3. cvp ანალიზი

advertisement
თავი 3
CVP (Cost Volume Profit – დანახარჯი მოცულობა მოგება) ანალიზი
ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:
1.
განსაზღვროთ, თუ როგორ იცვლება ცვლადი, ფიქსირებული და საერთო ხარჯები ბიზნესის
აქტიურობის ცვლილების შესაბამისად;
2.
CVP (Cost Volume Profit) ანალიზი;
3.
განსაზღვროთ, თუ რა არის კონტრიბუცია (ზღვრული მოგება), გამოთვალოთ კონტრიბუცია
ერთეულზე და კონტრიბუციის ნორმა;
4.
გამოთვალოთ სასურველი მოგების მისაღებად აუცილებელი გაყიდვების რაოდენობა როგორც
ფიზიკურ, ასევე ფულად ერთეულებში;
5.
შეადგინოთ მოგება-ზარალის უწყისი კონტრიბუციული ფორმატით;
6.
ჩაატაროთ CVP ანალიზი გრაფიკულად.
 1. ცვლადი, ფიქსირებული და საერთო ხარჯების ცვლილება აქტიურობის ცვლილების
მიხედვით
პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია დაკავშირებულია სხვადასხვა ხასიათის
ხარჯებთან. ამ ხარჯების დეტალური ჩამონათვალი შესაბამისი თანხების მითითებით თქვენ
შეგიძლიათ ნახოთ მოგება-ზარალის უწყისის ხარჯების ნაწილში. გარდა ხარჯების
ფუნქციონალური კლასიფიკაციისა, მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები, საწარმოო
ხარჯები, სავაჭრო ხარჯები და ა.შ., ხარჯებს ხშირად სხვა თვისებების მიხედვითაც აჯგუფებენ. ამ თავში სასწავლო მიზნებისათვის ჩვენ გავაშუქებთ ხარჯების კლასიფიკაციას
ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების მიხედვით.
ხარჯების ბუნებაში უკეთ გარკვევის მიზნით წარმოვადგინოთ მარტივი მაგალითი.
განვიხილოთ საკუთარ ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯები.
ავტომობილის პატრონმა შეიძლება გითხრათ, რომ მანქანა მას წელიწადში უჯდება,
ვთქვათ, $2,700, მაგრამ ეს არის კონკრეტული შემთხვევა და სხვა მანქანის მფლობელისათვის
შეიძლება ხარჯები უფრო მეტი ან ნაკლები აღმოჩნდეს. პირველი, რაც მოგვივა თავში ამა თუ
იმ ავტომანქანის ხარჯებთან დაკავშირებით, ეს არის საწვავის მოხმარება. თუ კიდევ ცოტას
დავფიქრდებით,
მივხვდებით,
რომ
უმჯობესია
ხარჯები
დავუკავშიროთ
განარბენს
კილომეტრებში. ამ კონკრეტულ მაგალითში ჩვენ მოვახერხეთ Y ისეთი ერთეულის პოვნა,
რომლესაც გავლენა აქვს ხარჯებზე, ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავაშუქოთ, როგორ იცვლება
81
ეს
ხარჯები
ჩვენს
მიერ
არჩეული
საზომის
(მაგ.
კილომეტრები)
ცვლილებასთან
დამოკიდებულებაში. ამა თუ იმ ბიზნესის აქტიურობის მოცულობის საზომ ერთეულს
ეწოდება მოცულობის ინდექსი (Volume index). ბიზნესის აქტიურობა, მისი ბუნებიდან
გამომდინარე, შეგვიძლია დავახასიათოთ (გავზომოთ) კილოგრამებით, ცალობით, საათებით,
კილომეტრებით, კლიენტების რაოდენობითა და სხვა. ჩვენს მაგალითში ავტომობილთან
დაკავშირებულ ხარჯებს ავტომობილის განარბენს ვუკავშირებთ და აქტიურობის საზომად
ვიყენებთ კილომეტრებს.
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრეთ აქტიურობის საზომი (მოცულობის ინდექსი),
შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვადასხვა ტიპის ხარჯები.
ხარჯებს, რომლებიც იცვლება აქტიურობის ცვლილების პირდაპირპორპორციულად,
ეწოდება ცვლადი ხარჯები (Variable costs). მაგალითად, თუ მანქანის განარბენი კილომეტრებში იზრდება 10%-ით, საწვავთან დაკავშირებული ხარჯებიც იზრდება 10%-ით, ე.ი. ხარჯი
არის ცვლადი.
ხარჯები,
რომლებიც
რჩება
მუდმივი
აქტივობის
ცვლილების
პირობებში,
ფიქსირებული ანუ მუდმივი ხარჯები (Fixed costs) ეწოდება. ასეთი ტიპის ხარჯები
წარმოადგენს სხვა ფაქტორების, მაგალითად, დროის ფუნქციას. ფიქსირებული ხარჯების
მაგალითად გამოდგება ხარჯები მანქანის დაზღვევაზე და გადასახადი ლიცენზიაზე. ორივე
გადასახადი არის ფიქსირებული და არ არის დამოკიდებული განარბენზე. ამ ხარჯების გაწევა
მოგიწევთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წლის განმავლობაში საერთოდ არ იყენებთ მანქანას.
ხშირად გამოყოფენ კიდევ ერთი ტიპის ხარჯებს, რომელსაც ნახევრადცვლად ან
შერეულ ხარჯებს (Mixed costs) უწოდებენ. ამ ტიპის ხარჯები იცვლება აქტიურობის ზრდასთან
ერთად, მაგრამ არაპირდაპირპროპორციულად. მაგალითად, აქტიურობის გაზრდა 10%-ით
იწვევს ხარჯების გაზრდას მხოლოდ 6%-ით.
გავარჩიოთ კონკრეტული მაგალითი.
ხარჯების ტიპი
ხარჯის სიდიდე
ცვლადი ხარჯები
ბენზინი, ზეთი, მომსახურება
$0.08
1 კმ-ზე
ნახევრადცვლადი ხარჯები
ცვეთა
$1,000 წელიწადში და დამატებით $0.04 ყოველ 1 კმ-ზე
ფიქსირებული ხარჯები
დაზღვევა
$380 წელიწადში
გადასახადი ლიცენზიაზე
$120 წელიწადში
82
ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ავტომობილის წლიური ხარჯები შეადგენს $2,700 იმ მძღოლისათვის, რომელიც წელიწადში გადის 10,000 კმ-ს
(დაასაბუთეთ). საერთოდ, ყველა ხარჯების შეჯამების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ავტომობილი მძღოლს წელიწადში უჯდება $1,500 + $0.12 ცენტი ყოველ
კილომეტრზე. აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ შემდგომში ნახევრადცვლად ხარჯებს
მოხერხებულობის თვალსაზრისით გავყოფთ Y ფიქსირებულ და ცვლად ნაწილებად.
შევადგინოთ შემდეგი ცხრილი:
I
II
III
IV
საერთო
ფიქსირე-
ფიქსირე-
ბული
ბული
ხარჯი
ხარჯები
კმ-ზე
600
1,500
0.3
0.12
1,200
1,500
0.15
15000
0.12
1,800
1,500
0.1
20000
0.12
2,400
1,500
0.075
ცვლადი
საერთო
ხარჯი
ცვალებადი
1 კმ-ზე
ხარჯები
5000 კმ
0.12
10000
განარბენი
კმ-ში
1
როგორც ვხედავთ, ცვლადი ხარჯები 1 კმ-ზე არის მუდმივი. რაც შეეხება ფიქსირებულ
ხარჯებს 1 კმ-ზე, იგი მცირდება განარბენის გაზრდასთან ერთად. საწინააღმდეგო სურათი
გვაქვს საერთო ცვლადი ხარჯებისათვის, რომელიც იზრდება განარბენის ზრდასთან ერთად
და საერთო ფიქსირებული ხარჯებისათვის, რომლებიც რჩებიან მუდმივი განარბენის ზრდის
მიუხედავად. ამ მაგალითის განხილვის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
ცვლადი ხარჯები ერთეულზე მუდმივია და არ არის დამოკიდებული აქტიურობის
ცვლილებაზე, ფიქსირებული ხარჯები ერთეულზე კი მცირდება აქტიურობის ზრდასთან
ერთად. რაც შეეხება საერთო ფიქსირებულ ხარჯებს, იგი მუდმივია აქტივობის ცვლილების
მიუხედავად, ხოლო საერთო ცვალებადი ხარჯები იცვლება აქტივობის ცვლილების
შესაბამისად. აღნიშნული განმარტება შეგვიძლია წარმოვადგინოთ გრაფიკულადაც:
83
ხარჯები
$
ხარჯები
საერთო
ცვალებადი
$
ხარჯები
საერთო
ფიქსირებული
ხარჯები
აქტივობა
აქტივობა
ხარჯები
$
ხარჯები
ცვალებადი
$
ხარჯები
ფიქსირებული
ერთეულზე
ხარჯები
ერთეულზე
დროის განსაზღვრული შუალედი
გრაფიკი N1
ზემოთ მოყვანილი მაგალითის განხილვისას ჩვენ გავაკეთეთ ორი დაშვება. პირველი,
რომ წლის განმავლობაში ფიქსირებული ხარჯები (ლიცენზიის, დაზღვევის და ცვეთის
ხარჯების ფიქსირებული ნაწილი) არ იცვლებოდა და არ იყო დამოკიდებული განარბენზე.
საზოგადოდ, ფიქსირებული ხარჯები მუდმივია მხოლოდ:
1. დროის განსაზღვრულ შუალედში (პერიოდში); 2. აქტიურობის გარკვეულ დიაპაზონში.
განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ორი ცნება.
დროის განსაზღვრული შუალედი
დავუშვათ, 2010 წელს კომპანიას ჰქონდა შემდეგი ფიქსირებული ხარჯები:
ქონებაზე გადასახადი................ $
1,500
დაზღვევა..................................... .$
500
იჯარა............................................ $
4,000
მაგრამ მოხდა ისე, რომ 2011 წელს კომპანიის ქონება გაიზარდა 20%-ით. შესაბამისად
გაიზარდა გადასახადი უძრავ ქონებაზე, ასევე გაიზარდა დაზღვევა – 20%-ით. ასე რომ, 2011
84
წელს ადგილი ექნება ფიქსირებული ხარჯების ცვლილებას, კერძოდ, გვექნება ახალი
სიდიდეები.
ქონებაზე გადასახადი................ $
1,800
დაზღვევა......................................$
600
იჯარა............................................ $
3,500
როგორც
2010, ისე
2011
წელს ზემოთ აღნიშნული ხარჯები იყო ფიქსირებული,
მაგრამ ფიქსირებული მხოლოდ ამ წლის განმავლობაში. ისინი იცვლება დროის ერთი პერიოდიდან მეორეში გადასვლისას. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ფიქსირებული ხარჯები იჩენს
ცვლადი ხარჯების ბუნებას. ეს წინააღმდეგობა აღმოიფხვრება იმ დაშვებით, რომ ხარჯები
ფიქსირებულია მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში.
აქტივობის გარკვეული დიაპაზონი
სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ფიქსირებულ ხარჯებზე არის აქტივობის
დიაპაზონი, რაც ნიშნავს, რომ ფიქსირებული ხარჯები რჩება მუდმივი მხოლოდ აქტიურო-ბის
განსაზღვრული შუალედისას. თუ ბიზნესის აქტივობა (ვთქვათ, წარმოების მოცულობა)
გაცდება გარკვეულ ზღვარს, ფიქსირებული ხარჯები იცვლება. ნათქვამის უკეთ გასაგებად,
წარმოვიდგინოთ, რომ ქარხანას სურს წარმოების გაზრდა 1,500-დან 2,000 ერთეულამდე.
ამისათვის, საჭიროა დამატებითი დაზგებისა და სხვა მოწყობილობების შეძენა, რაც, თავის
მხრივ, გამოიწვევს დამატებით ხარჯებს: ახალი აპარატურის ცვეთის ხარჯებს, დაზღვევას,
ქონებაზე გადასახადს, მომსახურე პერსონალის ხელფასს და სხვა. ყველა ეს ხარჯი თავისი
ბუნებით არის ფიქსირებული, თუმცა, ამ შემთხვევაში იცვლება წარმოების მოცულობის
ზრდასთან ერთად. სწორედ ამ უთანხმოების აღმოსაფხვრელად არის შემოღებული აქტივობის
გარკვეული დიაპაზონის ცნება.
ფიქსირებული ხარჯები იცვლება ერთი დიაპაზონიდან მეორეში გადასვლისას, მაგრამ
რჩება მუდმივი დიაპაზონის შიგნით. ჩვენს მაგალითში, ფიქსირებული ხარჯები მუდმივია იმ
შემთხვევაში, თუ წარმოების მოცულობა არ აღემატება 1,500 ერთეულს, თუ წარმოების
მოცულობა არის 1,500-დან 3,000 ერთეულამდე, გვაქვს უკვე განსხვავებული ფიქსირებული
ხარჯები. წარმოების შემდეგი ზრდა, ვთქვათ, 4,000-მდე, მოითხოვს ფიქსირებული ხარჯების
შემდგომ ზრდას. ზემოთქმული წარმოვადგინოთ გრაფიკის სახით:
85
ფიქსირებული
ხარჯი
დიაპაზონი III
15,000
10,000
დიაპაზონი II
დიაპაზონი I
1,500
3,000
5,000
ერთეული
გრაფიკი N2
ფიქსირებული ხარჯები მუდმივია მხოლოდ შესაბამის შუალედებში (დიაპაზონში).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოება გაიზარდა, წარმოების მკვეთრი
შემცირება, ვთქვათ, 1,000 ერთეულამდე, აღარ გამოიწვევს ფიქსირებული ხარჯების
ავტომატურად შემცირებას და ის დარჩება $15,000, თუმცა, წარმოების მოცულობა გაცილებით
ნაკლებია. ამ შემთხვევაში, გვექნება ახალი დიაპაზონი, ოღონდ უკვე 0–3000-მდე.
მოცულობის გარკვეული დიაპაზონის ცნება ძალაშია არა მხოლოდ ფიქსირებული
ხარჯებისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ცვლად ხარჯებზე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ
ცვლადი ხარჯები იცვლება აქტივობის ზრდის პროპორციულად და მუდმივია ერთეულზე
გადაანაგარიშებით.
ეს
დაშვებები
მნიშვნელოვან
წინააღმდეგობაშია
ეკონომისტების
თვალსაზრისთან, რომელთა აზრით, არასწორია შემდეგი დაშვებები: 1. ცვალებადი ხარჯები
ერთეულზე არის მუდმივი; 2. ცვალებადი ხარჯები იცვლება მოცულობის ცვლილების
პროპორციულად; 3. საერთო ხარჯების გრაფიკი არის წრფე.
ეკონომისტების შეხედულებით, წარმოების დაბალი მოცულობის დროს ცვლადი
ხარჯები ერთეულზე (საშუალო ცვლადი ხარჯები) მაღალია და ისინი თანდათან მცირდება
წარმოების ზრდასთან ერთად, ოღონდ გარკვეულ წერტილამდე, სადაც ეს ხარჯები აღწევს
მინიმუმს, ამის შემდეგ იწყება ამ ხარჯების ზრდა. გრაფიკულად ეს პროცესი შეიძლება
წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:
ekonomistebis mrudi
erTeulze
xarji
aRmricxvelTa wrfe
1500
2400
3000
86
წარმოების ცვლადი ხარჯები ერთეულზე ყველაზე მცირე 2400 ერთეულზეა
ეკონომისტების მრუდი
აღმრიცხველთა წრფე
საერთო
ცვალებადი
ხარჯები
1500
2400
3000
გრაფიკი N3
ეკონომისტებსა და აღმრიცხველებს შორის უთანხმოების გადაწყვეტა შეიძლება
აქტივობის გარკვეული დიაპაზონის (Relevant range) ცნების გამოყენებით. მართლაც, თუ
წარმოების მოცულობა მოთავსებულია 1500–3000 შეუალედში, მრუდის ნაწილი ამ შუალედში
საკმაოდ ახლოსაა წრფესთან. ეს ჩანს ნახაზიდანაც. ამიტომ, როგორც წესი, აქტივობის
გარკვეულ
დიაპაზონში
და
დროის
გარკვეულ
შუალედში
ეკონომისტებისა
და
აღმრიცხველების მიდგომა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამრიგად, შეგვიძლია ჩავთვალოთ,
რომ ამ პირობებში: 1. ცვლადი ხარჯი ერთეულზე არის მუდმივი; 2. საერთო ფიქსირებული
ხარჯები არის მუდმივი; 3. საერთო ცვლადი ხარჯები იცვლება აქტიურობის ზრდის
პირდაპირპროპორციულად; 4. საერთო ხარჯების (ცვლადი + ფიქსირებული) გრაფიკი არის
წრფე.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ – მხოლოდ დროის გარკვეულ შუალედში და აქტივობის
გარკვეულ დიაპაზონში.
სწორედ ეს დაშვებები ხარჯების ბუნების შესახებ უდევს საფუძვლად CVP (Cost-
Volume-Profit) (დანახარჯი-მოცულობა-მოგება) ანალიზს, რომელსაც განვიხილავთ შემდგომ.
სანამ ავაგებდეთ საერთო ხარჯების გრაფიკს, საჭიროა აღმოვფხვრათ კიდევ ერთი
წინააღმდეგობა, რომელმაც შეიძლება ეჭვი გაგვიჩინოს ამ გრაფიკის წრფივობის შესახებ.
ხანდახან ცვლადი ხარჯები იჩენენ ფიქსირებული ხარჯების ბუნებას და პირიქით.
საზოგადოდ, არსებობს ცვლადი ხარჯების ორი ტიპი – პროპორციულად ცვლადი ხარჯები და
საფეხურობრივად ცვლადი ხარჯები. ფიქსირებული ხარჯებიც, თავის მხრივ, იყოფა
აუცილებელ ფიქსირებულ და დისკრეტულ ფიქსირებულ ხარჯებად.
87
სიტუაცია მარტივია პროპორციულად ცვლადი ხარჯებისათვის. ისინი ყოველთვის
იცვლებიან აქტიურობის ზრდის პროპორციულად. მაგალითად, ბენზინი (თუ გამოვრიცხავთ
მანქანის ამუშავებისას მის გაზრდილ მოხმარებას). მაგრამ ხშირად ცვლადი ხარჯები იცვლება
არა თანდათანობით, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ.
დავუშვათ, რომ პროდუქტის ერთეულის წარმოებისათვის საჭიროა 1 სთ და ყოველი
სამუშაო საათის შესაბამისი ანაზღაურებაა $5, ხარჯი ამ შემთხვევაში ცვალებადია და იცვლება
გამომუშავებული საათების შესაბამისად. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პროფკავშირებთან
დადებული შეთანხმების თანახმად, მუშას არ შეიძლება მივცეთ 8-საათიანი სამუშაო დღის
პირობებში, დღეში $5 X 8 = $40-ზე ნაკლები ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, აწარმოებს თუ
არა იგი 8 ერთეულს. მაშასადამე, სამუშაო ძალაზე გაწეული ხარჯები მუდმივია, როდესაც
წარმოების დონე 1: 8 დეტალის ფარგლებშია. როგორც კი წარმოების დონე გადააჭარბებს
დღეში 8 ერთეულს, საჭირო ხდება მეორე მუშის დაქირავება. ამ დროს ხდება ხარჯების
ნახტომისებური ზრდა $80-მდე. გრაფიკულად ეს ამგვარად წარმოგვიდგება:
$80
$40
4
8
12
16
ერთეულები
გრაფიკი N4
ამ შემთხვევაში ცვლადი ხარჯი იჩენს ფიქსირებული ხარჯის ბუნებას. ეს საფეხური
წარმოადგენს დიდი სურათის მცირე ნაწილს. როდესაც ფირმა უშვებს დღეში ათიათასობით
ერთეულს და იყენებს ათასობით მუშას, ეს პატარა ნაბიჯები გადადის წრფეში, რაც
გრაფიკულად შეიძლება ამგვარად წარმოვადგინოთ:
გრაფიკი N5
როგორც აღვნიშნეთ, ფიქსირებული ხარჯებიც არის ორი ტიპის:
88
1. ფიქსირებული ხარჯები, რომლებიც მენეჯმენტს დროის მცირე შუალედში არ
შეუძლია შეცვალოს. მათ აუცილებელი ფიქსირებული ხარჯები ეწოდება;
2. და ფიქსირებული ხარჯები, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია დროის მცირე
შუალედში.
მათ დისკრეტულ ფიქსირებულ ხარჯებს უწოდებენ.
დისკრეტული ფიქსირებული ხარჯების კარგი მაგალითია რეკლამის, კვლევის, ქველმოქმედების, პრემიების ან კომპანიის წევრების წვეულებებისათვის გაწეული ხარჯები.
მას შემდეგ, რაც მკაცრად გაყოფილია ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები და
აღებულია დროის გარკვეული პერიოდი და აქტიურობის გარკვეული დიაპაზონი, შეიძლება
ავაგოთ საერთო ხარჯების წრფივი გრაფიკი.
გრაფიკი N6
ამ წრფის განტოლება სიტყვებით შეგვიძლია ჩავწეროთ შემდეგნაირად:
საერთო ხარჯები (TC) = ფიქსირებული ხარჯები (FC)
+ ცვლადი ხარჯები (VC)
ცვლადი ხარჯები თავის მხრივ, უდრის:
VC = ცვლადი ხარჯები ერთეულზე ანუ ცვლადი ხარჯების კოეფიციენტი
X მოცულობაზე
საბოლოო ჯამში ვიღებთ წრფის განტოლებას:
Y = a + bx,
სადაც:
a – არის ფიქსირებული ხარჯები (FC);
89
b – ცვლადი ხარჯები ერთეულზე (Variable cost per unit) ცვლადი ხარჯების კოეფიციენტი
განსაზღვრავს საერთო ხარჯების წრფის დახრას;
Y – დამოკიდებელი ცვლადი, ანუ საერთო ხარჯები (TC);
Y = a + bx გრაფიკს საერთო ხარჯების წრფეს უწოდებენ.
თუ გავიხსენებთ მანქანას, რომელიც განვიხილეთ თავის დასაწყისში, საერთო ხარჯების
წრფის განტოლებას ექნება შემდეგი სახე:
Y = 1500 + 0.12 x,
სადაც:
Y – $-ში;
x – კილომეტრებში.
 2. CVP ანალიზი
თავის ამ ნაწილში გამოყენებულია შემდეგი აღნიშვნები:
CVP ანალიზი (Cost Volume Profit) – დანახარჯი-მოცულობა-მოგება-ანალიზი
TS (Total Sales) – საერთო გაყიდვები
TSR (Total Sales Revenue) – შემოსავალი საერთო გაყიდვებიდან
FC (Fixed Cost or TFC) – ფიქსირებული ხარჯები
BEP (Break Even Point) – ნულოვანი მოგების წერტილი
VC (Variable Cost) – ცვლადი ხარჯები
TCM (Total Contribution Margin) – საერთო კონტრიბუცია
P (Price Per Unit) –ერთეულის გასაყიდი ფასი
FCU (Fixed Cost per Unit) – ფიქსირებული ხარჯები ერთეულზე
VCU (Variable Cost per Unit) – ცვლადი ხარჯები ერთეულზე
CMU (Contribution Margin per Unit) – კონტრიბუცია ერთეულზე
SU (Sales in Units) – გაყიდული ერთეულების რაოდენობა
90
NI (Net Income) – სუფთა მოგება
T% (Tax Rate) – გადასახადის ნორმა, პროცენტი
IBT (Income Before Taxes) – მოგება გადასახადის გადახდამდე
აღმრიცხველების მიერ CVP ანალიზის გამოყენება ეფექტურია მოკლევადიანი
დაგეგმვისას. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული
რომელი ხარჯია ფიქსირებული და რომელი ცვლადი. CVP ანალიზის გამოყენებით შეიძლება
იმის შესწავლა, თუ როგორ მოქმედებს ბიზნესის აქტიურობის ცვლილება ხარჯებზე. ამ
ურთიერთკავშირის გაგება არსებითია გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენისას ბიზნესის
სამომავლო ოპერაციების სწორად წარმართვისათვის. CVP ანალიზი ეხმარება მენეჯერებს
იწინასწარმეტყველონ, თუ რა გავლენა ექნება სხვადასხვა სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებს ბიზნესის წარმატებაზე. აღნიშნული ანალიზის ჩატარების შემდეგ მენეჯერებს
შეეძლებათ შემდეგი ხასიათის შეკითხვებზე პასუხის გაცემა:
გაყიდვების რა დონე უნდა იყოს მიღწეული, რომ დაიფაროს ყველა ხარჯი? (BEP კონცეფცია);
პროდუქციის რამდენი ერთეული უნდა გაიყიდოს სასურველი მოგების მისაღებად?
როგორ იმოქმედებს ბიზნესის აქტიურობის გაზრდა მის შემოსავლებზე, ხარჯებზე და
მოგებაზე?
მივიღოთ თუ არა სპეცშეკვეთა?
შევქმნათ თუ არა ახალი საწარმოო ხაზი?
როგორ გავზარდოთ იმ ფირმების მოგება, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს?
და მრავალი სხვა.
CVP ანალიზი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მთლიანი ორგანიზაციისათვის, ისე
მისი მცირე სეგმენტისათვის, განყოფილებებისათვის, დეპარტამენტისათვის, საწარმოო
ხაზისთვის.
CVP ანალიზს საქმე აქვს ურთიერთდამოკიდებულ მრავალ სიდიდესთან, მაგალითად,
გასაყიდი ფასი, ცვალებადი ხარჯები ერთეულზე, წარმოების და გაყიდვების მოცულობა.
ანალიზის დროს, როგორც წესი, ხდება ამ ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული შეფასება
და, აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მოგების განსაზღვრა.
CVP ანალიზის შესწავლა დავიწყოთ მარტივი მაგალითით. დავუშვათ, გამომცემელი
აპირებს
მენეჯერული
აღრიცხვის
სახელმძღვანელოს გამოცემას. მისი შეფასებით Y,
ცვალებადი ხარჯები თითოეულ წიგნზე არის $30 (VCU = $30). ამას გარდა, საერთო
ფიქსირებული ხარჯები (TFC) = $65,000-ს. გამომცემელს აინტერესებს, რამდენი წიგნი უნდა
გაიყიდოს იმისათვის, რომ როგორც მინიმუმ, არ ჰქონდეს წაგება (ნულოვანი მოგების
91
წერტილი). იგი ავალებს თავის კონტროლერს ჩაატაროს სათანადო გამოთვლები. ცოტა ხნის
შემდეგ კონტროლერი ბრუნდება შემდეგი შედეგებით:
ნულოვანი მოგების მისაღწევად კომპანიას სჭირდება 3,250 წიგნის გაყიდვა.
1.
გაყიდვების მენეჯერის პროგნოზით, წიგნის საერთო გაყიდვები მომდევნო წელს
შეადგენს 8,000 ცალს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მიიღებს $95,000-ის მოგებას.
აქამდე რამდენჯერმე ვახსენეთ ნულოვანი მოგების (BEP) წერტილი. განსაზღვრებით
იგი უდრის გაყიდული ერთეულების იმ რაოდენობას, რომელიც ფირმას მისცემს ნულოვანი
მოგების გარანტიას.
გამოვიყენოთ ცნობილი ტოლობა:
TS (საერთო გაყიდვები) – TC (საერთო ხარჯები) = მოგებას
(1)
თავის მხრივ, საერთო ხარჯები შედგება საერთო ფიქსირებული (TFC) და საერთო
ცვალებადი (TVC) ხარჯებისაგან. ამიტომ, ზემოთ აღნიშნული ტოლობა მიიღებს სახეს:
TS – VC – FC = I
(2)
ახლა კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს ფორმულა:
TS = ( ერთეულის ფასი X გაყიდული ერთეულების რაოდენობაზე) P X SU.
VC = (ცვლადი ხარჯები ერთეულზე X გაყიდული ერთეულების რაოდენობაზე) VCU X SU.
თუ ჩავსვამთ ზემოაღნიშნულ სიდიდეებს (2) ფორმულაში, იგი მიიღებს შემდეგ სახეს:
(P x SU) – (VCU x SU) – FC = I
(3)
ზემოთ მოყვანილ მაგალითში კონტროლერს ჰქონდა შემდეგი მონაცემები: P = $50, VCU
= $30, FC = 65,000, ხოლო I = 0. მას სჭირდებიდა მხოლოდ გაყიდული ერთეულების x-ის
განსაზღვრა. ამისათვის მან შეადგინა ტოლობა:
50x – 30x – 65,000 = 0
20x = 65,000
x = 65,000 : 20 = 3,250 ერთეულს
სწორედ 3,250 ერთეულის გაყიდვებია საჭირო BEP-ის დონის მისაღწევად.
92
 3. მოგება-ზარალის უწყისის კონტრიბუციული ფორმატი. კონტრიბუციის რაობა,
კონტრიბუცია ერთეულზე და კონტრიბუციის ნორმა
დავრწმუნდეთ, რომ 3,250 ერთეული მართლაც წარმოადგენს BEP-ს. ამისათვის
მოვამზადოთ მოგება-ზარალის უწყისი იმ სახით, სადაც ხაზგასმული იქნება ხარჯების
ბუნება. მოგება-ზარალის უწყისს, რომელიც გამოიყენება CVP ანალიზის დროს, ეწოდება
კონტრიბუციული ფორმატის (ხანდახან ხარჯების ბუნების ფორმატის) მოგება-ზარალის
უწყისი. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:
საერთო გაყიდვები...............................
TS
მინუს: საერთო ცვლადი ხარჯები
TVC
უდრის: საერთო კონტრიბუცია
TCM
მინუს: საერთო ფიქსირებული ხარჯები TFC
უდრის: მოგებას....................................
I
ამ ფორმულაში ჩვენ საერთო ცვლადი ხარჯები (მაგალითად, წარმოებაზე, გაყიდვებსა
და ადმინისტრაციაზე) გამოვაკელით საერთო გაყიდვებს. ამ სხვაობას ეწოდება კონტრიბუცია,
ხოლო მოგება-ზარალის უწყისს – კონტრიბუციული ფორმატის. ამის შემდეგ, ჩვენ შევკრიბეთ
ყველა
ფიქსირებული
ხარჯი
(დაკავშირებული
წარმოებასთან,
გაყიდვებთან
და
ადმინისტრაციასთან), გამოვაკელით იგი კონტრიბუციას და მივიღეთ მოგება.
განვიხილოთ უფრო დეტალურად საგამომცემლო კომპანიის კონტრიბუციული
ფორმატით შედგენილი მოგება-ზარალის უწყისი. ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების
შემადგენელი ნაწილები მოცემულია ცხრილში:
ცვლადი ხარჯები:
მასალები..................................................................
$10/ერთეულზე
ხელფასები...............................................................
$15/ერთეულზე
საწარმოო ზედნადები ცვლადი ხარჯები.............
$3/ერთეულზე
სავაჭრო ცვლადი ხარჯები....................................
$2/ერთეულზე
სულ ცვლადი ხარჯები…….................................... $30/ერთეულზე
ფიქსირებული ხარჯები:
საწარმოო ზედანდები ხარჯები............................
$40,000
სავაჭრო მუდმივი ხარჯები....................................
$25,000
93
ახლა შევადგინოთ კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი 3,250
ერთეულისა და 8,000 ერთეულისათვის.
I
II
3250 წიგნი
8000 წიგნი
162,500 = (3,250 X 50)
$400,000 (8,000 X 50)
მასალები
32,500 = (3,250 X 10)
80,000 (8,000 X 10)
ხელფასები
48,750 = (3,250 X 15)
120,000 (8,000 X 15)
საწარმოო ზედნადები ცვლადი ხარჯები
9,750 = (3,250 X 3)
24,000 (8,000 x 3)
გაყიდვის ცვლადი ხარჯები
6,500 = (3,250 X 2)
16,000 (8,000 X 2)
საერთო კონტრიბუცია
65,000
160,000
საწარმოო ფიქსირებული ხარჯები
40,000
40,000
სავაჭრო ფიქსირებული ხარჯები
25,000
25,000
მოგება
0
95,000
საერთო შემოსავალი გაყიდვებიდან
საერთო ცვლადი ხარჯები:
ფიქსირებული ხარჯები:
საკვანძო ელემენტს ამ სახით ჩაწერილ მოგება-ზარალის უწყისში წარმოადგენს
კონტრიბუცია (TCM), რომელიც გამოითვლება როგორც:
TCM = TS – TVC
(4)
3,250 წიგნის შემთხვევაში, კონტრიბუცია უდრის $65,000 ($162,500 – $97,500). თუ
საერთო კონტრიბუცია მეტია ფიქსირებულ ხარჯებზე, გვაქვს მოგება, თუ ნაკლებია
ფიქსირებულ ხარჯებზე, გვაქვს წაგება. თუ ეს ორი სიდიდე ერთმანეთის ტოლია, გვაქვს BEP
წერტილი.
იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვები იქნება 8,000 ერთეული, მაშინ საერთო კონტრიბუცია
უდრის 160,000-ს, რაც აჭარბებს ფიქსირებულ ხარჯებს $95,000-ით ($160,000 – $65,000).
სწორედ ეს სიდიდე წარმოადგენს ბიზნესის მოგებას.
94
ფაქტობრივად, კონტრიბუცია არის შემოსავლის ის რაოდენობა, რომელიც რჩება
ბიზნესს ცვალებადი ხარჯების დაფარვის შემდეგ. შემოსავლების დარჩენილი ნაწილი
შეიძლება მოხმარდეს ფიქსირებული ხარჯების დაფარვას, ამის შემდეგ დარჩენილი შემოსავალი კი წარმოადგენს მოგებას. თუ განვიხილავთ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის
$1-ს, ყოველი დოლარიდან 60 ცენტი მიდის სხვადასხვა სახის ცვლადი ხარჯების დაფარვაზე,
ხოლო 40 ცენტი რჩება ფიქსირებული ხარჯების დასაფარავად და მოგების მისაღებად.
როგორც კონტრიბუცია, ისე ცვალებადი ხარჯები შეგვიძლია გამოვსახოთ როგორც საერთო
გაყიდვების
პროცენტი,
ისე
პროდუქციის
ერთეულზე
გადაანგარიშებით.
ქვემოთ
განვიხილავთ თითოეულ შემთხვევას.
ცვალებადი ხარჯები ერთეულზე, ანუ საშუალო ხარჯები ერთეულზე უდრის:
TVC
SU
VCU 
(5)
იმ შემთხვევაში, როდესაც გავყიდით 8,000 ერთეულს, რომლის საერთო ცვლადი
ხარჯები უდრის $240,000
VCU 
240,000
 $30
8,000
ე.ი. ყოველი დამატებითი წიგნის წარმოება და გაყიდვა კომპანიას უჯდება $30.
კონტრიბუცია თითოეულ ერთეულზე ტოლი იქნება:
P – VCU = CMU
(6)
ჩვენს შემთხვევაში CMU = $50 – $30 = $20.
ე.ი.
ყოველი
გაყიდული
ერთეული
იძლევა
$20-ს
ფიქსირებული
ხარჯების
დასაფარავად, ხოლო ამ ხარჯების დაფარვის შემდეგ თითოეული გაყიდული ერთეული
ზრდის მოგებას $20-ით.
არსებობს ერთეულზე კონტრიბუციის დათვლის სხვა გზაც.
CMU 
CMU 
ჩვენს შემთხვევაში
TCM
SU
(7)
$160,000
 $20
8,000
.
შედეგი, რა თქმა უნდა, იგივე იქნება.
ცვლადი ხარჯები და კონტრიბუცია შეიძლება გაიზომოს %-ში გაყიდვებიდან.
95
ცვლადი ხარჯების პროცენტი საერთო გაყიდვებში აღნიშნავს საერთო გაყიდვების იმ
ნაწილს, რომელიც საჭიროა ცვლადი ხარჯების დასაფარავად.
VC % 
TVC
 100%
TS
(8)
ჩვენს შემთხვევაში VC% = 60% (გამოთვალეთ).
არსებობს VC%-ის დათვლის სხვა გზები:
VC % 
VCU
P
(9)
ჩვენს შემთხვევაში VC % 
30
 0,6  100%  60% .
50
აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორც VC%, ისე CM% შეიძლება გამოსახული იყოს
როგორც პროცენტული (ვთქვათ, VC% = 60%), ისე კოეფიციენტური სახით (VC% = 0.6).
CM% (კონტრიბუციის პროცენტი ან/და კონტრიბუციის კოეფიციენტი) გვიჩვენებს
გაყიდვებიდან შემოსული თანხის რა ნაწილი რჩება ცვლადი ხარჯების გამოკლების შემდეგ.
მისი განსაზღვრა შესაძლებელია რამდენიმე გზით:
CM % 
TCM
 100%
TS
(10)
ჩვენი მაგალითისათვის იგი უდრის 0.4 ან 40%-ს (გამოთვალეთ).
ასევე,
CM % 
CMU
 100%
P
(11)
ჩვენს შემთხვევაში ან 40%.
თუ ვიცით VC%,
CM% = 100% – VC%
(12)
ან
CM% = 1 – VC%
(13)
96
ჩვენს შემთხვევაში:
CM% = 100% – 60% = 40%
ან CM% = 1 – 0,6 = 0,4
შეიძლება მოვიქცეთ პირიქითაც. თუ ვიცით CM%, მაშინ
VC% = 1 – CM%
(14)
ჩვენ განვიხილეთ კონტრიბუციისა და ცვლადი ხარჯების გამოთვლის სხვადასხვა გზა.
რეალურ სიტუაციაში სასურველი იქნება ამოირჩიოთ ერთ-ერთი ჩაწერის ფორმა და მიყვეთ
მას თანამიმდევრულად. ჩაწერის ფორმა ამასთან დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახით
იღებთ ინფორმაციას. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ განსაზღვრავთ მისი ჩაწერის
რომელი სახეა უმარტივესი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ CVP ანალიზის ჩატარებისას შედეგები შეიძლება
გამოსახული იყოს, როგორც ერთეულებში, ისე დოლარებში, თავის მომდევნო ნაწილში ჩვენ
გამოვიყენებთ ორივე მეთოდს.
 4. სხვადასხვა მიდგომა CVP ანალიზთან. სასურველი მოგების მისაღებად აუცილებელი
გაყიდვების განსაზღვრა
CVP ანალიზი შეგვიძლია ჩავატაროთ ორი სხვადასხვა მიდგომის საფუძველზე.
თითოეულ შემთხვევაში ვიყენებთ განსაზღვრულ ფორმულას.
ჩვენ უკვე გავეცანით ერთ-ერთ ფორმულას გამომცემლობის BEP-ის დათვლისას.
მაგრამ ეს ფორმულა გამოიყენება არა მარტო BEP-ის გაყიდვების დათვლისას, არამედ
ნებისმიერი სასურველი მოგების მისაღებად საჭირო გაყიდვების გამოსათვლელად (როგორც
ერთეულებში, ისე დოლარებში). იგი ჩაიწერება შემდეგნაირად:
(P x SU) – (VCU x SU) – FC = I
ვთქვათ, გამომცემლობას უნდა არა BEP-ის მიღწევა, არამედ $95,000 მოგების მიღება. ამ
შემთხვევაში ჩვენი ტოლობა მიიღებს სახეს:
$50 x – $30 x – $65,000 = $95,000.
(I-ს გარდა ყველა პარამეტრი რჩება იგივე: P = $50; VCU = $30; TFC = $65,000; x არის
აუცილებელი გაყიდვების რაოდენობა).
ამ ტოლობიდან გამომდინარე
20 x = 160,000;
97
x = 8,000 ერთეულს.
ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ გაყიდვები არა მხოლოდ ერთეულებში, არამედ
დოლარებში. BEP-ისთვის ისინი ტოლია 3,250 X $50 = $162,500, ხოლო $95,000-ის მოგების
მისაღებად საერთო გაყიდვებმა უნდა შეადგინოს 8,000 ერთ. X $50 = $400,000.
გაყიდვების სიდიდე ფულად ერთეულებში შეგვიძლია გამოვთვალოთ პირდაპირ
(ფიზიკურ ერთეულებში გაყიდვების გამოთვლის გარეშე) შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
TS – (VC%  TS) – TFC = I
(15)
ანუ, x  (1 – VC%) – TFC = I (x ამ შემთხვევაში არის გაყიდვები დოლარებში)
ჩვენი განტოლება მიღებს სახეს:
x (1 – 0,6) – 65,000 = 95,000
0,4 x = $160,000
x = $400,000
კონტრიბუციული მიდგომა
არსებობს სხვა ე.წ. კონტრიბუციული მიდგომა. თუ x აღნიშნავს გაყიდვების
რაოდენობას ერთეულებში, მაშინ:
X 
TFC  I
CMU
(16)
ჩვენს მაგალითში BEP-ის გაყიდვები შეადგენს
X 
$65,000  $0
 3,250
$20
ერთეულს.
რაც შეეხება გაყიდვებს, $95,000 მოგების მისაღებად იგი უდრის:
X
$65,000  $95,000
 8000
$20
ერთეულს.
საერთოდ, კონტრიბუციული ტექნიკის გამოყენება უფრო ეფექტურია, რადგან იგი
უფრო მოკლეა და შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ იცით გაყიდვის ფასი და
ცვალებადი ხარჯები ერთეულზე, მაგრამ იცით CMU.
თუ გვინდა გაყიდვების გამოთვლა დოლარებში და არა ერთეულებში, ვიყენებთ
ფორმულას:
98
X 
TFC  I
CM %
(17)
BEP-ის მისაღებად გაყიდვებმა უნდა შეადგინოს
X 
$65,000  $0
 $162,500
$0,4
ხოლო იმისათვის, რომ გვქონდეს $95,000 ტოლი მოგება,
X 
$65,000  $95,000
 $400,000
$0,4
(16) და (17) ფორმულებში მრიცხველი წარმოადგენს კონტრიბუციას უცნობი x გაყიდვების
დროს (დაასაბუთეთ).
მოგება, როგორც საერთო გაყიდვების პროცენტი
აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით მოგებაზე, როგორც განსაზღვრულ თანხაზე (მაგალითად
$95,000). მოგება შეიძლება გამოვსახოთ არა მარტო აბსოლუტური სიდიდით. გავიხსენოთ,
რომ მოგება, როგორც წესი, შეადგენს საერთო გაყიდვების გარკვეულ ნაწილს. დავუშვათ,
გამომცემლობას სურს გაყიდოს წიგნების ის რაოდენობა, რომ მოგებამ შეადგინოს საერთო
გაყიდვების 15%. გამოვიყენოთ CVP ანალიზი. თუ x არის აუცილებელ გაყიდვათა
რაოდენობა, 50 x არის საერთო შემოსავალი გაყიდვებიდან, ხოლო მოგება
I = 15%  TS= 15%  $50 x = $7.5 x
ჩავსვათ მოგების ეს მნიშვნელობა (16) ფორმულაში, მივიღებთ განტოლებას:
x
$65,000  $7.5 x
$20
$12.50 x = $65,000;
x = $65,000 / 12.50 = 5,200 ერთეულს
საერთო გაყიდვები დოლარებში შეგვიძლია გამოვითვალოთ 5,200-ის გამრავლებით
$50-ზე, რაც უდრის $260,000, ან შეგვიძლია გამოვითვალოთ უშუალოდ (17) ფორმულის
გამოყენებით
(ჩაატარეთ იგივე გამოთვლები კოეფიციენტების გამოყენებით).
99
შევამოწმოთ მიღებული შედეგები. შევადგინოთ მოგება-ზარალის უწყისი კონტრიბუციული
ფორმატით.
TSR (5200 X $50).................
$260,000
TVC (5200 X $30)................
156,000
TCM......................................
104,000
FC.........................................
65,000
I (15% X 260,000)................
39,000
როგორც ვხედავთ, ორივე გზით დათვლილი მოგება ემთხვევა ერთმანეთს.
უსაფრთხოების დიაპაზონი
როდესაც ფირმის გაყიდვები აჭარბებს BEP-ს, ფირმა არის ე.წ. უსაფრთხოების
დიაპაზონში. უსაფრთხოების დიაპაზონის გამოთვლა მარტივად შეიძლება, თუ რეალური ან
დაგეგმილი საერთო გაყიდვების რაოდენობას გამოვაკლებთ BEP-ის გაყიდვების რაოდენობას.
უსაფრთხოების დიაპაზონი = რეალური ან დაგეგმილ გაყიდვებს – BEP გაყიდვები
უსაფრთხოების დიაპაზონი = 8,000 – 3,250 = 4,750 ერთეულს.
დოლარებში:
უსაფრთხოების დიაპაზონი = $400,000 – $162,500 = $237,500
(კიდევ როგორ შეიძება ამ სიდიდის გამოთვლა?)
უსაფრთხოების დიაპაზონი გვიჩვენებს, რა მაქსიმალური რაოდენობითაა შესაძლებელი გაყიდული ერთეულების შემცირება ისე, რომ ფირმას არ ჰქონდეს წაგება.
მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობის გაყიდვები არ დაეცემა 4,749 ერთეულზე
მეტად, ფირმას კვლავ ექნება მოგება.
მოგებაზე გადასახადის გავლენა
აქამდე, როდესაც განვიხილავდით ფირმის მოგებას, ჩვენ უგულებელყოფილი გვქონდა
ისეთი მნიშვნელოვანი ხარჯი, როგორიცაა მოგებაზე გადასახადი.
შევადგინოთ B მოგება-ზარალის უწყისი იმ შემთხვევაში, თუ მოგებაზე გადასახადი
შეადგენს 40%-ს. ზოგადად, გადასახადების სიდიდე გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
გადასახადი = T% (გადასახადის %) X მოგება გადასახადების გადახდამდე
100
(19)
შევადგინოთ
კონტრიბუციული
ფორმატის
B
მოგება-ზარალის
უწყისი
8,000
ერთეულის გაყიდვებისას
TS..................................................................................................................
$400,000
TVC...............................................................................................................
$240,000
TCM..............................................................................................................
$160,000
FC.................................................................................................................
$65,000
IBT (Income Before Tax – მოგება გადასახადების გადახდამდე).....................$95,000
IT (Income Tax – მოგების გადასახადი) (T % x IBT)........................................ $38,000
NI სუფთა მოგება.......................................................................................
$57,000
პირველი სიდიდე $95,000 არის მოგება. მისგან განსხვავებით, $57,000 არის მოგება
გადასახადების შემდეგ. მას უწოდებენ სუფთა მოგებას.
სუფთა მოგების განსაზღვრის შემდეგ ჩვენ შეიძლება დავაყენოთ პრობლემა – რა
რაოდენობის გაყიდვები უნდა გვქონდეს, რომ სუფთა მოგებამ შეადგინოს $57,000? პასუხი
ჩვენს შემთხვევაში უკვე ვიცით (8,000 ერთეული), მაგრამ შევეცადოთ განვსაზღვროთ ზოგადი
ფორმულა.
უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ (16) ფორმულის დაზუსტება:
X 
FC  IBT
CMU
(16')
დავუშვათ, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ (NI) სუფთა მოგება. როგორ უნდა მივიღოთ
IBT. ამისათვის ვიყენებთ შემდეგ ტოლობას:
IBT 
NI
1 T %
(20)
აქედან, თუ NI = $57,000 , მაშინ
IBT 
$57,000
$57,000

 $95,000
100%  40%
1 0.4
საბოლოოდ, საჭიროა, მოვილაპარაკოთ რა იგულისხმება მოგების ქვეშ. შემოვიღოთ
მარტივი წესი. თუ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას არ არის ნახსენები მოგებაზე
101
გადასახადები, მაშინ სუფთა მოგება არის IBT, მაგრამ როდესაც ვაწყდებით ისეთ პრობლემას,
სადაც საჭიროა გადასახადების განხილვაც, მაშინ სუფთა მოგების ქვეშ ვგულისხმობთ NI-ს.
მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ, როგორც გაყიდვების პროცენტი.
დავუბრუნდეთ შემთხვევას, როდესაც მოგება შეადგენდა გაყიდვების 15%-ს ($39,000ს). ზემოთ მოყვანილი დაზუსტების შემდეგ, ეს არის მოგება გადასახადების გადახდამდე.
დავუშვათ, ჩვენ ვიცით, რომ მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ (სუფთა მოგება)
შეადგენს საერთო გაყიდვების 9%-ს. როგორ უნდა გამოვთვალოთ IBT, როგორც გაყიდვების
პროცენტი? ამისათვის ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ფორმულას:
NI
IBT (როგორც გაყიდვების პროცენტი) = 1 T % (როგორც გაყიდვების პროცენტი)
IBT % 
ჩვენს შემთხვევაში,
(21)
9%
0.09

 0.15
100%  40% 1  0.4
ან 15%-ს.
მოგებისა და ერთეულზე კონტრიბუციის დათვლის სხვა მეთოდები.
ვთქვათ, გამომცემლობის ყველა აღნიშნული პარამეტრი რჩება იგივე. მხოლოდ
საერთო გაყიდვები შეადგენს არა 8,000-ს, არამედ 15,000. ჩვენ უკვე ვიცით, რომ CMU უდრის
$20-ს. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ საერთო კონტრიბუცია 15,000 ერთეულის გაყიდვის
შემდეგ, შეგვიძლია საერთო გაყიდვებს $750,000 (15,000 X $50) – გამოვაკლოთ საერთო
ცვლადი ხარჯები (15,000 X $30). მივიღებთ $300,000. იგივე შედეგს მივიღოთ შედარებით
მარტივად თუ გამოვიყენებთ ტოლობას:
TCM = CMU  15,000 (შეამოწმეთ).
8,000 ერთეულის გაყიდვისას კონტრიბუცია TCM უდრის $160,000, ე.ი. გაყიდული
ერთეულების გაზრდამ 8-დან 15 ათასამდე, ანუ 7,000-ით, გამოიწვია კონტრიბუციის გაზრდა
$140,000-ით.
ყოველი
დამატებით
გაყიდული
წიგნი
არა
მარტო
ზრდის
საერთო
კონტრიბუციას $20-ით, არამედ ასეთივე სიდიდით ზრდის მოგებას. თუ ჩავთვლით, რომ
გაყიდული ერთეულების (წიგნების) რაოდენობა შეადგენს 25,000 ერთეულს, 15,000
ერთეულთან შედარებით გაყიდვები გაიზრდება 10,000 ერთეულით, ხოლო მოგება – 10,000 X
CMU = $200,000-ით.
დავალება. გამოთვალეთ მოგება როგორც 15,000, ისე 25,000 ერთეულისთვის და
შეამოწმეთ ზემოთ მიღებული შედეგი.
102
დავუშვათ, პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ გაყიდვის 10,000-ით გაზრდამ გამოიწვია
კონტრიბუციის გაზრდა $200,000-ით. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ CMU = $200,000 :
10,000 = $20.
საზოგადოდ, როდესაც ვიცით მხოლოდ მოგება სხვადასხვა რაოდენობის გაყიდვებისას
და ამ მოგების შესაბამისი გაყიდვები, კონტრიბუცია ერთეულზე შეგვიძლია გამოვთვალოთ
შემდეგნაირად:
მოგების ცვლილება
CMU
=
გაყიდული ერთეულების რაოდენობის ცვლილება
 5. მოგება-ზარალის უწყისი კონტრიბუციული ფორმატით
ამ თავში ჩვენ უკვე განვიხილეთ მოგება-ზარალის უწყისის კონტრიბუციული
ფორმატი. ფინანსურ აღრიცხვაში მიღებულია მისი ალტერნატიული, ანუ ტრადიციული
ფორმატი, რომელიც მოკლედ ასე გამოიყურება:
გაყიდვები
მინუს: თვითღირებულება
უდრის: საერთო მოგება რეალიზაციიდან
მინუს: საოპერაციო ხარჯები
უდრის: მოგებას
ამ გზით გამოთვლილი მოგება იგივე იქნება, რაც კონტრიბუციული ფორმატის გამოყენების დროს. ამ წიგნში ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კონტრიბუციულ ფორმატს. ეს
ფორმატი უკეთ ასახავს ხარჯების ბუნებას. იგი აჯგუფებს ხარჯებს არა მარტო მათი
ფუნქციების, არამედ მათი ცვალებადობისა და მუდმივობის მიხედვით, რაც გაცილებით
აადვილებს ანალიზს მენეჯერებისათვის. თუმცა, ეს ფორმატი სავსებით გამოუყენებელია გარე
მომხმარებლებისათვის დოკუმენტების მომზადებისას, სადაც ყველაფერი რეგულირებულია
აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით.
103
მესამე თავის მოკლე შინაარსი
1. ცვლადი, ფიქსირებული და საერთო ხარჯების ცვლილება აქტიურობის ცვლილების
მიხედვით
ამ თავში ჩვენ გავეცანით ცვლად და ფიქსირებულ ხარჯებს. საერთო ცვლადი ხარჯები
იცვლება აქტიურობის ცლილების პირდაპირპროპორციულად. ამავე დროს, ცვლადი ხარჯები
ერთეულზე რჩება მუდმივი. ფიქსირებული ხარჯები რჩება მუდმივი აქტიურობის ცვლილების მიუხედავად (1) დროის განსაზღვრულ შუალედში (2) აქტიურობის გარკვეული
დიაპაზონისთვის. ფიქსირებული ხარჯები ერთეულზე იცვლება აქტიურობის ზრდის
უკუპროპორციულად.
რაც უფრო მცირეა აქტიურობა, მით უფრო დიდია ფიქსირებული ხარჯები ერთეულზე.
აქტიურობის ზრდასთან ერთად ეს სიდიდე კლებულობს.
საერთო ხარჯები შეიცავს როგორც ფიქსირებულ, ისე ცვლად ხარჯებსაც.
საერთო ხარჯები იცვლება აქტიურობის ზრდასთან ერთად, მაგრამ ეს ურთიერთდამოკიდებულება აღარ არის პირდაპირპროპორციული.
აღმრიცხველს შეუძლია გამოთვალოს საერთო ხარჯების ფიქსირებული და ცვლადი
ნაწილების ოდენობა შემდეგნაირად: ჯერ გამოითვლება ე.წ. ცვლადი ხარჯების კოეფიციენტი,
რომელიც უდრის საერთო ხარჯების ცვლილებას გაყოფილს აქტიურობის ცვლილებაზე. ამის
შემდეგ, ფიქსირებული ხარჯების გამოსათვლელად საერთო ხარჯებს უნდა გამოვაკლოთ
ცვლადი ხარჯები.
2. CVP (Cost Volume Profit) ანალიზი
CVP ანალიზი ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესის ხარჯებს, მოცულობასა და მოგებას.
მისი გამოყენებით შეიძლება იმის შესწავლა, თუ როგორ მოქმედებს ბიზნესის აქტიურობის
ცვლილება ხარჯებზე. ამ ურთიერთკავშირის გაგება არსებითია გეგმებისა და ბიუჯეტების
შედგენისას ბიზნესის სამომავლო ოპერაციების სწორად წარმართვისათვის. CVP ანალიზი
ეხმარება მენეჯერს იწინასწარმეტყველოს, თუ რა გავლენა ექნება სხვადასხვა სტრატეგიებსა
და გადაწყვეტილებებს ბიზნესის წარმატებაზე.
3. კონტრიბუციის რაობა, კონტრიბუცია ერთეულზე და კონტრიბუციის ნორმა
კონტრიბუცია გვიჩვენებს, თუ რამდენით აჭარბებს შემოსავლები საერთო ცვლად
ხარჯებს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, იმ თანხას, რომელიც გვრჩება ფიქსირებული ხარჯების
დასაფარავად და მათი დაფარვის შემდეგ მოგების მისაღებად. კონტრიბუცია შეიძლება
გამოსახული იყოს როგორც დოლარებში, ისე პროდუქციის ერთეულებში, ან როგორც საერთო
გაყიდვების პროცენტი.
104
4. სასურველი მოგების მისაღებად აუცილებელი გაყიდვების განსაზღვრა
იმისათვის, რომ გამოთვალოთ, თუ რა რაოდენობის გაყიდვებისას (დოლარებში ან
ერთეულებში) გვექნება სასურველი მოგება, ფიქსირებული ხარჯებისა და ამ მოგების ჯამი
უნდა გავყოთ საშუალო კონტრიბუციაზე (კონტრიბუცია ერთეულზე) ან კონტრიბუციის
ნორმაზე.
პირველ
შემთხვევაში,
მივიღებთ
აუცილებელი
გაყიდვების
რაოდენობას
ერთეულებში. მეორე შემთხვევაში – დოლარებში.
5. მოგება-ზარალის უწყისი კონტრიბუციული ფორმატით
ტრადიციულ ანუ ფუნქციონალურ მოგება-ზარალის უწყისში (რომელიც გამოიყენება
ფინანსურ აღრიცხვაში), ხარჯები გაყოფილია მათი დანიშნულების მიხედვით (თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები, ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ.). ტრადიციული
ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი არ განასხვავებს ამ ხარჯების ფიქსირებულ და ცვლად
ნაწილებს. ამისაგან განსხვავებით, კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის უწყისში
ხარჯები დაყოფილია ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებად. საერთო გაყიდვების და საერთო
ცვლადი ხარჯების სხვაობა წარმოადგენს კონტრიბუციას, ხოლო კონტრიბუციისა და
ფიქსირებული ხარჯების სხვაობა-მოგებას. კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის
უწყისი ხელსაყრელია ორგანიზაციის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას.
მესამე თავის ძირითადი ცნებები
ფიქსირებული ხარჯები (Fixed costs) – ხარჯები, რომლებიც არ იცვლება ბიზნესის
აქტიურობის ცვლილებასთან ერთად დროის გარკვეულ შუალედში და აქტიურობის განსაზღვრულ დიაპაზონში.
შერეული ხარჯები (Mixed costs) – ხარჯები, რომლებიც შეიცავს როგორც ცვალებად, ისე
ფიქსირებულ ნაწილს.
პროპორციულად ცვლადი ხარჯები (Proportionately variable costs) – ხარჯები, რომლებიც
იცვლება
აქტივობის
ცვლილების
პირდაპირპროპორციულად.
აქტიურობის
ყოველ
დამატებით ერთეულზე პროპორციულად ცვალებადი ხარჯები იზრდება ერთი და იმავე
სიდიდით.
ცვლადი ხარჯები (Variable Costs) – ხარჯები, რომლებიც იცვლება აქტიურობის
ცვლილების პირდაპირპროპორციულად.
ნულოვანი მოგების BEP წერტილი (Break even Point) – გაყიდვების ის დონე
(დოლარებში ან ერთეულებში), რომლის დროსაც ორგანიზაციის მოგება უდრის 0-ს. ამ
წერტილში საერთო ხარჯები უდრის საერთო გაყიდვებს დოლარებში.
105
კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი (Contribution margin income
statement) – მოგება-ზარალის
უწყისი,
რომელშიც
ცვლადი
ხარჯები
გამოყოფილია
ფიქსირებული ხარჯებისაგან. ცვალებადი ხარჯები აკლდება გაყიდვებს და ამ გზით მიიღება
საერთო კონტრიბუცია. ამის შემდეგ, საერთო კონტრიბუციას ვაკლებთ ფიქსირებულ ხარჯებს
და ვიღებთ მოგებას.
კონტრიბუციის ნორმა (Contribution margin percentage) CM% – საერთო გაყიდვების ის
ნაწილი, რომელიც რჩება ცვლადი ხარჯების გამოკლების შემდეგ.
კონტრიბუცია ერთეულზე (Contribution margin per unit CMU) – ერთეულის გასაყიდ
ფასს გამოკლებული ცვლადი ხარჯები ერთეულზე. CMU არის ის თანხა, რომელიც მოაქვს
თითოეულ გაყიდულ ერთეულს ჯერ ფიქსირებული ხარჯების დასაფარავად, ხოლო შემდეგ
მოგების გასაზრდელად. ეს არის ის თანხა, რომელიც ემატება მოგებას ყოველი დამატებითი
ერთეულის გაყიდვისას.
უსაფრთხოების დიაპაზონი (Margine of safety) – სიდიდე, რომლითაც რეალური ან
დაგეგმილი გაყიდვები აჭარბებს BEP დონის გაყიდვებს. უსაფრთხოების დიაპაზონი შეიძლება
გაზომილი იყოს როგორც დოლარებში, ისე პროდუქციის ერთეულებში.
საერთო კონტრიბუცია (Total contribution margine) – საერთო შემოსავლებს
გამოკლებული საერთო ცვლადი ხარჯები. იგი გვიჩვენებს, თუ გაყიდვების რა ნაწილი გვრჩება
ფიქსირებული
ხარჯების
გასაფარავად.
თუ
საერთო
კონტრიბუცია
მეტია,
ვიდრე
ფიქსირებული ხარჯები, ორგანიზაციას აქვს მოგება, თუ ადგილი აქვს პირიქით მოვლენას,
ორგანიზაციას აქვს წაგება.
ტრადიციული (ფუნქციონალური) ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი (Traditional
(Functional) Income Statement) – მოგება-ზარალის უწყისი, რომელიც აცალკევებს ხარჯებს მათი
ფუნქციების მიხედვით. მაგალითად, წარმოების, გაყიდვისა და ადმი-ნისტრაციის ხარჯებად.
გაყიდული საქონლის თვითღირებულება აკლდება საერთო გაყიდვებს, რის შედეგადაც
მიიღება საერთო მოგება (gross profit). ამის შემდეგ საერთო მოგებას აკლდება
ადმინისტრაციული ხარჯები და ვიღებთ სუფთა მოგებას.
ცვლადი ხარჯების ნორმა (Variable cost percentage VC%) – საერთო გაყიდვების ის
ნაწილი, რომელიც აუციელებლია ცვლადი ხარჯების დასაფარავად. გვიჩვენებს, თუ საერთო
გაყიდვების რამდენ პროცენტს შეადგენს საერთო ცვლადი ხარჯები.
ცვლადი ხარჯები ერთეულზე (Variable cost per unit) – სიდიდე, რომლითაც იზრდება
საერთო ხარჯები დამატებითი ერთეულის გაყიდვისას ან წარმოებისას.
106
კითხვები და დავალებები
1.
ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ხარჯების სამი ტიპი მათი აქტიურობის დონესთან
დამოკიდებულების მიხედვით.
2.
გაუკეთეთ კომენტარი წინადადებას: “ცვლადი ხარჯები შეიძლება განისაზღვროს
როგორც ხარჯი, რომელიც იცვლება დროთა განმავლობაში”.
3.
ეთანხმებით თუ არა წინადადებას: “თუ გარკვეული ხარჯი იცვლება, იგი არ შეიძლება
იყოს ფიქსირებული”. ახსენით.
4.
ახსენით, რა კავშირშია ბიზნესის აქტივობა ცვლად და ფიქსირებულ ხარჯებთან.
5.
რაც უფრო იზრდება აქტივობა, მით უფრო კლებულობს ფიქსირებული ხარჯი
ერთეულზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფიქსირებული ხარჯები
არის ცვლადი. ახსენით, რატომ ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით ამ დებულებას.
6.
განიხილეთ აქტივობის გარკვეული დიაპაზონის კონცეფცია. როგორ მოქმედებს იგი
ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების განსაზღვრებაზე.
7.
მოცემული ხარჯი შედგება როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი ხარჯებისაგან, მაგრამ
თქვენ არ იცით რა ნაწილია ფიქსირებული და რა ნაწილი – ცვლადი. როგორ შეიძლება
იწინასწარმეტყველოთ საერთო ხარჯები აქტივობის განსაზღვრული დონისათვის?
8.
რა მიზნით განვასხვავებთ ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს?
9.
საერთო ხარჯები გამოისახება ტოლობით Y = a + bx. განსაზღვრეთ, თუ რას ნიშნავს ამ
ტოლობის თითოეული კომპონენტი?
10. რა როლს თამაშობენ გრაფიკები სხვადასხვა ტიპის ხარჯების განსაზღვრაში?
11. რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან აღრიცხველებისა და ეკონომისტების შეხედულებები ცვლადი ხარჯების შესახებ?
12. ცვლადია თუ არა ფიქსირებული ნახტომისებრი ხარჯები?
13. ჩამოთვალეთ ცვლადი ხარჯების სხვადასხვა ტიპები.
107
14. განსაზღვრეთ ფიქსირებული ხარჯები (ა) და ცვლადი ხარჯები ერთეულზე (ბ), თუ
საერთო ხარჯებისათვის გვაქვს შემდეგი მონაცემები:
საერთო ხარჯები
აქტივობა (ერთეულებში)
I პერიოდი
$8,100
700
II პერიოდი
$7,500
500
15. რა განსხვავებაა მოგება-ზარალის უწყისის კონტრიბუციულ ფორმატსა და ტრადიციულ
ფორმატს შორის?
16. მართალია თუ არა დებულება – საერთო კონტრიბუცია იგივეა, რაც საერთო მოგება
რეალიზაციიდან?
17. განსაზღვრეთ რა არის BEP?
18. თუ მოსალოდნელია, რომ მომავალში ფირმის გაყიდვები გაიზრდება 50%-ით, როგორ
იმოქმედებს ეს BEP-ზე? ახსენით.
19. CVP ანალიზის დროს გამოყენებულ ერთ-ერთ ფორმულაში
X 
მოცემული
მოგება
წარმოადგენს
FC  I 
CMU
მოგებას
გადასახადებამდე
თუ
გადასახადების
გადახდის შემდეგ?
20. მოგებაზე გადასახადი იმ ფირმისათვის, რომლის აქტივობა უდრის BEP-ს და ტოლია
2,000-ერთეულის, ორჯერ მეტია იმ ფირმის მოგების გადასახადზე, რომელიც აგრეთვე
მუშაობს თავისი BEP დონეზე, რაც უდრის 1,000 ერთეულს. ეთანხმებით თუ არა?
ახსენით.
21. განმარტეთ ცნება – უსაფრთხოების დიაპაზონი და ახსენით, თუ რას გვიჩვენებს ეს
სიდიდე.
22. “რადგან ფირმას აქვს დადებითი უსაფრთხოების დიაპაზონი, მას აქვს მოგებაც”. ახსენით,
რატომ არის ეს წინადადება სწორი ან არასწორი.
23. ფირმამ ამასწინათ გაზარდა რეკლამის ხარჯები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მისი
გაყიდვები, მაგრამ, ამავე დროს, ფირმის მოგება დაეცა იგივე პერიოდში. როგორ ახსნით
ამ სიტუაციას?
108
24. ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი ფირმის მოგების ხაზი
მოგება
აქტივობა
გრაფიკი N10
რა მოუვა ამ ხაზს, თუ:
1. გაიზრდება გაყიდვის ფასი;
2. შემცირდება VCU;
3. გაიზრდება TFC.
25. რა არის აქტიურობის განსაზღვრული დიაპაზონი?
26. რა არის კონტრიბუცია?
27. ახსენით, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული კონტრიბუცია ერთეულზე BEP-ის
მისაღწევად სააჭირო გაყიდვების გამოსათვლელად?
28. კომპანია “ტოროლასთვის” ცვლადი ხარჯები ერთეულზე უდრის $11-ს, ხოლო
კონტრიბუციის პროცენტი – 45%. გამოთვალეთ გასაყიდი ფასი.
დავალება 3-1. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია “პორტლენდ” კომპანიისთვის:
ერთეულის ფასი $20
ცვლადი ხარჯები ერთეულზე $15
მუდმივი ხარჯები $200,000
გამოთვლეთ:
1. კონტრიბუცია და გაყიდვების ის მოცულობა, რომელიც საჭიროა BEP-ის მისაღწევად.
2. ვთქვათ, კომპანიამ გაყიდა 70,000 ერთეული. გამოთვალეთ უსაფრთხოების დიაპაზონი.
109
დავალება 3-2.
შეავსეთ ცარიელი ადგილები A, B, C თითოეული
მოგება-ზარალის
უწყისისათვის.
ერთეულის ფასი ყველა შემთხვევაში უდრის $10
შემოსავლები გაყიდვებიდან......................
ცვალებადი ხარჯები...................................
კონტრიბუცია...............................................
ფიქსირებული ხარჯები..............................
მოგება............................................................
გაყიდული ერთეულების რაოდენობა......
BEP (ერთეულებში).......................................
A
200,000
100,000
?
30,000
?
?
?
B
C
?
?
100,000
50,000
?
40,000
?
?
?
120,000
?
?
30,000
10,000
შეამოწმეთ C-თვის I = $80,000.
დავალება 3-3. შეავსეთ ცარიელი ადგილები I, II, III ფირმებისათვის
I
II
III
ერთეულის ფასი.....................................
$150
?
?
ცვლადი ხარჯი ერთეულზე..................
$120
24
?
კონტრიბუცია ერთეულზე....................
30
?
$60
ცვალებადი ხარჯების პროცენტი.........
?
20%
?
კონტრიბუციის პროცენტი.....................
?
?
40%
დავალება 3-4. ქვემოთ მოყვანილია ფირმა “წინანდლის” მონაცემები
P = $140; VCU = $86; TFC = $540,000
განსაზღვრეთ:
1. CMU;
2. BEP გაყიდვები;
3. გაყიდვების რაოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც I = $270,000.
110
დავალება 3-5. შეავსეთ ცარიელი ადგილები
ცვლადი
ხარჯები
გაყიდვები
(1)
?
CMU
FC
OI
SU
120,000
$20
?
25,000
4,000
(2) 180,000
?
?
45,000
30,000
5,000
(3) 600,000
?
$30
150,000
90,000
?
დავალება 3-6 . გარკვეული საქონლისთვის გვაქვს შემდეგი მონაცემები
P = $10; VCU = $4; FC = $360,000
გამოიანგარიშეთ:
1.
კონტრიბუციის ნორმა;
2.
BEP-ის მისაღწევად საჭირო გაყიდვების მოცულობა;
3.
უსაფრთხოების დიაპაზონი, თუ გაყიდვების წლიური რაოდენობა უდრის 75,000
ერთეულს.
დავალება 3-7. „მიკრო-მენ“ სტუდია ყიდის სასწავლო კასეტებს თითოს $250-ად. ცვალებადი
ხარჯები თითოეულ კასეტაზე უდრის $100-ს, ფიქსირებული ხარჯები კი – $4,000 თვეში.
1. რამდენი ერთეული უნდა გაყიდოს სტუდიამ ყოველთვიურად, რომ მიაღწიოს BEP-ს?
2. რამდენი ერთეული უნდა გაიყიდოს ყოველთვიურად $36,000 მოგების მისაღებად?
3. რა იქნება სტუდიის უსაფრთხოების დიაპაზონი, თუ ყოველთვიურად იყიდება 40 კასეტა?
4. შეადგინეთ კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი.
111
დავალება 3-8. სიგარეტის მწარმოებელი ქარხანა „კოლხეთი“ ყიდის ერთ ყუთ სიგარეტს
$20-ად. მისი ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:
წარმოების ცვლადი ხარჯები.........................................................
$8 ყუთზე
გაყიდვის ცვლადი ხარჯები............................................................
$4 ყუთზე
წარმოების ფიქსირებული ხარჯები..............................................
$600,000
გაყიდვის ფიქსირებული ხარჯები.................................................
$200,000
მოგების გადასახადი.........................................................................
15%
1. მოამზადეთ კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის უწყისი, თუ 2013 წელს
გაიყიდა
300,000 ყუთი „კოლხეთი“.
2. დათვალეთ BEP დოლარებში.
3. ვთქვათ, გაიყიდა 250,000 ყუთი. დათვალეთ გაყიდვები დოლარებში და უსაფრთხოების
დიაპაზონი.
4. განსაზღვრეთ, რამდენი ყუთის გაყიდვაა საჭირო იმისათვის, რომ სუფთა მოგებამ (მოგებამ
გადასახადების გადახდის შემდეგ) შეადგინოს $170,000.
დავალება 3-9.
კომპანია „დისკო“ ყიდდა ჩანაწერებს, მაგრამ ამ ბიზნესმა არ მოუტანა მას
წარმატება. ამის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო კომპიუტერული დისკეტების გაყიდვა – 1 ყუთი
(10 ცალი) $25-ად. „დისკო“ დგას დილემის წინაშე, შეიძინოს ავტომატური თუ
ნახევრადავტომატური მანქანა. თუ კომპანია შეიძენს ნახევრადავტომატურ მანქანას, ცვლადი
ხარჯები ერთეულზე და ფიქსირებული ხარჯები იქნება შესაბამისად $18 და $16,000, ხოლო
თუ შეძენილი იქნება ავტომატური მანქანა, მაშინ ცვლადი ხარჯები ერთეულზე და
ფიქსირებული ხარჯები შეადგენს შესაბამისად – $15 და $30,000-ს.
1.
განსაზღვრეთ BEP ორივე შემთხვევისათვის.
2.
განსაზღვრეთ მოგება თითოეული შემთხვევისათვის, თუ გაყიდვების რაოდენობა იქნება
1,300 ყუთი; 3,500 ყუთი.
3.
განსაზღვრეთ გაყიდვების ის დონე, რომლისთვისაც მოგება ორივე სიტუაციისთვის
იქნება ერთნაირი.
4.
რას ფიქრობთ, რომელი მანქანის ყიდვაა მიზანშეწონილი – ავტომატურის თუ
ნახევრადავტომატურის?
112
5.
გაეცით პასუხი მე-3 კითხვაზე, ოღონდ იგულისხმეთ, რომ ავტომატური მანქანის შეძენის
შემთხვევაში ცვლადი ხარჯები ერთეულზე უდრის არა $15, არამედ $19-ს.
დავალება 3-10. პარფიუმერული კომპანია “ლაზერი” 1 ბოთლ კანის კრემს $50-ად ყიდის.
ცვლადი ხარჯები ერთეული ბოთლის წარმოებაზე და გაყიდვაზე შეადგენს $8-ს, საერთო
ფიქსირებული ხარჯები ტოლია $65,000.
გამოთვალეთ უსაფრთხოების დიაპაზონი (როგორც ერთეულებში, ისე დოლარებში), თუ
კომპანია გაყიდის 2,200 ბოთლ კრემს.
დავალება 3-11.
დახაზეთ CVP გრაფიკი იმ შემთხვევისათვის, როდესაც პირველად
დახაზულია ცვლადი ხარჯების წრფე და შემდეგ – ფიქსირებული ხარჯების წრფე. ამის
შემდეგ ააგეთ წრფე, რომელიც აღწერს გადასახადების გავლენას შემოსავალზე, ჩათვალეთ,
რომ წაგებისას გადასახადები არ გადაიხდება.
დავალება 3-12.
2012 წლის დასაწყისში კომპანია “ნელსონ ბაიბლმა” მოამზადა შემდეგი
მოგების ხაზი
5,000
(50,000)
))))0))
გრაფიკი N10
1. გამოთვალეთ CMU და TFC
2. თუ I = $35,000, რას უდრის უსაფრთხოების დიაპაზონი?
113
დავალება 3-13.
კომპანია “ჯიმი მოსიძის” მოგება-ზარალის უწყისი 2012 წლისათვის
გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
შემოსავლები გაყიდვებიდან..........................................................
$ 320,000
ცვლადი ხარჯები.............................................................................
$ 240,000
საერთო კონტრიბუცია...................................................................
$ 80,000
ფიქსირებული ხარჯები..................................................................
$ 54,000
მოგება გადასახადებამდე...............................................................
$ 26,000
გადასახადები მოგებაზე.................................................................
$ 10,400
სუფთა მოგება..................................................................................
$ 15,600
1. 2013 წელს კომპანიას სურს მიიღოს მოგება გადასახადებამდე $56,000. რას უნდა უდრიდეს
კომპანიის გაყიდვები?
2. თუ კომპანიას სურს გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩეს $40,000 მოგება, რა უნდა
იყოს კომპანიის გაყიდვები 2013 წელს?
დავალება 3-14.
გივი ფლობს ავტოსახელოსნოს. სახელოსნოს მომსახურების ფასია – $15 ერთ
საათში. მფლობელის გამოთვლებით, ცვლადი საოპერაციო ხარჯები შეადგენს გაყიდვების
(მომსახურების) 40%-ს, ფიქსირებული ხარჯები კი შეადგენს $1,000 თვეში. გივი ამის გარდა,
იხდის გადასახადებს, რომელიც შეადგენს მოგების 15%-ს.
1. გივის სურს, რომ მას დარჩეს $850 ყოველთვიური სუფთა მოგება. რამდენი საათი მუშაობა
იქნება ამისთვის საჭირო?
2. რას უნდა შეადგენდეს გივის სახელოსნოს საერთო თვიური შემოსავალი იმისათვის, რომ
მოგებამ გადასახადების გადახდამდე შეადგინოს ამ შემოსავლის 20%?
3. დავუშვათ, გივის დააკმაყოფილებს, თუ მისი მოგება გადასახადების შემდეგ იქნება
გაყიდვების 7%. რამდენი საათი უნდა იმუშაოს მან ყოველთვიურად ამ მიზნის
მისაღწევად?
დავალება 3-15. ბოლო ორი თვის განმავლობაში სასტუმრო “საქართველოს” აქვს, შესაბამისად,
$7,500 და $11,000 ტოლი მოგება. გაქირავებული ოთახების რაოდენობა თითოეულ თვეში
შეადგენს, შესაბამისად, 150 და 200-ს. მოელიან, რომ მარტში სასტუმროში გაქირავებული
იქნება 240 ოთახი. რა მოგება ექნება სასტუმროს მარტის თვეში?
114
დავალება 3-16.
პროდიუსერ იური ჩხეიძეს სურს დაპატიჟოს ჯგუფი “შინი” ბათუმში
კონცერტის ჩასატარებლად. მან გააკეთა მოსალოდნელი კონცერტის ხარჯებისა და
შემოსავლების წინასწარი შეფასება:
ბილეთის ფასი ...................................................................................................
$20
დამატებითი საშუალო შემოსავალი მაყურებლისგან ...............................
$5
დამატებით შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯები ..........................
$3
რეკლამა ..............................................................................................................
$5,000
კონცერტის ორგანიზების ხარჯი – კონცერტის შემოსავლის ..................
30%
უსაფრთხოება ...................................................................................................
$3,000
სტადიონის გასუფთავება ერთ მაყურებელზე ...........................................
$0.5
სტადიონის დაქირავება ..................................................................................
$11,000
პლუს: მაყურებელზე გაყიდული ბილეთების ფასის ...............................
ჯგუფ “შინის” ჰონორარი ................................................................................
5%
$7,000
1. რამდენი მაყურებელი უნდა დაესწროს კონცერტს იმისთვის, რომ იური ჩხეიძეს არ
ჰქონდეს წაგება?
2. რამდენი მაყურებელი უნდა დაესწროს კონცერტს, რომ ჩხეიძეს დარჩეს $17,000
სუფთა მოგება, თუ მოგების გადასახადი უდრის 15%-ს?
115
Download