონ ჯონსონის
პრეზიდენტობის პერიოდში. ადრეულ 1960-იან წლებში აშშ-ის რეალური მშპ პოტენციურ
დონეზე ნაკლები იყო. ამ პერიოდში გადასახადების შემცირებამ ეკონომიკის გაჯანსაღება
მნიშვნელოვნად დააჩქარა. სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო
პოტენციური მშპ-ის ზრდასაც ე. ი. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისათვის არამხოლოდ
მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც დადებითი შედეგების მომტანი იყო.
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია აშშ-ის კონგრესის მიერ
2001 წელს მიღებული ეკონომიკური ზრდისა და გადასახადების შემსუბუქების აქტი. ამ აქტის
ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, 2001 წლის ზაფხულში გარკვეული კატეგორიის გადასახადის
გადამხდელებს ერთჯერადად, $300 დოლარის ოდენობის თანხა უკან დაუბრუნდათ.
ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს რომ აღნიშნულმა ქმედებამ ხელი შეუწყო 2001 წლის
რეცესიის დაძლევას. თუმცა, გამომდინარე ამ ქმედების მასშტაბებიდან და იმ ფაქტიდან, რომ
იგი ერთჯერადად განხორციელდა, ეკონომისტთა ნაწილი მის შედეგებს უმნიშვნელოდ
მიიჩნევს.
პრეზიდენტ ობამას მიერ 2009 წელს დამტკიცებული ფისკალური სტიმულირების
პროგრამა, თავისი შინაარსით 2008 წლის დასაწყისში პრეზიდენტ ბუშის მიერ დამტკიცებული
პროგრამის ანალოგიურია. როგორც 26.10 ნახაზიდან ჩანს, ამ პროგრამების ფარგლებში
განკარგვადი შემოსავლის ერთჯერადად გაზრდამ ძალიან მცირე გავლენა მოახდინა კერძო
მოხმარებასა და ერთობლივ მოთხოვნაზე.
18
26.10 ნახაზზე მოცემულია აშშ-ის მთავრობის მიერ 2008-2009 წლების პერიოდში კერძო
პირებისადმი ერთჯერადად გაწეული ფულადი დახმარების ეკონომიკური შედეგები.
გრაფიკზე, ზედა წირი გვიჩვენებს პერსონალური განკარგვადი შემოსავლის სიდიდეს აშშ-ში,
წლების მიხედვით, ხოლო ქვედა წირით ნაჩვენებია კერძო მოხმარების სიდიდე ამავე
პერიოდის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ 2008 წლის მაისში პერსონალური
განკარგვადი შემოსავლის მკვეთრ ზრდას კერძო მოხმარების ზრდა არ მოჰყოლია.
ერთჯერადმა ფულადმა დახმარებამ კერძო მოხმარება და შესაბამისად ერთობლივი მოთხოვნა
დიდად ვერ გაზარდა.
ნახაზი 26.10 განკარგვადი შემოსავალი და მოხმარება აშშ-ში, 2008-2009 წლების პერიოდში;
დისკრეციული სტიმულირების პროგრამების მიმდინარეობისას.
2008-2009 წლების პერიოდში აშშ-ში განხორციელებული ფისკალური სტიმულირების
პროგრამების მიზანს კერძო მოხმარების ზრდა წარმოადგენდა. როგორც ნახაზიდან ჩანს,
სტიმულირების პროგრამების პარალელურად ქვეყანაში კერძო მოხმარება არ გაზრდილა.
სტიმულირების პროგრამის მომხრეები აცხადენებ, რომ ამ პროგრამის გარეშე კერძო
მოხმარების სიდიდე ბევრად მცირე იქნებოდა.
როგორ ავხსნათ მოდელის გამოყენებით მიღებულ შედეგებსა და რეალურ ფაქტებს შორის
არსებული განსხვავება? ერთ-ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა სტიმულირების
პროგრამის გარეშე კერძო მოხმარება მართლაც შემცირებულიყო; თუმცა ეს რომ ნამდვილად
ასეა დამტკიცებას საჭიროებს; ამის დამტკიცება კი არც ისე იოლია. მოდელის გამოყენებით
19
მიღებულ შედეგებსა და რეალობას შორის არსებული განსხვავებების შედარებით
დამაჯერებელ ახსნას გვთავაზობს მოხმარების პერმანენტული შემოსავლის თეორია. ამ
თეორიის თანახმად, ადამიანები შემოსავლის დროებითი ზრდის გამო მოხმარებას დიდად არ
ზრდიან. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ გადასახადების შემცირების ეფექტი დამოკიდებულია
იმაზე, გადასახადის შემცირება დროებითია თუ პერმანენტული. გადასახადის დროებითი
შემცირება, ისევე როგორც ერთჯერადი ფულადი დახმარება კერძო მოხმარებას დიდად არ
გაზრდის. 26.10 ნახაზზე სწორედ გადასახადების დროებითი შემცირებისა და ერთჯერადი
ფულადი დახმარების არაეფექტიანობაა ასახული.
გადასახადები და სახელმწიფო შესყიდვები არამხოლოდ მთავრობის დისკრეციული
ქმედებების შედეგად, არამედ ავტომატურადაც შეიძლება შეიცვალოს. რეალურად,
გადასახადებისა და სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებების დიდი ნაწილი ავტომატურად
ხდება. მაგალითად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება ეკონომიკური ბუმის
პერიოდში და პირიქით, მცირდება რეცესიის პერიოდში. ამგვარად, საგადასახადო
შემოსავლები ეკონომიკური ციკლის მიხედვით ავტომატურად იცვლება.
საგადასახადო შემოსავლების ავტომატური ცვლილება კიდევ უფრო დიდია
პროგრესიული საგადასახადო სისტემის პირობებში. პროგრესიული საგადასახადო სისტემა
გულისხმობს, რომ შემოსავლის ზრდის პროპორციულად იზრდება გადასახადის განაკვეთიც.
მაგალითად: ადამიანი რომელიც წლიურად გამოიმუშავებს $100 000 დოლარს უფრო მაღალი
განაკვეთით იბეგრება ვიდრე ის ადამიანი, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს $20 000
დოლარს.
ეკონომიკური ციკლის შესაბამისად, ავტომატურად იცვლება მთავრობის ხარჯების
მოცულობაც. ეკონომიკური რეცესიის დროს იზრდება მთავრობის მიერ უმუშევრობის
დაზღვევაზე გაწეული ხარჯები, ისევე როგორც სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები;
რადგან ამ დროს ქვეყანაში უმუშევრობის დონე და სიღარიბე იზრდება.
იმის გამო, რომ გადასახადებისა და სახელმწიფო შესყიდვების ზემოაღნიშნული
ცვლილებები
ავტომატურად
მიმდინარეობს,
იგი
ეკონომიკის
ავტომატური
სტაბილიზატორების სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს
ეკონომიკური რყევების ამპლიტუდის შემცირებას. რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ
ეკონომიკის ავტომატურ სტაბილიზატორებს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ 2001 წლის რეცესიის პერიოდი. 1999 და
2000 წლებში აშშ-ის რეალური მშპ პოტენციურ დონეზე მაღლა იყო. თუმცა 2001 წლის ბოლოს
იგი შემცირდა და პოტენციურ მშპ-ზე ნაკლები გახდა. რეალური მშპ-ის შემცირებისთანავე
ავტომატურად გაიზარდა სახელმწიფო შესყიდვები და შემცირდა გადასახადები.
ავტომატური ცვლილებების მასშტაბის შესაფასებლად ერთმანეთს შევადაროთ აშშ-ის
2002 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი და ფაქტიური მაჩვენებლები. ამ წელს მთავრობამ 336
მილიარდი დოლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლები მიიღო, ვიდრე ეს დაგეგმილი
ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ 2001 წლის რეცესიის პერიოდში საგადასახადო შემოსავლები
ავტომატურად შემცირდა $336 მილიარდი დოლარით. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს,
20
ეს მაჩვენებელი $50 მილიარდი დოლარით აღემატებოდა თავდაპირველად დაგეგმილ
მოცულობას. საერთო ჯამში საგადასახადო შემოსავლების $336 მილიარდი დოლარით
შემცირებამ და სახელმწიფო შესყიდვების $50 მილიარდი დოლარით გაზრდამ
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლების შემცირებისა და მთავრობის ხარჯების ზრდის შედეგად ამ პერიოდში კერძო
მოხმარების სიდიდე იმაზე მაღალი იყო, ვიდრე აღნიშნული ცვლილებების გარეშე იქნებოდა.
როგორც ხედავთ, ეკონომიკის ავტომატური სტაბილიზატორები ამცირებენ რეცესიის
უარყოფით ეფექტებსა და ხელს უწყობენ ეკონომიკის გაჯანსაღებას. მართალია 2001 წლის
რეცესიის უარყოფითი შედეგები ავტომატური სტაბილიზატორების წყალობით მთლიანად არ
განეიტრალებულა, თუმცა მათ მნიშვნელოვანწილად შეამცირეს იგი.
2.3 დებატები ფისკალური პოლიტიკის გარშემო
ეკონომისტები უკვე მრავალი წელია კამათობენ დისკრეციული ფისკალური პოლიტიკისა
და ავტომატური ფისკალური პოლიტიკის გამოყენების საჭიროებაზე.
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის გამოყენების მომხრეები აღნიშნავენ, რომ
ავტომატური სტაბილიზატორების მოქმედების სიდიდე არასაკმარისია ეკონომიკის
რეცესიიდან გამოსაყვანად; ამის გამო საჭიროა დამატებითი ქმედებები. დისკრეციული
ფისკალური პოლიტიკის მოწინააღმდეგენი კი აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკის შედეგები
ბუნდოვანია; ამასთან დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის გამოყენება ზუსტად საჭირო
დროს, პრაქტიკაში ძალიან რთულია; იმ დროისათვის როდესაც მთავრობა დისკრეციულ
პოლიტიკას გაატარებს, რეცესია შესაძლოა დასრულებულიც კი იყოს. თუ ეს ასე მოხდა,
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის შედეგი რეალური მშპ-ის პოტენციურზე მეტად
ზრდა, დამატებითი ეკონომიკური რყევის გამოწვევა და საბოლოოდ ინფლაციის ზრდა იქნება.
დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დროში შესაბამისობა. ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია ქმედების საჭიროების
დროული იდენტიფიკაცია (რეცესიის დროული იდენტიფიკაცია), შემდეგ ამ ქმედების
დროული განხორციელება და ბოლოს, განხორციელებულ ქმედებათა უმოკლეს ვადაში ასახვა
ეკონომიკაზე.
მრავალი მაკროეკონომისტის აზრით ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეულ წესებში
მოქცევა, დარეგულირება, ხელს უწყობს ამ პოლიტიკის მიმართ სანდოობის ზრდასა და მის
სტაბილურობას. დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის უკანა პლანზე გადაწევამ და
ავტომატური სტაბილიზატორების მნიშვნელოვნების ზრდამ, შესაძლოა მთავრობის მიერ
ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესახებ გამოთქმული სურვილი მეტად სანდო გახადოს.
კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის შედეგად რეცესიის პერიოდში ბიუჯეტის
დეფიციტი იზრდება. დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის პირობებში არ არსებობს იმის
გარანტია, რომ რეცესიის შემდეგ ბიუჯეტის დეფიციტი იმავე დონეზე არ დარჩება;
ავტომატური სტაბილიზატორების წინა პლანზე წამოწევით კი იქმნება მოლოდინი, რომ
რეცესიის შემდგომ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება.
21
შეჯამება


ეკონომიკური რყევების შესამცირებლად მთავრობა ახორციელებს კონტრციკლურ
ფისკალურ პოლიტიკას. კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის მიზანია რეალური
მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრების შემცირება.
კონტრციკლური ფისკალური პოლიტიკის ორი სახე არსებობს: 1) დისკრეციული
ფისკალური პოლიტიკა, რომლის მაგალითია 2008 და 2009 წლების ფისკალური
სტიმულირების პროგრამები; და 2) ავტომატური სტაბილიზატორები, რომლის
მაგალითია უმუშევრობის დაზღვევასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული
დანახარჯების, ისევე როგორც საგადასახადო შემოსავლების ავტომატური ცვლილება
ეკონომიკური რყევების საპირწონედ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურული და ციკლური ნამეტი (პროფიციტი)
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და ხარჯები
ავტომატურად იცვლება ეკონომიკური რეცესიებისა და გაჯანსაღების პერიოდებში.
იმისათვის რომ გავაანალიზოთ ბიუჯეტის ბალანსი, საჭიროა ცალკე გამოვყოთ ავტომატური
ცვლილებების ეფექტი. ამისათვის განვიხილოთ ბიუჯეტის სტრუქტურული, ანუ სრული
დასაქმების ნამეტი (პროფიციტი). სტრუქტურული პროფიციტი (ნამეტი) ესაა ბიუჯეტის
პროფიციტის სიდიდე იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გრძელვადიან წონასწორობაშია; ე.
ი. ბიუჯეტის პროფიციტის სიდიდე იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური მშპ პოტენციური
მშპ-ის ტოლია.
26.11 ნახაზზე მოცემული გრაფიკი დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ სტრუქტურული
პროფიციტის არსში. ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია რეალური მშპ-ის
მნიშვნელობები, ხოლო ვერტიკალური ღერძზე ბიუჯეტის პროფიციტის (ნამეტის) სიდიდე; ე.
ი. ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობა. ბიუჯეტი დაბალანსებულია
მაშინ, როდესაც პროფიციტი (ნამეტი) ნოლის ტოლია. გრაფიკზე ჰორიზონტალური წრფე
გვიჩვენებს პროფიციტის ნულოვან დონეს, ანუ დაბალანსებულ ბიუჯეტს. სიტუაცია ნულს
ქვემოთ გვიჩვენებს მდგომარეობას, როდესაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
ნაკლებია ხარჯებზე ე. ი. ბიუჯეტის დეფიციტს, ხოლო ნულს ზემოთ სიტუაცია გვიჩვენებს
მდგომარეობას, როდესაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აღემატება ხარჯებს ე. ი.
ბიუჯეტის პროფიციტს. ჰორიზონტალურ ღერძზე A, B და C წერტილები გვიჩვენებს რეალური
მშპ-ის სამ განსხვავებულ დონეს. A წერტილში რეალური მშპ ძალიან მცირეა, ამ პირობებში
ბიუჯეტი დეფიციტურია; B წერტილში რეალური მშპ A წერტილთან შედარებით გაზრდილია,
ამ მდგომარეობაში ბიუჯეტი დაბალანსებულია; და ბოლოს C წერტილში რეალური მშპ B
წერტილთან შედარებით გაზრდილია, ამ მდგომარეობაში ბიუჯეტი პროფიციტულია.
22
ნამეტი
0
ნამეტი (პროფიციტი)
როდესაც რეალური მშპ მცირდება,
ბიუჯეტის ნამეტიც მცირდება, რადგან
ამ დროს საბიუჯეტო შემოსავლები
მცირდება და ხარჯები იზრდება.
როდესაც რეალური მშპ A წერტილშია,
ბიუჯეტი დეფიციტურია. B წერტილში
ბიუჯეტი დაბალანსებული, ხოლო C
წერტილში პროფიციტულია.
დეფიციტი
დეფიციტი
საგადასახადო შემოსავლებს მინუს ხარჯები
ნახაზი 26.11 რეალური მშპ-ის გავლენა ბიუჯეტის ბალანსზე
A
B
C
რეალური მშპ
26.11 ნახაზზე მოცემული აღმავალი მრუდი გვიჩვენებს, რომ როდესაც რეალური მშპ
იზრდება, ბიუჯეტის ნამეტიც იზრდება. რატომ ხდება ასე? მიზეზი ავტომატური
სტაბილიზატორებია. როდესაც რეალური მშპ იზრდება, საგადასახადო შემოსავლები
ავტომატურად იზრდება და პარალელურად სოციალურ უზრუნველყოფასა და სხვა
პროგრამებზე გაწეული ხარჯები მცირდება; ბიუჯეტის ნამეტი შემოსავლებსა და ხარჯებს
შორის სხვაობის ტოლია, შესაბამისად იგი იზრდება. ამის საპირისპიროდ, როდესაც რეალური
მშპ მცირდება, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც მცირდება პარალელურად კი
უმუშევრობის დაზღვევასა და სხვა პროგრამებზე გაწეული ხარჯები იზრდება; მაშასადამე
ბიუჯეტის ნამეტი მცირდება. 26.11 ნახაზზე მოცემული აღმავალი მრუდი კონკრეტული
სამთავრობო პროგრამებისა და გადასახადის კონკრეტული განაკვეთისათვის გვიჩვენებს ამ
დამოკიდებულებას. თუკი მთავრობა შეცვლის ამ პროგრამებს და/ან გადასახადებს, ეს მრუდი
შესაბამისი მიმართულებით გადაადგილდება. მაგალითად: გადასახადის შემცირება მრუდს
დაბლა გადააადგილებს.
23
ნახაზი 26.12 ბიუჯეტის სტრუქტურული ნამეტი და ფაქტიური ნამეტი
დეფიციტი
0
ნამეტი
საგადასახადო შემოსავლებს მინუს ხარჯები
ბიუჯეტის პროფიციტის
სიდიდეს იმ პირობებში,
პოტენციური
სტრუქტურული
მშპ
ნამეტი
როდესაც რეალური მშპ
პოტენციური მშპ-ის ტოლია,
სტრუქტურული ანუ სრული
ამ წერტილში
დასაქმების
პროფიციტი
რეალური მშპ
ეწოდება. თუკი რეალური
პოტენციური
მშპ-ის ტოლია
მშპ პოტენციურ დონეზე
ნაკლებია,
ბიუჯეტის
ფაქტიური ნამეტი ნაკლები
იქნება
სტრუქტურულ
რეალური მშპ
ნამეტზე.
როდესაც
პოტენციური მშპ-ზე
ფაქტიური
ნაკლებია
რეალური მშპ პოტენციურ
ნამეტი
დონეზეა,
ბიუჯეტი
შესაძლოა დაბალანსებული,
რეალური მშპ
ან სულაც დეფიციტური
იყოს. თუ რეალური მშპ პოტენციური მშპ-ის ტოლია და ბიუჯეტი დეფიციტურია, ასეთ
შემთხვევაში ბიუჯეტის სტრუქტურული დეფიციტი გვაქვს.
26.12 ნახაზზე განხილულია სიტუაცია, როდესაც რეალური მშპ ნაკლებია პოტენციურ
მშპ-ზე. დავუშვათ რეალური მშპ იზრდება პოტენციური მშპ-ის დონემდე. ჩვენი პროგნოზის
მიხედვით ასეთ შემთხვევაში ნამეტი გაიზრდება; რადგან ერთის მხრივ საგადასახადო
შემოსავლები გაიზრდება, მეორეს მხრივ კი უმუშევრობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე
გაწეული ხარჯები შემცირდება. რაც უფრო მეტად გაიზრდება რეალური მშპ, მით უფრო
გაიზრდება ბიუჯეტის ნამეტიც. ბიუჯეტის ნამეტი ტრუქტურული ნამეტის ტოლი გახდება
მაშინ, როდესაც რეალური მშპ პოტენციურ დონეს მიაღწევს. ბიუჯეტის სტრუქტურული
ნამეტი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ბიუჯეტის ბალანსში ეკონომიკური ციკლით
გამოწვეული ცვლილებები.
შეჯამება


იმის გამო, რომ საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები რეალური მშპ-ის რყევების
პარალელურად იცვლება, ბიუჯეტის ბალანსიც ეკონომიკური ციკლის შესაბამისად
იცვლება. როგორც წესი ბიუჯეტის დეფიციტი რეცესიის პერიოდში წარმოიშობა.
სტრუქტურული, ანუ სრული დასაქმების პროფიციტის (ნამეტის) დახმარებით
შეგვიძლია დავითვალოთ ეკონომიკური ციკლის გავლენის სიდიდე ბიუჯეტის
ბალანსზე.
4. შეჯამება
იმის გამო, რომ მთავრობა ერთ-ერთი დიდი ეკონომიკური მოთამაშეა, ფისკალური
პოლიტიკის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს უმუშევრობასა და რეალურ მშპ-ზე. მთავრობის
24
გადაწყვეტილებებს
გამოიწვიონ.
შეუძლიათ
რეალური
მშპ-ის
პოტენციური
დონიდან
გადახრა
ფისკალური პოლიტიკის პირველი პრინციპი, შესაბამისად არის ის, რომ მთავრობამ არ
უნდა მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც ეკონომიკისთვის საზიანო იქნება. ფისკალური
პოლიტიკის მოულოდნელად ცვლილება ან რეცესიის პერიოდებში გადასახადების გაზრდა,
ფისკალური პოლიტიკის პირველ პრინციპს ეწინააღმდეგება.
მეორე პრინციპი გვეუბნება, რომ ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით შესაძლებელია
ეკონომიკური რყევების ამპლიტუდის შემცირება. რეცესიის პერიოდებში სახელმწიფო
შესყიდვების ზრდისა და საგადასახადო შემოსავლების შემცირებით შესაძლებელია ხელი
შევუწყოთ ერთობლივი მოთხოვნის ზრდას. ეკონომისტები ხშირად კამათობენ იმის თაობაზე,
შეუძლია თუ არა მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დაჩქარება დისკრეციული
ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით. მომავლისადმი გაურკვევლობა და დროში შეუსაბამო
ქმედებები დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის გამოყენებას ართულებს.
სამაგიეროდ
ეკონომისტები
თანხმდებიან
ავტომატური
სტაბილიზატორების
მნიშვნელოვნების საკითხზე. ავტომატური სტაბილიზატორების მეშვეობით რეცესიის
პერიოდში ერთის მხრივ საგადასახადო შემოსავლები ყოველგვარი ჩარევის გარეშე,
ავტომატურად მცირდება და მეორეს მხრივ, ხარჯებიც ასევე თავისით, ყოველგვარი ჩარევის
გარეშე იზრდება. შედეგად, რეცესიის პერიოდში ავტომატური სტაბილიზატორების
მეშვეობით ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება. ამის საპირისპიროდ, ეკონომიკური აღმავლობის
პერიოდებში ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება.
ეკონომიკური პოლიტიკის მეორე უმნიშვნელოვანესი ნაწილია მონეტარული პოლიტიკა.
მონეტარულ პოლიტიკას ჩვენ შემდეგ თემაში მიმოვიხილავთ.
საკვანძო საკითხები
1. მთავრობის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკას ფისკალური პოლიტიკა ეწოდება
2. ფისკალური პოლიტიკის მთავარი დოკუმენტია სახელმწიფო ბიუჯეტი. მასში
დეტალურადაა გაწერილი მთავრობის ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმილი
მოცულობები. აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს,
რომელიც განხილვისა და შესწორებების შეტანის შემდეგ ამტკიცებს მას.
3. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შედეგად იზრდება მთავრობის ვალი, რაც სამომავლოდ
საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკის სტაბილურობას.
4. ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი და ფაქტიური ბიუჯეტი როგორც წესი
ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ განსხვავების მიზეზებია: 1) ბიუჯეტის პროექტში
კონგრესის მიერ შესწორებების შეტანა; და 2) გაუთვალისწინებელი მოვლენების
არსებობა.
5. მთავრობის მიერ გადასახადებისა და ხარჯების ცვლილებას, მოკლევადიან პერიოდში
შეუძლია რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრა გამოიწვიოს. თუმცა
გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ მის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.
25
6. მთავრობის მიერ საგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯების ცვლილებებით
შესაძლებელია ეკონომიკური რყევების ამპლიტუდის შემცირება.
7. დროში შეუსაბამობა და მომავლისადმი გაურკვევლობა ართულებს დისკრეციული
ფისკალური პოლიტიკის პრაქტიკაში გამოყენებას.
8. ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ეკონომიკის
ავტომატური სტაბილიზატორები. რეცესიის პერიოდში საგადასახადო შემოსავლები
ავტომატურად მცირდება; ხარჯები ავტომატურად იზრდება.
26
Download